ნიკა ქაცარიძის ანეკდოტები #2
პატარა მიხო სკოლაში მიიღებს ორიანს. გამწარებული სირბილით მიირბენს სახლში, გააღებს კარს და დაიძახებს:
– აბა, გამოდით! დავალება რომელმა დამიწერეთ, მე თქვენი დედა კი ვატირე, ჰა!
***
ბიჭი პირველად ხვდება გოგოს და ტელეფონზე ურეკავს:
– აბა, სად ხარ?
– შენ სად ხარ?
– აი, შენს უკან რომ „ბეემვე იქს-6“ მოდის ხედავ?
– აუუ, კიი, ვხედავ, რა მაგარია!..
– ხოდა, მაგის უკან, ავტობუსში ვზივარ.
***
ძმაკაცების საუბარი:
– ხვალ დავლიოთ?
– არა, ხვალ ემზარის კონცერტია.
– მაშინ, ზეგ დავლიოთ, არა?
– არა, ზეგ ემზარის დაბადების დღეა.
– კი მაგრამ, ვინ არის ეგ ემზარი?
– მე რა ვიცი, უბრალოდ, მაგის არყოფნის დროს, მის ცოლთან დავდივარ.
***
„ახალ ქართველთან“ შვილი მიირბენს:
– მამა, მამა, იცი, ჩემს ძმაკაცს ფილტვების ანთება აქვს.
– რაზეა, შვილო, ლაპარაკი... ხვალ შენც გექნება, თან უფრო მაგარი!
***
ბიჭმა გოგოს შესთავაზა:
– წავიდეთ ჩემს სახლში, შენ ხომ არ იქნები ჩემთან სექსის წინააღმდეგი?
– ასეთი რამ ჯერ არასდროს მომხდარა.
– როგორ, კაცთან არასდროს წოლილხარ?
– არა, წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ.
ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
ფსიქიატრი ეუბნება პაციენტს:
– გილოცავთ! ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს.
– ამას ეძახით, ექიმო, პროგრესს? ექვსი თვის წინ ნაპოლეონი ვიყავი და ახლა ვინ ვარ?!
***
– მამა, კატა მიყიდე რა.
– მერე, ის რომ კუთხეში მოისაქმებს?
– მაშინ, ვეფხვი მიყიდე.
– მერე, ჩვენ მოვისაქმებთ ხოლმე კუთხეში.
***
თუ გინდა, რომ მთელი ცხოვრება პირღია გიყურონ, უნდა გახდე სტომატოლოგი.
***
სასამართლოზე მოსამართლე ეუბნება მოწმეს:
– თქვენ უნდა ილაპარაკოთ მხოლოდ ის, რაც საკუთარი თვალით დაინახეთ. გასაგებია?
– დიახ, ბატონო მოსამართლევ.
– ძალიან კარგი. მიპასუხეთ, როდის დაიბადეთ?
– არ ვიცი, ბატონო მოსამართლევ, არ დამინახავს.
***
– აუ, ბიჭო, თბილისის მარშუტკები ისეთი გაჭედილია, თვითმკვლელმა კამიკაძემ, თავი ასვლიდან მე-4 გაჩერებაზე, ძლივს აიფეთქა.
***
– გაიგე, ახალი არაყი – „დროის მანქანა“ რომ გამოვიდა?
– ეგ როგორია?
– დალევ და ეგრევე ხვალეა.
***
გურიაში იმხელა თოვლი მოსულა გურულებს მარტო ენა უჩანდათ ზევითო.
***
– მოდი, დალევას თავი დავანებოთ.
– კარგი სადღეგრძელოა.
***
– რავა ხარ, ბიჯო?
– აუ, მაგი რა გამახსენე, სიმონ?!
***
ტიპს მოსაწევი იმდენად ევასებოდა, რომ შვილებს მარი და ხუანა დაარქვა.
***
ქატო და ფქვილი ისე გაძვირდა, ზღაპარსაც ვეღარ ამთავრებდნენ.