კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატარებდა მეტყველების ლექციებს ცნობილი საბჭოთა დიქტორი იური ლევიტანი #2

ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მოსკოვში, მეტყველების ასამაღლებელ კურსებზე რომ გამგზავნეს, ლექციას ცნობილი საბჭოთა დიქტორი, იური ლევიტანი მიკითხავდა. ის უზარმაზარ აკუსტიკურ ოთახში, ფართო აუდიტორიის წინაშე ატარებდა ლექციებს და გვასწავლიდა თავის ხელოვნებას. დროდადრო კი ლიტრიანი ბოთლიდან სვამდა ყლუპებს, რომელსაც უზარმაზარი ეტიკეტი ჰქონდა მიკრული და ეწერა: „წყალი“. ჩემთან ერთად ცნობილი მსახიობი ოლეგ იანკოვსკიც გადიოდა ამ კურსს და ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ლევიტანი გაგვეშაყირებინა. ზუსტად ისეთივე ბოთლი ვიშოვე. დავაწერე: „წყალი“ და შიგნით ერთი ლიტრი ჭაჭა ჩავასხი, რომელიც თბილისიდან ბოცით მქონდა წაღებული. ლევიტანი რომ აუდიტორიაში შემოვიდა, ოლეგმა ის განზე გაიხმო, ყურადღება გაუფანტა, მე კი მისი ბოთლი მოვიპარე და ჩვენს მერხში დავმალე. ჭაჭით სავსე ბოთლი კი იქვე დავუდგი და ლექციაც დაიწყო. მე და იანკოვსკი გვერდიგვერდ ვისხედით და მოუთმენლად ველოდით იმ მომენტს, როცა ლევიტანი ბოთლს მოიყუდებდა და შეცბუნებული გადმოასხამდა პირიდან ჭაჭას. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ორმოცდახუთწუთიანი ლექციის დროს ლევიტანმა ისე გამოცალა ნახევარი ლიტრი ჭაჭა, რომ ერთიც არ დაჯღანულა. ლექცია რომ დასრულდა, ცნობილმა დიქტორმა აუდიტორიაში დარჩენა მთხოვა და პირისპირ მითხრა:
– ვიცი, რომ ჩემი ბოთლი შენ შეცვალე და აბა, ერთი ჩემი ბოთლიდან შესვიო.
მე ბოთლი მოვიყუდე და მოვსვი – წყლის მაგივრად, არაყი ყოფილა. ლევიტანს კი გაეცინა და მითხრა:
– სად ჭაჭა და სად არაყი. გეგონა, რომ ჭაჭას გადმოვასხამდი და იხალისებდით, ხომ?! ვერ მოგართვით. ჭაჭა შენზეა, – ოღონდ, არავისთან გამამხილოო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცლიტრიანი ჭაჭით სავსე ბოცა ლევიტანს ვუფეშქაშე და მისი ლექციები უფრო მჭექარე გახდა.
მოამზადა

скачать dle 11.3