კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ ახლა 30 წლის ხართ, ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა #2



1. დაანებეთ თავი მოწევას. ის მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.
2. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დროთა განმავლობაში გადანახული ფულით შეძლებთ, ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოთ.
3. გქონდეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. დაათბეთ ახლობლებთან ურთიერთობები. თორემ, როდესაც მიხვდებით, რომ სწორედ ამაშია მთავარი ადამიანური სიმდიდრე, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს.
4. შეაგროვეთ მოგონებები და არა ნივთები. ძალიან დაგასევდიანებთ, თუ 50 წლის  ასაკში   გაიღვიძებთ და მატერიალური კეთილდღეობის მეტი, არაფერი გექნებათ მოპოვებული. მოგონებები ყველაზე ფასეულია ცხოვრებაში.
5. ისწავლეთ გაცემა – აკეთეთ სიკეთე. გააბედნიერეთ სხვები, მაგრამ გააკეთეთ ეს მთელი გულით. ნუ დაელოდებით საზღაურს. ასე, თქვენი გული სიყვარულით აივსება.
6. დაკავდით სპორტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკონტროლეთ წონა. ივარჯიშეთ, ეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.
7. ისწავლეთ, იყოთ ბედნიერი იმით, რაც გაქვთ. ბედნიერებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმატებას. წუწუნის ნაცვლად, ეცადეთ, დატკბეთ ცხოვრებით.
8. ნუ გადადებთ საქმეებს სამომავლოდ. გინდათ სახლის ყიდვა? წიგნის წაკითხვა? უმაღლესი განათლების მიღება? კარიერის შეცვლა? მაშინ დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე! დრო ძალიან სწრაფად გარბის.
9. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ, არ გაათენოთ ღამეები და იზრუნეთ როგორც სხეულის, ისე სულის დასვენებაზე.

როგორია
ჭეშმარიტი ქალი

ჭეშმარიტი ქალები მიირთმევენ შოკოლადს, კრუასანს,  ჰოლანდიურ  ყველს, სვამენ ღვინოს და მაინც მოხდენილები და დახვეწილები არიან... ამასთანავე, არ ითვლიან კალორიებს, მთელ დღეებს სპორტდარბაზში არ ატარებენ.  მაგრამ,  მათ აქვთ განსაკუთრებული წესები, რომლებსაც ბავშვობიდან იცავენ. შეიძლება, ეს სტერეოტიპია, მაგრამ წაკითხვად ღირს
ჭეშმარიტი  ქალი არასდროს შეჭამს იმას, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის მიირთმევს ჯანსაღ საკვებს, მცირე ულუფით.
მისი  პრინციპია, მცირე, მაგრამ საუკეთესო ხარისხის, ვიდრე ბევრი და მდარე. ჭეშმარიტი ქალი  აირჩევს თევზს, ვიდრე გაურკვეველი საკვებით გამოკვებილ ქათამს. ის აუჩქარებლად მიირთმევს, ტკბება თითოეული ლუკმით. აკეთებს პაუზას კვების დროს, რათა ყურადღება მიაქციოს თანამოსაუბრეს, ოჯახის წევრს.
თუ ჭეშმარიტ ქალს იდეალური სხეულის შენარჩუნება სურს, ის ერთ დღეში არ მიირთმევს ღვეზელს, შოკოლადს, ყველს, პურს – მენიუში  შაქარი და მარილი ბევრი არ უნდა იყოს.
მოძრაობა –  ჭეშმარიტი ქალის ცხოვრების წესია.
ექსკურსიები, კლდეებზე ცოცვა, მთებში სიარული, ჩოგბურთი, პარკში სირბილი, თხილამურები, ცურვა, ფეხით სიარული, ველოსიპედი და სხვა აქტიურობა, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც ზედმეტი კილოგრამებისგან იცავს.
დაბოლოს, ჭეშმარიტმა ქალმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა.

ცოტა რამ
  ბედნიერებაზე

ამბობენ, ბედნიერება არ არსებობს  და ცხოვრებას ტკივილი მართავსო…
ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ ყველაზე ხშირად   ტრაგიკულ სიყვარულზე წერენ, იღებენ ფილმებს. ნუთუ  ბევრი ადამიანია უბედური პირად ცხოვრებაში? თითქოს სამყარო წინ  აღუდგა ბედნიერებას…
უბრალოდ, ბედნიერება   ნაზი და სათუთია,  მას მოფრთხილება  სჭირდება.  ასევე, უნდა გვჯეროდეს  მარტივი ჭეშმარიტების:  ბედნიერება მხოლოდ სულშია და სხვაგან არსად მოიპოვება.
ბედნიერება  იმდენად არამატერიალურია, რომ როგორც  უნდა ეცადო, სიტყვაში ვერ ჩაატევ. ისე  გავსებს და გტვირთავს,  მის გადმოსაცემად, დრო აღარ გრჩება.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ  ეგოიზმი და ბედნიერება  ვერ თავსდებიან ერთად.
ბედნიერება მხოლოდ სხვებზე ზრუნვით მიიღწევა.
გაეცი ადამიანებისთვის იმდენი, რამდენის გაცემაც შეგიძლია, ხოლო მათგან ნურაფერს მოელი… შეხედე მათ ისე, თითქოს არაფრით არიან შენს წინაშე ვალდებული… მაშინ საყვარელი ადამიანებისგან, მინიმალური ყურადღებაც კი, ბედნიერებას მოგანიჭებს. 

აუცილებელი
   რჩევები

ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა ყველაფერი ცუდადაა,  როცა აღარაფერი გახარებს, როცა ყველაფერი შენ გარშემო რუხი და უსიცოცხლო გეჩვენება.  ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ეს  რჩევები. . 
ყველაფერი გაივლის!
გადმოცემის თანახმად, მეფე სოლომონის  ბეჭედს გარეთა მხარეს ამოტვიფრული ჰქონდა სიტყვები: „ყველაფერი გაივლის“. როდესაც მეფეს რთული სიტუაცია ჰქონდა, ამ ბეჭედს დახედავდა ხოლმე. ყველაფერი მართლა გაივლის – ეს სიტყვები იდეალური დამხმარეა ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციის დროს.
ტკივილი ცხოვრების ნაწილია
სულიერი ტკივილი დიდად არ განსხვავდება ფიზიკურისგან. ფიზიკური ტკივილი იმის ნიშანია, რომ სხეულს რაღაც უჭირს და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო. თუ რაღაც მოხდა, ეს ტრავმაა, რომელიც უნდა გადაიტანო. თუ, უბრალოდ, ცუდად ხარ და გეჩვენება, რომ არაფრისთვის იტანჯები, უბრალოდ, უნდა შეცვალო ცუდი მდგომარეობა პოზიტიურით. არ ჩაიკეტო საკუთარ თავში, ეკონტაქტე მეგობრებს, მოინახულე ლამაზი ადგილები და იპოვე ჰობი.
 შენ მარტო არ ხარ!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ გყავს ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, საყვარელი ადამიანები. მათ შორის აუცილებლად მოიძებნება ისეთი, ვისაც შენს პრობლემებზე დაელაპარაკები და ვინც გაგიგებს.
პრობლემების ნახევარი ილუზიაა
ბევრს არ შეუძლია, კრიზისულ მდგომარეობაში ცივი გონების შენარჩუნება. პრობლემა თავისით არ ჩნდება, მას თავად ადამიანი იწვევს... ეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო. ნერვიულობით მხოლოდ უარეს შედეგს მიიღებ და უკეთ ვერ გახდები.
„რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“ - ეს გახსოვდეს!

скачать dle 11.3