კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო ლანა ღოღობერიძემ „როცა აყვავდა ნუშის“ გადაღებისას და ვისთვის გახდა საშიში ეს ფილმი #2

„სიცოცხლე არ არის ის, რაც იცხოვრე, არამედ ის, რაც გახსენდება და როგორც გახსენდება, – ამბობს გაბრიელ გარსია მარკესი და მეც, გადავწყვიტე, გავანდო ფურცელს ის, რაც მაგონდება და როგორც მაგონდება.“
 რთულია ორი სამი წინადადებით დაახასიათო ადამიანი, რომელიც ცოცხალი მატეანეა. მან ცხოვრებისგან ბევრი კარგი გაკვეთილი მიიღო. იცის იმაზე მეტი, რაც უნდა იცოდეს ჩვეულებრივმა მოკვდავმა. მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრება ისეთ ცოცხალ პროფესიას ემსახურები, რომელიც სრულიად გამჭვირვალედ დაგანახვებს გარემოებებს, ადამიანის ხასიათს, ურთიერთობებს, მიდგომებს, სოციალურ მდგომარეობას... ის ერთ-ერთი ქართველი რეჟისორი ქალია, ვინც რეალობა მხატვრულად ასახა თავის წიგნებში და ეკრანზე. ჩვენ დღეს ლანა ღოღობერიძეზე ვსაუბრობთ, ჩვენი ეპოქის ამ უაღესად საინტერესო ადამიანზე, რომელსაც ბევრი მოგონება შემორჩენია. მისი დღიურებიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ.  
 
„როცა აყვავდა ნუში“
„ძალიან სახალისო იყო ამ გოგო-ბიჭების შერჩევა. ვფიქრობ, შედგა მშვენიერი გუნდი: გოგა ფიფია, თინა ვარდანაშვილი, ეკა მაღალაშვილი და ამ გუნდის ცენტრში – 16 წლის ზურა ყიფშიძე, ნამდვილი აღმოჩენა ჩემთვის.  ლამაზი, ენერგიული, ნერვიული. ის უკვე მაშინ დასრულებული მსახიობი იყო და ზუსტად გამოხატავდა თავისი თაობის არსს. მაინც, ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება, რომელიც ფილმიდან გამომყვა, სესილია თაყაიშვილთანაა დაკავშირებული. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე სურათის გადაღებისას მომიხდა მუშაობა ამ უნიკალურ მსახიობთან. მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, უბრალოდ, მიხაროდა, დღეს კი, ნამდვილად მიკვირს, რომ სესილია თანხმდებოდა ეთამაშა ჩემს ფილმებში მეორე და მესამე კი არა, მეათეხარისხოვანი როლები... როგორ იჯდა კადრში, მკაცრი და გარინდებული, როგორ შეკრთა მთელი არსებით, როცა გაიგონა ნაბიჯების ხმა ადამიანებისა, რომელთაც მისი ლექსოს კუბო მოჰქონდათ. შეკრთა ისე, რომ მე შემეშინდა, გული  არ წაუვიდეს-მეთქი. ვფიქრობ, რომ სესილია თაყაიშვილისა და დოდო აბაშიძის დუეტი – სცენა ლექსოს პანაშვიდის წინ – უმაღლესი მსახიობური კლასის ნიმუშია... ფილმს, ჯერ კიდევ გადაღების პროცესში, დიდი დაბრკოლებები შეხვდა. ერთი თვის გადაღების მერე, ის დახურეს რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით, მათგან ერთი იყო – სპორტის სახეობის შეცვლა. დღეს ძნელია ამის გაგება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ გავლენიან ადამიანებს იმდენი რამ შეეძლოთ, რომ ერთმა ასეთმა, სხვათა შორის, უაღრესად საინტერესო და ძლიერმა პიროვნებამ, ნიკოს სახეში საკუთარი თავი დაინახა (მისი თვალსაზრისით, მსგავსებას ისიც ამაგრებდა, რომ მისი შვილიც მოთხილამურე იყო) და ფილმის წინააღმდეგ „ცეკას” კულტურის განყოფილება დარაზმა... დათმობებზე წასვლა გარდაუვალი იყო და მეც იძულებული გავხდი, მიმეღო მტკივნეული გადაწყვეტილება და ჩემთვის ისეთი ნაცნობი და მშობლიური სპორტი – თხილამურები შემეცვალა!.. (ველოსპორტით – ავტორი) ჩვენი ცენზურის პარადოქსულობა კი ის გახლდათ, რომ სპორტის სახეობის შეცვლით, ფილმი, როგორც ჩანს, ნაკლებად ანტისაბჭოთა გახდა... საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ ალმა-ატას საკავშირო ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც დაჯილდოვდა პრიზით – საუკეთესო რეჟისურისთვის... 

