კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #2

კითხვა: რატომ ხვდება ადამიანს ცხოვრებაში შეურაცხყოფა, განცდა, ავადმყოფობები?
პასუხი: უფალი ჩვენი დაუშვებს ხოლმე ადამიანზე ამ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის შეურაცხყოფასა და შევიწროებას, ავადმყოფობებს და მისთანებს. ყოველივე ეს კი ხდება იმისთვის, რომ მისი სული ცოდვებისგან განიწმინდოს და მარადიულ ცხოვრებაში ჰპოვოს ადგილი.
კითხვა: რისთვისაა სასარგებლო სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება?
პასუხი: როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, მას არ ეკარება არაწმიდა სული. სული და ხორცი იკურთხება, გონება ნათლდება უფლის სამსახურისთვის და ადამიანი განეწყობა – მარხვისთვის. ლოცვისთვის და სხვა კეთილზნეობისთვის.
კითხვა: ვინ არის მფარველი ანგელოზი და რა დანიშნულება აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში?
პასუხი: ანგელოზები არიან ღვთისგან შექმნილი უხორცო სულები. უფალი ყოველ ადამიანს ნათლობის შემდეგ მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მასთანვე რჩება მთელი ცხოვრებას მანძილზე, მფარველობს მას სიხარულსა და განსაცდელში, ლოცულობს მისთვის უმძიმეს წუთებში და ეხმარება. როცა ჩვენ ცუდად ვიქცევით, ჩავდივართ ბოროტებას, მფარველი ანგელოზი დროებით განგვეშორება და გვაგრძნობინებს, რომ მიგვატოვა ჩვენი საქციელით დამწუხრებულმა, თუმცა, ჩვენი სიყვარულის გამო მალევე გვიახლოვდება. მფარველი ანგელოზი ჩვენთან არის სიკვდილის შემდეგაც და მიგვაცილებს უფლის სამსჯავრომდე.
კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე?
პასუხი: ვინც სიმართლე იცის და მას დაფარავს, ცრუმოწმეს ემსგავსება. მაგრამ, თუ იცი, რომ სიმართლის თქმას უბედურება მოჰყვება – დადუმდი.

скачать dle 11.3