კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმის განტვირთვის 2-დღიანი დიეტა #2

თუ სადღესასწაულო სუფრასთან ბევრი ჭამა მოგიწიათ და შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამებიც აკრიფეთ, მაშინ, აუცილებელია, კვირაში ორჯერ მოიწყოთ ორგანიზმის განტვირთვის დღე. დიეტას ახასიათებს დაბალკალორიულობა, მაგრამ ცილებისა და ვიტამინების საკმარისი რაოდენობა. ამიტომ, როგორც განტვირთვის დღე, კვირაში 2-ჯერ ტარდება.
 პირველი დღე
საუზმე: ნახევარი ჭიქა უშაქრო ხილის წვენი, 1 კვერცხი და ყველის პატარა ნაჭერი, მოხარშული ხორცის პატარა ნაჭერი, 50 გრამი პური, უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: ხილის სალათა, მოხარშული თევზი ან ქათმის ფილე, 1 ჭიქა მაწონი.
ძილის წინ, დალიეთ თბილი ლიმონიანი ჩაი ან 1 ჭიქა თბილი რძე.
მთელი დღის განმავლობაში, 2 ლიტრი, გაზგასული მინერალური წყალი.

მეორე დღე
საუზმე: ბოსტნეულის სალათა, მდნარი ყველი ან ერთი კვერცხი, პატარა პურის ნაჭერი, არატკბილი ხილი - შეუზღუდავად. ერთი ჭიქა ჩაი ან მაწონი.
სადილი: ხილის ან ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით. ხორცის ან თევზის კერძი გარნირის გარეშე. სხვადასხვა ხილი, ოღონდ ტკბილი არა. დასაშვებია ვეგეტერიანული სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძე ან ნებისმიერი სხვა რძის ნაწარმი, მაგალითად, მაწონი ან კეფირი.
მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ გაზგასული მინერალური წყალი.

скачать dle 11.3