როგორ დავეხმაროთ დღესასწაულების შემდეგ გადაღლილ კუჭ-ნაწლავს #2
მწვანე ვაშლი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ის გამოგადგებათ არა მხოლოდ სწრაფი ეფექტის მისაღწევად, როცა დღესასწაულების შემდეგ კუჭ-ნაწლავის სისტემა დამძიმებული გაქვთ, არამედ ზოგადად, ამ სისტემის სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ. კერძოდ, სამკურნალოდ გამოიყენეთ მწვანე ვაშლის კანი. დაჭერით ის წვრილად და ჭამეთ შეუზღუდავი რაოდენობით. პირველი თვის განმავლობაში, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, ჭამოთ ის ყოველდღე, მაგრამ არა ღამით. შემდეგ თვეში კი შეგიძლიათ, შეამციროთ დოზა და მიირთვათ კვირაში სამჯერ, საუზმემდე. მანამდე კი აუცილებლად უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, რასაკვირველია, უზმოზე. კარგი იქნება, თუ უზმოზე ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთსაც მიიღებთ. თქვენ ეფექტს მალევე შეამჩნევთ, მაგრამ თუ გსურთ, შედეგი მართლაც მნიშვნელოვანი იყოს, მაშინ გააგრძელეთ მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში. ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ, მიიღოთ ერთი ან ორი სუფრის კოვზი თაფლი, რომელიც თბილ წყალში იქნება გახსნილი, ასევე შეგიძლიათ ახალი ჩაის მიღებაც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არც ჩაი და არც წყალი არ უნდა იყოს ცხელი, მხოლოდ თბილი. კუჭ-ნაწლავის სისტემის მოსაწესრიგებლად ძალიან კარგი საშუალებაა კომბოსტოს წვენი. ის უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. გარდა ამისა, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭინჭრის, კრაზანის ან გვირილის ყვავილების ნაყენი. ასევე, ერთი ჩაის კოვზ ვალერიანს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ ერთი-ორი წუთის განმავლობაში. დალიეთ 50-100 მილილიტრი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ჩაიტარეთ კურსი ერთი თვის განმავლობაში. ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული დისკომფორტის, გასტრიტისა და გულძმარვის ეფექტური მკურნალობისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა არყის ქერქი. წვრილად დაჭრილ ორ სუფრის კოვზ ქერქს დაასხით ერთი ლიტრი ცხელი წყალი, ხარშეთ 60 გრადუსზე ორი-სამი საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით ჭამამდე. თხუთმეტი წუთის შემდეგ კი, დააყოლეთ ერთი ჩაის კოვზი მდნარი კარაქი. კუჭის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად არაჩვეულებრივი ხელშემწყობი საშუალებაა ქაცვის ზეთი, ათი გრამის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მას აქვს ანთებისა და სპაზმის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას, კუჭის წყლულის ეფექტურ მკურნალობას და ასე შემდეგ. მიიღეთ პიტნის ფოთლები, სელის თესლი, კამის ნაყოფი, ცაცხვის ყვავილი, თითოეული მათგანი დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. დაასხით მას (ერთ-ერთ მცენარეს, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია) ადუღებული წყალი და მიიღეთ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან შემდეგ ერთი ჭიქის ოდენობით.
ფორთოხლის სასარგებლო თვისებები
ფორთოხალი სასარგებლოა ჰიპერტენზიასთან, ათეროსკლეროზთან, სიმსუქნესთან და ღვიძლის დაავადებებთან საბრძოლველად. თუ ცხიმიანი საკვების მიღებას აპირებთ, მაშინ ცოტა ადრე შეჭამეთ რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი. ის გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით ეს ეხებათ ხანდაზმულ ადამიანებს. გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს და მნიშვნელოვნად შეამცირებს, გულის შეტევის რისკს. ხალხურ მედიცინაში ფორთოხალი გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ის კლავს ზოგიერთი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ასევე, ფორთოხლის წვენს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, რაც აქტიურად გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ფორთოხლის ზეთი – შესანიშნავი საშუალებაა პირის ღრუს სხვადასხვა ინფექციის დასამარცხებლად.
