კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #2

გობეჯიშვილი
რაჭული გვარი გობეჯიშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – გობეჯი. ეს გვარი საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის 374-ე ადგილზეა.
გობეჯიშვილები 1840-იანი წლების აღწერის ჩანაწერებით, ცხოვრობდნენ რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონის სოფლებში: ნიგვზნარაში, ონჭევში, ურავში, ღებში, ჭიორაში, ხურუთში. იყვნენ საბატონო გლეხები.
გვარ გობეჯიშვილის შესახებ უტყუარი ზეპირი გადმოცემა შემდეგს გვეუბნება: ქართული ისტორიული, ძირძველი კუთხიდან, დვალეთიდან, რაჭაში გადმოვიდა სამი ძმა: გობეჯი, ია და ხამიჯა. სამივე ეს სახელი ძველ საბუთებში დაფიქსირებულია რაჭა-სვანეთის სინამდვილეშიც.
სახელად იამ (ია არის და იყო როგორც ქალის, ისე კაცის სახელი), სოფელ სადმელში დაიდო ბინა და საფუძველი ჩაუყარა იაშვილთა საგვარეულოს, რომლებიც შემდგომში დიდგვაროვანი ფეოდალები გახდნენ.
გობეჯი სოფელ ღებში დასახლდა, შექმნა ოჯახი და დასაბამი დაუდო გობეჯიშვილების გვარს.
ძმების გადაადგილება მომხდარა მეცამეტე საუკუნის ბოლო წლებში, როცა შევიწროებული ოსები დვალეთისკენ დაიძრნენ და იქ მცხოვრები ქართველების შევიწროება დაიწყეს. ღებიდან გობეჯიშვილები სხვადასხვა ადგილას გაიფანტნენ და მოგვიანებით, იმიერკავკასიაშიც კი გამოჩნდნენ.
საქართველოში 2 278 გობეჯიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 778, ონში – 532, რუსთავში – 182. არიან სხვაგანაც.
ტაბეშაძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი – ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ში+ძე. ტაბა-ძე დაშენებული ქართული გვარია: ტაბაშაძე. ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში, აქედანაა ასევე გვარი ტაბა-რუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა გამოყენებული სახელებსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ტაბახი უძველესი ეთნონიმია ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან, ამავე ძირისაა ტაბახია, ტაბაშიძე.
ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს. ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
ბირთველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – ბირთველი, რომელიც მიღებულია ტოპონიმისგან ბირთვისი – ციხესიმაგრე ალგეთის ხეობაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი.
ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს.
ამავე ძირისაა გვარი ბირთველიშვილი.
საქართველოში 32 ბირთველაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 18, რუსთავში – 5, თბილისში – 4. არიან სხვაგანაც.
იგითხანიშვილი-ჩუტკერაშვილი-იგითხანოვი
რთულფუძიანი საკუთარი სახელიდან იგითხან, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად გმირს, მამაც ბატონს ნიშნავს, წარმოიშვა გვარი იგითხანიშვილი. იგითხან თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარ-სახელია.
იგითხანიშვილის ძველი გვარი ჩუტკერაშვილი იყო.
იგითხანაშვილები დღეს იგითხანოვებად არიან ჩაწერილი.
საქართველოში 44 იგითხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, ახალციხეში – 5, ადიგენში – 1. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3