კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეხვდა თამო ვაშალომიძე ახალ წელს სტამბულში, იმ ღამის კლუბში, სადაც ტერორისტმა 39 ადამიანი მოკლა და როგორ გადაურჩა ის ტერაქტს #2

თამო ვაშალომიძისთვის ახალი წელი, შობა, ბავშვობასთან, თოვლთან და ბევრ ძალიან სასიამოვნო მოგონებასთან ასოცირდება. ამიტომ, განსაკუთრებულად უყვარს ეს დღესასწაულები. თამო ახალ წელს  მეგობრებთან ერთად სტამბულში შეხვდა. მათ ნახევარი საათით ადრე დატოვეს ის კლუბი, სადაც სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა პირმა 39-მდე ადამიანი მოკლა. თამო, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დაბრუნდა საქართველოში და ის 2017 წელს არაერთი გეგმისა და მიზნის განხორციელებას აპირებს.
თამო ვაშალომიძე: 15 წლამდე მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. როდესაც ვკითხულობდი, რატომ არ ჩანს-მეთქი, მეუბნეობდნენ: რადგან თოვს, თოვლი მის ნაკვალევს ფარავსო. მანამდე მჯეროდა მისი არსებობის, სანამ მამაჩემმა სუნამო არ დამიდო ჩუმად. დავინახე, ყველაფერს მივხვდი და ძალიან მეწყინა. ახლაც მაქვს ჩვევა: ახალი წლის დღეებში ვუყურებ ფილმებს ახალ წელზე. საახალწლო მულტფილმები მიყვარს ძალიან, ნაძვის ხეს ვაწყობ, ყველაფერს ცუდს ძველ წელში ვტოვებ. ბედობას ბავშვობაში წიგნებს ვკითხულობდი: წიგნების კითხვა დამებედოს-მეთქი. წელს ბედობას არაფერი ვჭამე, ვივარჯიშე, საუნაში წავედი, თავი მოვიკალი, მერე – სოლარიუმში, მოკლედ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიბედე. შობაც განსაკუთრებულად მიყვარს. მახსოვს, 14 წლის ვიყავი, მაშინ ტაძარში ვმსახურობდი. ისე დაემთხვა, შობას კახეთში შევხვდი და მამაოსგან ავიღე კურთხევა, რომ დილით, წირვაზე ჟამნობა წამეკითხა. დიდი თოვლი იყო, მანქანებიც არ დადიოდა, ფეხით წავედი ქალაქში, ვეზიარე, ისეთი ბედნიერი ვიყავი...
– როგორ დაიწყე ეკლესიური ცხოვრება?
– ჩემმა მეგობარმა გამაცნო თავისი მეგობარი, რომელიც სტიქაროსანი იყო. მაშინ ბევრმა რამემ დამაინტერესა. მივედი ტაძარში, ვიყიდე ჯვარი, მამაოს ვაკურთხებინე. შემდეგ დავინახე ქალი, რომელიც ლოცვებს კითხულობდა, მაშინ არც ვიცოდი, მედავითნე  რომ ერქვა. იმ დღესვე გავიგე, რომ ნუსხა-ხუცურით კითხულობდა. დამაინტერესა, ვისწავლე ნუსხა-ხუცური, თავისი ლიტურგიებით, რომელიც საკმაოდ რთულია – თავისი რანგები აქვს, თავისი ხმა. როცა მუშაობა დავიწყე, გადავწყვიტე, მედავითნის მთლიანი წიგნი მეყიდა, რომ სახლში მემეცადინა. ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა: თამარ, ყოველ ასოს თავისი დატვირთვა აქვს, ყველა წირვას ესწრება ის წმიდანი, რომელსაც იხსენიებ, ამიტომ არ უნდა დაამახინჯო, სწორად უნდა წაიკითხოო. ისეთი ბედნიერი ვიყავი... დღესაც მაქვს სახლში. მყავს გარდაცვლილები და მათ ვუხდი პანაშვიდებს, დავდივარ კიდეც ეკლესიაში. უბრალოდ, ეს იმდენად ჩემია, იმდენად პირადია, რომ არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი.   მახსოვს, ჯერ 50-ე ფსალმუნი წამაკითხეს საღამოს მწუხრზე, ზეთისცხების წინ. სულ ვკანკალებდი და მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი ვმსახურობდი, ყოველი ლოცვის კითხვისას ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი. სხვათა შორის, მამა სოგრატთანაც ვმსახურობდი, როცა მედავითნე არ იყო, შემცვლელად მგზავნიდნენ. ასევე, ქაშუეთში მამა ელიზბართან ვმსახურობდი. როცა მარტყოფში ვიყავი, დედაოები მაკითხებდნენ დილის ჟამნს. იქ ყველას აქვს თავისი მორჩილება. ერთ დღეს მე ვიყავი მთავარი მეტრაპეზე, დღეში რამდენჯერმე უნდა დამეპურებინა სხვები. ისე ვნერვიულობდი... წვნიანს ვამზადებდი, წიწიბურას ვხარშავდი, ღომიც კი გავაკეთე. მხოლოდ თვალით მქონდა ნანახი, როგორ ამზადებდა დედა. მეუფე იობი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, თავის დასთან. წიგნის კითხვისასაც, მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ვიცოდი, მაინც ყოველთვის ვნერვიულობდი, ვწითლდებოდი. თან, შენი მოძღვარი რომ გაკვირდება, როგორ კითხულობ, სიამაყით ივსები, თავდაჯერებული ხდები. მაგრამ, ჩემი მასწავლებელი, ქალბატონი თინათინი, სულ მეუბნებოდა: ნუ იქნები, თამარ, თავდაჯერებული, შეიძლება, ბოროტი შემოგიჩნდეს და შეგეშალოს. როგორც კი გავიფიქრებდი: რა კარგად ვკითხულობ-მეთქი, მაშინვე ასო ჩამეჭრებოდა, რაღაცას ვერ წავიკითხავდი. ეს წლები იყო ჩემთვის ძალიან ბედნიერი. დღემდე ვწერ და ვკითხულობ, რომ არ დამავიწყდეს ნუსხური.