ქურდი მეგობრები – შალმან!
ლადო (ქმარი, ლადო ალექსი-მესხიშვილი – ავტორი), რომელსაც ძალიან უყვარდა ჩემი მეგობრები და, ამავე დროს, აღიზიანებდა ჩვენი მუდმივად ერთად ყოფნა, ჩვენს სამეგობროს, იქამდე ყველასთვის გაუგებარი სახელი – შალმანი დაარქვა, რაც, როგორც თვითონ აგვიხსნა, ქურდულ ჟარგონზე რაღაცას, ქურდული მალინისა თუ ბანდის მსგავსს ნიშნავს. შალმან! – დაიძახებდა ლადო აღტაცებით, როცა ერთად შეკრებილებს დაგვინახავდა, სიცილით იგუდებოდა და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ იმეორებდა: შალმანი, ანუ ერთობა, სადაც დაბლები იქცევიან მაღლებად (ეს მინიშნება ცხადია, მე მეკუთვნოდა) უშნოები – ლამაზებად, უნიჭოები – ნიჭიერებად, ბოროტები – კეთილებად და ღმერთმა დაგიფაროთ, ეჭვი შეიტანოთ ამ თვისებებში, ისეთი რისხვა დაგატყდებათ თავს! ჩვენც ვიცინოდით ლადოსთან ერთად და თანდათან ისე შევეჩვიეთ ამ სახელს, რომ ჩვენს გუნდს მხოლოდ შალმანად მოვიხსენიებდით.
 მილიონერი ფაშისტი 
ჩვენი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საოცნებო ქვეყანა ბრაზილია და განსაკუთრებით, მისი მთავარი ქალაქი – რიო-დე-ჟანერიო იყო... და აი, ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩვენი სიყრმის ოცნების ქალაქში მიმიწვიეს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად... ჟიურის თავჯდომარეობდა განთქმული გერმანელი მსახიობი – კლაუს მარია ბრანდაუერი. მუშაობა, როგორც ყოველთვის, საინტერესო და დაძაბული იყო. კონკურსგარეშე აჩვენეს ჩემი „ორომტრიალი“ და აქაც, როგორც ყოველთვის, ამაღელვებელი აღმოჩნდა კიდევ ერთი, სულ უცხო მაყურებლის მიერ სურათის აღქმა. ფილმის დასრულების მერე ფესტივალის დირექტორმა წარმომიდგინა ერთი საშუალო ასაკის, თავმოტვლეპილი კაცი, როგორც კინოს აფიციონადო, რომელმაც მაშინვე ძალიან დაინტერესებული საუბარი გამიბა სურათის შესახებ... და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა გავიგე, რომ  კინოს ეს მოყვარული, ცნობილი პლასტიკური ქირურგი და ბრაზილიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამინი ყოფილა! მისი კინოსადმი სიყვარული კი,  დამატებით იმით გამოიხატა, რომ შაბათ-კვირას ჟიური, მთელი შემადგენლობით, საკუთარ კუნძულზე მიგვიწვია. ეს მოგზაურობა საოცარი აღმოჩნდა. დილით ჩვენი მასპინძელი აეროდრომზე გველოდებოდა, რა თქმა უნდა, საკუთარი თვითმფრინავით... რიო-დე-ჟანეიროდან სულ სხვადასხვაგვარი მოგონებით დატვირთული ჩამოვედი და ყველაზე მძაფრი მათ შორის, იმ ქირურგთან შეხვედრა იყო. სულ ცოტა ხნის მერე კი, ერთ ფრანგულ ჟურნალში უეცრად წავიკითხე: ეძებდნენ ფაშისტს, მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეს, რომელმაც მოახერხა გაქცევა და დიდი ფულის გატაცება. მერე გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და თვითონაც პლასტიკური ქირურგი გახდა, რითაც კიდევ უფრო გამდიდრდა. არის ეჭვი, რომ ის მდიდარი და სახეშეცვლილი ამჟამად ბრაზილიას აფარებს თავს. ამ ცნობამ ნამდვილად თავზარი დამცა! თვალწინ დამიდგა ჩვენი მასპინძელი და გამიჩნდა საშინელი ეჭვი, რომ ასეთი უცნაურად გადაგლესილი სახე მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შედეგი შეიძლებოდა, ყოფილიყო. მას მერე ბევრი წელი გავიდა, მაგრამ აღარსად შემხვედრია ცნობა ბრაზილიაში გადახვეწილი ომის დამნაშავის შესახებ. ამიტომ, დღემდე არ ვიცი, რა ფერით – შავით თუ თეთრით უნდა იყოს შეფერილი ჩემი მოგონებები იმ საოცნებო კუნძულის შესახებ.“

скачать dle 11.3