კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ დაასახელა სტალინი კაცობრიობის ყველაზე სასარგებლო მმართველად #2

უდავო ფაქტია, რომ თავის კოლეგა მმართველებს შორის, სტალინი ყველაზე ინფორმირებული იყო. თუმცა, ნაკლებად ცნობილია, რომ, სანამ სტალინი ჯერ კიდევ რევოლუციონერი „კობა“ გახლდათ, მაშინაც საკმაოდ კარგად ორგანიზებული სადაზვერვო სამსახური ჰყავდა. ისეთ ინფორმაციებს ფლობდა, რაზეც მეფის უშიშროების სამსახური „ოხრანკა,“ მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობდა... ისტორიკოსი ანტონ პავლოვი წერს: „სტალინი მიიჩნევდა, რომ მნიშვნელოვანი არა მარტო ინფორმაციის მოპოვება იყო, არამედ მისი სწორად რეალიზების ცოდნაც. ანუ, ინფორმაცია მაშინაა რეალიზებული, როცა „ათიანში მოხვდებაო.“ სწორედ სტალინმა იცოდა „ათიანში მორტყმა“ და ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა. საგულისხმო ფაქტია, რომ, როდესაც 1951 წლის ოქტომბერში, უინსტონ ჩერჩილი მეორედ გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თავის ერთ-ერთ პირველ საპროგრამო გამოსვლაში, საბჭოთა კავშირსა და სტალინს ბრალი დასდო, მთელ რიგ ქვეყნებში „ენკავედეს“ მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებებსა თუ გადატრიალებების მცდელობაში. საბჭოეთი, დიდი ბრიტანეთის სასიცოცხლო ინტერესების წინაამდეგ მოქმედებს. ამისთვის კი ყოველგვარ აკრძალულ ხერხებს იყენებსო, – ამბობდა ჩერჩილი. როდესაც სტალინს ჩერჩილის სიტყვის სტენოგრამა მიუტანეს, საბჭოთა ბელადმა ის გულდასმით წაიკითხა. შემდეგ სტენოგრაფისტი იხმო და წერილის ტექსტი უკარნახა, რომელიც ჩერჩილისთვის უნდა გაეგზავნათ. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი რომ ჩერჩილისთვის გასაგზავნ ტექსტს კარნახობდა, მის კაბინეტში ვიმყოფებოდი და ყურადღებით ვისმენდი. ჩაწერილი ტექსტი სტალინმა ყურადღებით გადაიკითხა და დასაბეჭდად გაუგზავნა მემანქანეს. შემდეგ გენერალი იური გორელოვი იხმო და უთხრა:
– ოსვალდ რეინერის საქმე გახსოვს?
– რასპუტინის მკვლელობა? – ჩაეცინა გორელოვს, – რა თქმა უნდა.
– ჰოდა, ხორცი შეასხი. ყველაფერი დასაბუთებულად წარმომიდგინე ინგლისურ ენაზე, რომ ჩერჩილს გავუგზავნო და ენა პირში ჩავაგდებინო.
გენერალი გორელოვი ჯერ კიდევ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე, რევოლუციონერ „კობას“ (სტალინის) მიერ შექმნილ იატაკქვეშა-სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი იყო და სტალინს მნიშვნელოვანი ინფორმაციებით ამარაგებდა. გორელოვი თავად ფელიქს იუსუპოვის ერთ-ერთი მოსამსახურე იყო. ეს კი ის იუსუპოვი გახლდათ, რომლის სასახლეშიც გრიგორი რასპუტინი მოკლეს შეთქმულებმა 1916 წლის 17 დეკემბერს, ღამით. კობამ უკვე მეორე დღესვე დაწვრილებით იცოდა გორელოვისგან ის, რომ შეთქმულებაში ბრიტანეთის დაზვერვის „მი 6-ის” ოფიცერი, ოსვალდ რეინერი მონაწილეობდა და რასპუტინი იმიტომ მოკლეს ბრიტანელებმა, რომ მას თავისი გავლენა არ გამოეყენებინა იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან და გერმანიასთან სეპარატულ ზავზე არ დაეთანხმებინა. მაშინ, იმ შორეულ 1916 წელს, სტალინმა ეს ინფორმაცია დააკონსერვებინა გორელოვს, თანაც უთხრა: მოვა დრო და ამას ბრიტანელების წინააღმდეგ გამოვიყენებთო...
ჩერჩილს სტალინმა იმისი უტყუარი დასაბუთება გაუგზავნა, თუ როგორ ერეოდა ბრიტანეთის იმპერიის სადაზვერვო სამსახური სხვა ქვეყნების საქმეეში. ბოლოს კი წერილს მიაწერა: „ღრმად პატივცემულო პრემიერო, უნდა გაგიმხილოთ ის, რაშიც ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, არცთუ ისე რთული ანალიტიკური ექსკურსის შემდეგ, რაც თქვენისთანა გონიერი ადამიანისთვის ძნელი არ იქნება. „მი 6-ის“ მიერ ორგანიზებული და შესრულებული გრიგორი რასპუტინის მკვლელობა რევოლუციის პირველი გასროლა იყო. იმ რევოლუციისა, რომელმაც ძალაუფლება ჩვენ – ბოლშევიკებს მოგვიტანა და ამაში თავისი წვლილი თქვენმა დაზვერვამაც შეიტანა უნებლიეთ, უნდა გაგაწბილოთ და გაცნობოთ, რომ ჩვენი დაზვერვა, მსგავსად „მი 6-ისა“ არასდროს მოქმედებს და თქვენი დასკვნები ამის თაობაზე, მცდარია. პატივისცემით, სტალინი“.
