კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალგამოპარებული #2

ვიღაც თუ რაღაც?!

 იმის მიუხედავადაც, რომ თურქეთის პრეზიდენტს პრობლემები თავზე საყრელად აქვს (ან კი როგორ არ ექნება, როდესაც გაურკვეველი წარმომავლობის ტერორისტები დღეში ლამის რამდენიმე ტერაქტს უწყობენ) თვალი მაინც ბათუმისკენ ეპარება.
უფრო მეტიც, თუმცა იმასაც კი მიაღწია, რომ სირიაში თვით რფ-სთან ერთად ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანთან ერთადაც კი მოჯდა (რათა ამ სამმა: რუსეთ-თურქეთ-ირანმა, შეთანხმებულად იმოქმედოს სირიაში) და თვით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ლამის ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გატანაც კი მოითხოვა, სიტყვაც ისევ ბათუმისკენ ეპარება.
მაგალითად, სულ ახლახან ანკარაში, ახალთახალი მეტროსადგურის გახსნისას, თურექთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა მხოლოდ ყარსიდან და ართვინიდან, ბათუმიდან და ნახჭევანიდანაც იწყებაო.
ჯერჯერობით ქართველმა ოფიციოზმა ბ-ნი ერდოღანის ეს განცხადებაც ყურიდან ყურში შეუშვ-გაუშვა და თვით თავის დიად სასახლეში დავანებული პრეზიდენტიც კი დუმილის უფლებას იტოვებს (თუმცა, კონსტიტუციით, შიდა და გარე კრიზისების განმუხტვის მეტი, ფაქტობრივად, არაფერი ევალება).
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნმა მარგველაშვილმა სულ ახლახან პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „ვიღაც“ უწოდა. სახელდობრ (მომყავს ციტატა პრეზიდენტისა), ბრძანა: „გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?!“ ვითომ ეს ჩვენი რეჯებ ტაიპიც ევიღაცება?! ან იქნებ ბათუმი ერაღაცება?! –

скачать dle 11.3