– რატომ დაანებე თავი მსახურებას?
– მერე მუშაობა დავიწყე. ხუთ ადგილას რომ მუშაობ, ფიზიკურად ვეღარ ახერხებ ეკლესიაში აქტიურად სიარულს. მერე მოდელობა დავიწყე, იყო სკანდალები და ვთქვი: მოდი, ეს რწმენა იყოს ჩემში და წლების მერე, თუ მოვა ისევ ის დრო, რომ მე გავაგრძელო მსახურება, გავაგრძელებ-მეთქი. ჩემს მამაოს უარი არ უთქვამს, პირიქით, მითხრა: თუ გინდა, იმსახურეო. თუ ვიმსახურებ, სხვანაირად უნდა ვიყო. ახლა მარხვას ვერ ვიცავ, ისეთი აქტიური აღარ ვარ. მაგრამ, ვიცი, მოვა დრო და მე კვლავ დავდგები მსახურებაზე. ძალიან თბილი მოგონებები მაქვს და არასდროს ვინანებ იმას, რაც იყო. პირიქით, ეს ყველაფერი მე ბევრ რამეში დამეხმარა და მუდმივად კარგად, ტკბილად მემახსოვრება.
– ახალ წელს სტამბულში შეხვდი და საკმაოდ დიდ ხიფათსაც გადაურჩი.
– შარშან ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი, საღამო მიმყავდა. მერე ორი ჭიქა დავლიე და მწერენ: თამუნა, რა ლამაზად გამოიყურები. თამუნა, რატომ სვამ... მერე ცეკვა დავიწყე, გადაღება დამიწყეს. კომპლექსიანი არ ვარ, მაგრამ „დავიგრუზე“ და წამოვედი სასტუმროში. დავიძინე, დაპანიკებული და „დაგრუზული“ შევხვდი ახალ წელს. ამიტომაც გადავწყვიტე, სხვა ქვეყანაში შევხვედროდი წელს. ბავშვობის ორ მეგობართან ერთად წავედი სტამბულში. წასვლამდე ერთი თვით ადრე დავჯავშნეთ კლუბ „რეინაში“ ადგილები. ახალი წლის ღამეს რესტორანში შევხვდით და შემდეგ წავედით კლუბში. დავლიეთ გოგონებმა, უბრალოდ, ღვინო და ვისკი ავურიეთ ერთმანეთში. თან, რაც ჩავედით ვსვამდით და მივხვდით, ცუდად ვიყავით. სამის წუთები იყო, გოგონებს ვუთხარი: წავიდეთ სასტუმროს ლაუნჯში და თუ ცუდად გავხდებით, ნომერში მაინც ავალთ-მეთქი. ზოგადად, არ ვსვამ და როცა დავლევ, მერე ცუდად ვხდები. ამიტომ, წამოვედით და დაახლოებით ნახევარ საათში გვირეკავს ჩემი მეგობრის დედა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს: როგორ ხართ, ხომ მშვიდობა გაქვთ, ტერაქტი მოხდაო. დილით ვრთავ ტელევიზორს და საშინელებას ვხედავ – 40 კაცია მკვდარი. თან, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ფოტო. ის იქ დარჩა, გარეთ იყო. გაიგო, როგორ დაიწყო ვიღაცამ სროლა და შიგნით შევარდა. წამებში მოხდა ყველაფერი. მანამდე კლუბში ისეთი კარგი სიტუაცია იყო. თან, ფეისკონტროლი იყო ისეთი მკაცრი. თითო ადგილი ერთი თვით ადრე რომ დავჯავშნეთ, 150 დოლარი დაგვიჯდა, ისიც მხოლოდ შამპანური შედიოდა. ისეთ ადგილზეა კლუბი, ზაფხულში იახტებიც უდგება ხოლმე. ზოგადად, ძალიან პოპულარული კლუბია და შესაბამისად, ფეისკონტროლი ძალიან მკაცრია. ბევრი უცხოელიც იყო, ძალიან კარგი დიჯეი. ახლა რომ ვაანალიზებ ყველაფერს – ცუდად რომ არ გავმხდარიყავით და ნახევარი საათით მაინც დავრჩენილიყავი, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა.  მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. ამ ყველაფრის წარმოდგენაც არ მინდა. თან, ტელევიზორში რომ ვუყურებდი, იქ ვიდექით, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა – შეიძლება, არც გადავრჩენილიყავი. წარმოდგენაც არ მინდა და მგონი, სტამბულში გადაჯდომითაც არ გავფრინდები.