როგორც მოგვიანებით გადმოგვცეს ჩვენმა სანდო ბრიტანულმა წყაროებმა, სტალინის წერილი და რასპუტინის მკვლელობაში „მი 6-ის“ მხილება რომ მიიღო, ბრიტანელი პრემიერი ისე საშინლად განრისხებულა, რომ სულ კრეტინები უძახებია უშიშროების სამსახურისთვის და ერთი ბოთლი ვისკიც გამოუცლია...
სტალინს კაბინეტში კი, როდესაც მას (სტალინს) ჩერჩილთან გასაგზავნი წერილის საბოლოო ვარიანტი მოუტანეს, ვკითხე:
– ნუთუ მართლა ფიქრობ, რასპუტინს რომ ეცოცხლა, ის ჩვენი რევოლუციის შეფერხებას შეძლებდა, თუ ეს ფრაზა ჩერჩილის გასამწარებლად მოიგონე?
– ვინ იცის, ვინ იცის... – ორაზროვნად თქვა სტალინმა, – გადაუჭარბებლად გეტყვი, რომ გრიგორი რასპუტინს მართლაც ჰქონდა წინასწარჭვრეტის უნარი და ძლიერი ენერგეტიკა გააჩნდა.
– შენ ეს საიდან იცი, კობა?
– პირადად მისგან მოვისმინე.
– ვისგან, რასპუტინისგან?
– სწორედ მისგან, – გაეღიმა სტალინს, – მომისმინე და მოგიყვები.
– გისმენ, – ვთქვი და სტალინს მივაჩერდი.
–  1914 წელს, აგვისტოს დასაწყისში, ციმბირში, ტიუმენში ჩავაკითხე ფელიქსს (ძერჟინსკის), რომელიც გადასახლებაში იმყოფებოდა. ჭლექით დაავადდა და საავადმყოფოში იყო. ძერჟინსკის პირდაპირ საავადმყოფოში მივაკითხე, თუმცა პალატა შემეშალა და რასპუტინის პალატაში ამოვყავი თავი. რასპუტინი იქ მუცლის ჭრილობით იწვა, რადგან მას სოფელ პოკროვსკში, ვინმე სონია გუსევა დაესხა თავს და დანა გაუყარა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ავადმყოფი ვერ ვიცანი, რადგან კარგადაც არ დავკვირვებივარ და რადგან ფელიქსს არ ჰგავდა, უკან გამოსვლა დავაპირე. მან კი მიხმო. წყლის მიწოდება მთხოვა და რომ დალია, თვალები მომაშტერა, ერთხანს მიყურა და ბოლოს მითხრა:
– მე ბერი გრიგორი ვარ. ჩემი მოკვლა გინდოდათ, მაგრამ ჯერ ადრეა. აი, შენ კი ქვეყნის მმართველი გახდები, შუბლზე გაწერია და ეს ბზის ჯვარი გამომართვიო...
რასპუტინმა პატარა ჯვარი მხარზე დამადო და ხმა აღარ ამოუღია. მე პალატიდან გავედი...
სტალინმა უჯრიდან ბზის ჯვარი ამოიღო, მაჩვენა და მითხრა, – აი, ეს ჯვარი მაჩუქა რასპუტინმა...“
მოლოტოვის ეს ჩანაწერები „კაგებემ“ 1986 წლის 8 ნოემბერს წაიღო მისი სახლიდან, როცა ის გარდაიცვალა და უშიშროების არქივში შეინახა. მათი ნაწილობრივი განსაიდუმლოება კი 2013 წელს მოხდა...
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი და ჩერჩილი სხვადასხვა იდეოლოგიური სამყაროს მმართველები და ერთმანეთის შეურიგებელი მტრები იყვნენ, ბრიტანელი პრემიერი დიდ პატივს სცემდა საბჭოთა ბელადს. 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს, 79 წლის ჩერჩილმა თავისი რეზიდენციიდან საბჭოთა კავშირის საელჩომდე ფეხით იარა და ხსოვნის წიგნში ჩაწერა: „პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მსოფლიო ისტორიის უდიდესი ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვისი ძალისხმევითაც დედამიწამ წონასწორობა შეინარჩუნა. ჩერჩილი“.
ასეთ სიტყვებს რომ შენზე შენი მოწინააღმდეგე დაწერს, ალბათ, ამაზე დიდი და სწორი შეფასება არ არსებობს. მავანთ, არაკომპეტენტურთ და უბრალოდ, გაუთვითცნობიერებელთ, სტალინისა და სტალინის პერიოდის წარმოჩინება იმ შავ-ბნელ მითად სურთ, სადაც დაბრუნება, ჯოჯოხეთში დაბრუნების ტოლფასია თითქოს... თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, გამოჩნდნენ მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის ისეთი მკვლევრები, რომლებიც მხოლოდ ფაქტებზე, უცილობელ ფაქტებზე დაყრდნობით ახორციელებენ თავიანთ სამუშაოს და 2015 წელს, ორგანიზაცია „პოლიტიკა და ისტორიის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სტალინი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სასარგებლო მმართველად იქნა დასახელებული“.

скачать dle 11.3