ბრძნული აზრები #2
საფირი: ბოდიშს ყოველთვის ის არ იხდის, ვინც დამნაშავეა. ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია.
მორუა: არ შეიცვალო მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს მოეწონო.
დეგა: დრო არ კურნავს, ის გაიძულებს, შეეგუო.
ფორდი: ცხოვრება – ეს უწყვეტი პრობლემების სერიაა. არჩევანი კი ჩვენზეა: ან ვზივართ და ვწუწუნებთ, ან ვდგებით და ვაგვარებთ მას.
ლინკოლნი: სხვისი ცხოვრების განსჯას თავი დაანებეთ. საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ და სხვისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.
ტოლსტოი: იყურე წინ – იმედით, უკან – კმაყოფილმა. მაღლა – რწმენით, დაბლა – სიფრთხილით, გვერდზე – სიყვარულით.
ჩელენტანო: სამართლიანი რომ იყო, უნდა იყო კეთილი. კეთილი რომ იყო, უნდა გააცნობიერო, რომ ყველა ადამიანი ცდება.
შოუ: ახალი წლის დღესასწაული ვაჭრებმა მოიფიქრეს დიდი შემოსავლის მისაღებად.
გოეთე: არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
დევენანტი: გიყვარდეს მოყვასი, რაოდენ შორს არ უნდა იყოს ის და ნახავ, როგორ შემცირდება მანძილი.
რუსო: სანამ მტერს შეიყვარებთ, მანამდე ეცადეთ, ოდნავ მაინც უკეთესად მოექცეთ მოყვასს.
ბრეხტი: მოსაწყენია სპექტაკლი, როდესაც სცენაზე ადამიანებს კი არა მსახიობებს ხედავ.
ჩაპლინი: კომიკოსს ორი საშიშროება ჩაუსაფრდება ხოლმე: ან მაყურებელი აღიქვამს მას ძალიან სერიოზულად, ან თვითონ – საკუთარ თავს.
დემოკრიტე: ჩვენი ნამდვილი გრძნობების დამალვა გაცილებით ძნელია, ვიდრე არარსებულის გამოსახვა.
სენეკა: გაცილებით იოლია შეცდომების პოვნა, ვიდრე ჭეშმარიტების. შეცდომები ზედაპირზე არიან და მას უცბადვე შენიშნავთ. ჭეშმარიტება კი სიღრმეშია ჩამალული და მისი აღმოჩენა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ.
ჰიუგო: რა არის ქალებთან ჩემი წარმატების მიზეზი? მოსამსახურეებს ისე ვექცევი, როგორც ქალბატონებს, ქალბატონებს კი – ისე, როგორც მოსამსახურეებს.
ბოუვი: ღვთის შემდეგ, უპირველესად, ქალების მადლიერი უნდა ვიყოთ. თავდაპირველად – ისინი სიცოცხლეს გვჩუქნიან, შემდეგ კი ამ სიცოცხლეს აზრს აძლევენ.