კითხვა-პასუხი #2
კითხვა: მითხრეს, რომ სუნამო უნდა ვიპკურო ისეთ ადგილებში, სადაც მაჯისცემა იგრძნობა. ეს რა ეფექტს იძლევა, იქნებ ამიხსნათ?
პასუხი: დიახ, სუნამო უნდა იპკუროთ ისეთ ადგილას, სადაც პულსაცია იგრძნობა, რადგან ასეთ ადგილებში, მაგალითად: მაჯაზე ან ყურსუკან, სუნამოს სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.
კითხვა: კაკაოს ცხიმი სტრიების გაქრობაში დამეხმარება?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი კრემი და ლოსიონია, რომლებიც სტრიების გაქრობას თუ არა, მინიმუმამდე შემცირებას მაინც გვპირდება, ეს შეუძლებელია. თუმცა, სტრიების პრევენციისთვის კაკაოს ცხიმი და მასზე დამზადებული ტანის მოვლის საშუალებები, მართლაც, ძალიან კარგია და ეფექტური.
კითხვა: ვარ 25 წლის. როგორ დავაღწიო თავი პირველ ნაოჭებს და რომელი კრემი დამეხმარება ამაში?
პასუხი: წლებთან ერთად, კანი ელასტიკურობას კარგავს. პირველი ნაოჭები, საშუალოდ, ოცი წლის ასაკიდან ჩნდება. ასეთ დროს კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს, რადგან მასში ჰიალურონის მჟავის დონე მცირეა. სწორედ ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი ტენის შეგროვებასა და შენარჩუნებაზე. ამიტომ, საჭიროა, ჰიალურონის მჟავის ან ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF – Natural Moisturizing Factor) შემცველი კრემის გამოყენება. კრემი, რა თქმა უნდა, კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. თვალის გარშემო კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვათ, რომ კანმა კარგად შეიწოვოს და არ შეშუპდეს. კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ასევე, ბიორევიტალიზაციას ანუ ჰიალურონის მჟავის შეყვანას კანში ინიექციური გზით.