გასტრიტისა და ღვიძლის ჩივილების დროს გამოყენეთ შემდეგი ნარევი – თანაბარი ოდენობით გახეხილი ფორთოხლის კანი, გატარებული ვალერიანის ფესვები, პიტნის ფოთლები – ყველაფერი ერთად ორი სუფრის კოვზი. დაასხით მას ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავი და დააყოვნეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ორასი გრამი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. ნაღვლის დაავადებების დროს, კარგია ფორთოხლისა და ლიმონის წვენების ნარევი. უკეთესი იქნება, თუ მას თაფლს დაუმატებთ. მწვავე ბრონქიტის დროს, ჩაიტარეთ ფორთოხლის ინჰალაცია. ფორთხლის გახეხილ კანს დაახსით ცხელი წყალი და ისუნთქეთ ორთქლი თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ფორთოხალი აჩქარებს შეხორცების პროცესს. ფორთოხალი ეხმარება გულის აჩქარების შემსუბუქებაში. მისი წვენი ამცირებს ეპილეფსიური შეტევების სიხშირეს.
მკურნალობა დაფნის ფოთლებით
ხალხურ მედიცინაში ბევრი მნიშვნელოვანი რეცეპტი მოიპოვება.
დიაბეტის დროს: აიღეთ ათი ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით სამი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათის განმავლობაში. შემდეგ, მიღებული ნაყენი მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში. შემდეგი ორი კვირა კი შეისვენეთ. შედეგად, შაქრის დონე ნორმას დაუბრუნდება.
თირკმლის უკმარისობის დროს: აიღეთ 4-5 ცალი დაფნის ფოთოლი. დაასხით 2 ჭიქა წყალი. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე. გააჩერეთ ორი საათი და შემდეგ, მიიღეთ დღეში ორჯერ.
ფსორიაზის დროს: დაფნის ათ დიდ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 2 საათის განმავლობაში. სასმელი მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით, ჭამამდე ოცი წუთით ადრე, დღეში სამჯერ.
ყურიდან გამონადენის დროს: 2 სუფრის კოვზ დაფნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 1-2 საათის განმავლობაში. ბამბის ტამპონის მეშვეობით გამოისუფთავეთ ყური დღეში სამჯერ ან ერთხელ ღამით. ყურის დამუშავების შემდეგ, დაიცავით ის ისევ ბამბის ტამპონით.
კანის სოკოვანი დაზიანებების დროს: წინა შემთხვევაში მომზადებულ ნაყენში დაალბეთ კომპრესები და მოათავსეთ ის კანის დაზიანებულ ადგილებზე. ამ ნაყენის ორთქლით ინჰალაცია კი ეფექტურია ტრაქეის დაავადებების, ბრონქებისა და ტუბერკულოზის შემთხვევებში.
ყელის კიბოს დროს: აიღეთ 1 ჭიქა დაფქული დაფნის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და შეინახეთ ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ, ეს რეცეპტი პერიოდულად, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოთ.
ჰაიმორიტის დროს: დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ცეცხლზე და გააჩერეთ ხუთი წუთი. მომდევნო ხუთი წუთი კი მისი ორთქლით გაიკეთეთ ინჰალაცია. თვალები დაიფარეთ პირსახოცით. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიმეორეთ პროცედურა.
სახსრების დაავადებების, კრუნჩხვების, დამბლის, ნაწოლების დროს: 30 გრამ დაფნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 გრამი სელის (შესაძლებელია მზესუმზირის) ზეთი, შეინახეთ სითბოში 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ კი რამდენიმე წვეთი დაამატეთ თქვენს საკვებს და მიიღეთ ასეთი სახით ყოველდღე.
ახალგაზრდობის რეცეპტები
1) პრეპარატის შემადგენლობა მოიცავს ნიორსა და სპირტს. ნივრის ნაყენი ასუფთავებს ორგანიზმს ალკოჰოლისა და ჭარბი ცხიმისგან. ამასთან, შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ გულის შეტევა, გაფანტული სკლეროზი, სტენოკარდია, სიმსივნის გაჩენა და განვითარება. ის მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ მხედველობას. რადგან ნიორი ძალიან აქტიური ნივთიერებაა, კურსის გამეორება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეიძლება.