– ახალი წლის ღამეს ძვირად ღირებული საჩუქარიც გამოგიზავნეს.
– რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც გამომიგზავნა. ამ ადამიანს მოვწონდი ჯერ კიდევ წლების წინ, მაშინ არც ვიყავი ცნობილი. მაგრამ ვერ აეწყო ჩვენი ურთიერთობა – გარკვეული მიზეზების გამო დავშორდით. ტრადიცია აქვს – დაბადების დღეზე, ახალ წელს სულ მიგზავნის საჩუქრებს. უბრალოდ, უცხოეთში ცხოვრობს და ვერ ჩამოდის საქართველოში. სასტუმროში დამიტოვა და მაშინვე მივხვდი, ვინც მიგზავნიდა. ეს არის ბეჭედი და ყელსაბამი ბრილიანტებით. მაშინვე ბანკის სეიფში დავდე, რომ იცოდეთ, სახლში არ მაქვს. ზაფხულში, დაბადების დღეზე მალდივების ბილეთი მაჩუქა, მაგრამ ვერ გამოვნახე დრო, რომ წავიდე. ვცვლი, ვცვლი თარიღს და შეიძლება, ჩემი დაქალები გავუშვა. თან, მარტის ბოლოს თურქეთში ოპერაციას ვიკეთებ და ვერ წავალ.
– რის ოპერაციას იკეთებ?
– ფეხებზე ვიკეთებ ოპერაციას. 16 წლის ვიყავი, უკანა სავარძელზე ვიჯექი, როცა მანქანა დაგვეჯახა. კარი შიგნით შემოვარდა, ფეხში შემერჭო და კოჭები მთლიანად გამიტყდა. მყესი გამეგლიჯა, ქუსლი კი მთლიანად დაფშვნა. მოკლედ, თავიდან ამიწყვეს. თან, ბრტყელტერფიანი ვარ და სპეციალური ბოტასებით დავდიოდი კარგა ხანს. მოკლედ, ყველაფერი გაერთიანდა და საშინლად მტკიოდა, არადა, იმ დროს ვმუშაობდი, ბევრი უნდა მევლო. ისე მტკიოდა, მახსოვს, ძალიან ბევრი გამაყუჩებელი დავლიე, ნემსები გავიკეთე და სამსახურში გული წამივიდა. მიმტანად ვმუშაობდი მაშინ. ამის გამო სამსახურიდან გამომიშვეს. მერე კი ვიმკურნალე, მაგრამ ახლაც ძალიან მიჭირს. ოპერაციაა საჭირო. ყველა თითი უნდა დამიმტვრიონ და ყველაფერი თავიდან ამიწყონ – მყესები, თითები. თან, ორივე ფეხზე, რომ გასწორდეს, კარგად გავიარო და უარესად არ გამირთულდეს.  სტამბულში ვიკეთებ, მიჯდება 15 ათას ევრომდე. სავარაუდოდ, 11 საათი გრძელდება ოპერაცია. 20 დღე უნდა ვიწვე საავადმყოფოში.
– საკუთარ ოპერაციას თავად აფინანსებ?
– კი. დღეს ყველას უჭირს. მე ღმერთმა მომცა საშუალება, მქონდეს სამსახური. ვიყიდე რაღაც და კარგად ვარ. არ შემიძლია, ვინმეს რამე ვთხოვო, თორემ, ვიცი, ყველა დამეხმარება. ამ სამი წლის განმავლობაში, ისე გადავანაწილე ყველაფერი, რომ შემიძლია, ოპერაცია გავიკეთო და ის 2 თვე, გაჩერებული რომ ვიქნები, ბებიაჩემის გადასახადები, სხვა გადასახადები, ყველაფერი, წინასწარ უზრუნველვყო. თან, ოპერაციას რეაბილიტაციაც ხომ სჭირდება. ერთი თვე თურქეთში მომიწევს წოლა, ერთი თვე – თბილისში. მთელი თვე ვერ შევძლებ სიარულს, მაგრამ მთავარია, რომ კარგად ვიქნები. ამერიკაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ოპერაცია ვარჩიე. მირჩევნია, გავიკეთო და დავისვენო, აღარ დავიტანჯო. მე თუ არ მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას, სხვა არავინ იზრუნებს ჩემზე.

скачать dle 11.3