კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯა სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ ანაბრებზე შენახული 120 000 ლარი #2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია  1966 წლის 31 დეკემბერსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ტუქნიკურ უნივერსიტეტში მიუღია (წლები მითითებული არ არის) ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თუმცა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ამის შედეგად მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1999 წელს გაუვლია USAID-ის ტრენინგების კურსი „ენერგეტიკული სისტემის ოპტიმალური განვითარების დაგეგმვაში“,  2003-ში კი – ERRA- CEER-ს ტრენინგების პირველი საერთაშორისო კურსი ბუდაპეშტში, 2004 წელს – მსოფლიო ბანკის მე-15 საერთაშორისო ტრენინგი „კომუნალურ დაწესებულებათა რეგულირებასა და სტრატეგიაში“. 2007 წელს კვლავ ERRA-CEU-ს დაბრუნებია, მე-5 საერთაშორისო ენერგეტიკის რეგულირების საზაფხულო სკოლაში; 2008-შიც იქვე გაუვლია  ტრენინგი (ფასის რეგულირება და ტარიფები), 2009-შიც – ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების მიერ მონიტორინგის ჩატარებაზე, 2009 წელს კი დასწრებია Global-ის სემინარს – განახლებადი ენერგია ქსელზე მიერთებისას.
გოჩა შონიას სამუშაო გამოცდილება 1995 წელს დაიწყო გარდაბნის თერმოელექტროსადგურში, სადაც 1997 წლამდე მუშაობდა წამყვან ინჟინრად; 1998-2000 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის, ექსპერტი იყო. 2002 წელს სემეკისვე ეკონომიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად დაინიშნა; 2002–2004 წლებში ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა; 2005–2008 წლებში – სემეკის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად; 2008–2011 წლებში – ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტში ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსად. ხოლო 2011 წლის აგვისტოდან დღემდე სემეკის წევრია.
გოჩა შონიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2011 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც სემეკის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1973 წელს დაბადებული მეუღლე ეკატერინე კორსანტია და ორი შვილი: ბექა და მარიამი. ოჯახის უძრავი ქონება მხოლოდ გოჩა შონიას ეკუთვნოდა. საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში (286 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, წერეთლის გამზირზე (ფართობი – 68 კვ. მ.) და გოგოლაურის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი (20 კვ. მ). მას ჰყავდა 1996 წლის „მერსედესი“, მის მეუღლეს – 2002 წლის „ოპელ კორსა“.
ბანკებში გახსნილ სამ ანაბარზე, საერთო ჯამში, 120 000 ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდ ფულად 12 622 ლარი ჰქონდა. 2010 წლის განმავლობაში გოჩა შონიამ, როგორც სემეკის სამმართველოს უფროსმა, 60 882 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, როგორც სემეკის წამყვანმა სპეციალისტმა – 16 827 ლარი.
გოჩა შონიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან კვლავ სემეკის კომისიის წევრის ამპლუაში შეავსო. ოჯახის უძრავ ქონებას მიჰმატებია ბინა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე (71 კვ. მ.), რომელიც ეკატერინე კორსანტიას საკუთრებაა. გოჩა შონის კი შეუძენია მიწის ნაკვეთი ზუგდიდში (680 კვ. მ.). ამჯერად ავტომობილი მხოლოდ გოჩა შონიას ჰყავს – 2008 წლის „სუძუკი გრანდ ვიტარა“.
2015 წლის განმავლობაში გოჩა შონიამ, როგორც სემეკის წევრმა 146 550 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, კვლავ, როგორც სემეკის წამყვანმა სპეციალისტმა, 36 780 ლარი.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 2011 წლის აგვისტომდე გოჩა შონიამ, როგორც სემეკის სამმართველოს უფროსმა, 45 342 ლარი აიღო, როგორც სემეკის წევრმა, 119 040 ლარი. ეკატერინე კორსანიტიამ, როგორც წამყვანმა სპეციალისტმა, 28 235 ლარი; 2012 წლის განმავლობაში გოჩა შონიამ – 279 000 ლარი, მისმა მეუღლემ – 30 000 ლარი; 2013 წელს გოჩა შონიამ – 284 288, მისმა მეუღლემ – 39 533 ლარი; 2014 წელს გოჩა შონიამ – 176 300, მისმა მეუღლემ – 36 523 ლარი.

скачать dle 11.3