აიღეთ 350-400 გრამი ახალი (ინახება არაუმეტეს 3-4 თვე) დიდი, ჯანსაღი ნიორი, დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ხის, ფაიფურის ან მინის ჭურჭელში. მისგან მიიღებთ დაახლოებით 200 გრამი წვენს და გადაიტანეთ მუქი შუშის ჭურჭელში. დაამატეთ 200 მილილიტრი სუფთა, 96-პროცენტიანი ეთანოლი. მიღებულ ნარევს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 13 დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, ის უკვე მზადაა. შეგიძლიათ, რამდენიმე წვეთი შეურიოთ მეოთხედ ჭიქა რძეში და ისე მიიღოთ. საუკეთესო შემთხვევაში, გამოიყენეთ თხის რძე, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა ძროხის რძეც. მთავარია, პროდუქტი იყოს ნატურალური. ამ ნაყენს „ახალგაზრდობის ელექსირს“ უწოდებენ და მისი მიღება მკაცრ განრიგს მოითხოვს:
დღე 1: საუზმე – 2 წვეთი, სადილი – 2 წვეთი, ვახშამი – 3 წვეთი.
დღე 2: საუზმე – 4 წვეთი, სადილი – 5 წვეთი, ვახშამი – 6 წვეთი.
დღე 3: საუზმე – 7 წვეთი, სადილი – 8 წვეთი, ვახშამი – 9 წვეთი.
დღე 4: საუზმე – 10 წვეთი, სადილი – 11 წვეთი, ვახშამი – 12 წვეთი.
დღე 5: საუზმე – 13 წვეთი, სადილი – 14 წვეთი, ვახშამი – 15 წვეთი.
დღე 6: საუზმე – 15 წვეთი, ვახშამი - 14 წვეთი, ვახშამი - 13 წვეთი.
დღე 7: საუზმე – 12 წვეთი, სადილი – 11 წვეთი, ვახშამი – 10 წვეთი.
დღე 8. საუზმე – 9 წვეთი, სადილი – 8 წვეთი, ვახშამი – 7 წვეთი.
დღე 9: საუზმე – 6 წვეთი, სადილი – 5 წვეთი, ვახშამი – 4 წვეთი.
დღე 10: საუზმე – 3 წვეთი, სადილი – 2 წვეთი, ვახშამი – 1 წვეთი.
რაოდენობის ზუსტად დასაცავად გამოყენეთ პიპეტი. თუ დისკომფორტს გიქმნით ნივრის სუნი, მისი მიღების შემდეგ ჩაღეჭეთ ოხრახუში და ეს სუნს გაგიქრობთ. უკუჩვენებები: არ შეიძლება მისი გამოყენება მათთვის, ვისაც ეპილეფსია აქვს, ნუ გამოიყენებთ, თუ კუჭის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მწვავე ფორმები აღგენიშნებათ. ასევე, არ შეიძლება ეს ნაყენი გამოიყენონ ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა და ბავშვებმა.
2) ამ ტიბეტური, გამაახალგაზრდავებელი რეცეპტის საფუძველს მწვანილი წარმოადგენს. ის ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავების ეფექტური საშუალებაა. აქვს შარდმდენი ეფექტი, ასუფთავებს სისხლს, არის კარგი ანთების საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული საშუალება, აჩერებს თავბრუხვევას, აქრობს თავის ტკივილს, აუმჯობესებს მხედველობას, არბილებს კანს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასევე, კარგი საშუალებაა ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზისა და ინფარქტის პრევენციისთვის.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ოთხი სახის მწვანილი: უკვდავა, გვირილა, კრაზანა და არყის კვირტი – იყიდება აფთიაქებში, როგორც წესი, ასგრამიანი შეფუთვით. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის კონტეინერში, რომელსაც თავი ეხურება. ერთ სუფრის კოვზ მცენარეებს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი, შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ ჩაის ნაცვლად საღამოს, ბოლო კვებიდან არაუადრეს ერთი საათისა. საუკეთესოა, თუ ამას ღამით გააკეთებთ და დილით არაფერს შეჭამთ. ან მიიღეთ ის დილით უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. სრული კურსი მოიცავს სამ თვეს. ყოველი თვის შემდეგ, შეგიძლიათ, ერთკვირიანი შესვენება გააკეთოთ და განმეორებით კურსს ხუთი წლის შემდეგ მიმართოთ. არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. წინა რეცეპტის მსგავსად, არ მიიღონ ის მეძუძურმა და ორსულმა ქალებმა. ხოლო, ვინც მას მიიღებს, ჯანმრთელობას და სილამაზეს მრავალი წელი შეინარჩუნებს.