კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დაბოლილი-1“ #2

ანუ „კუჭსაც არ ამიშლისო“!

 თუმცა ჩვენ გარშემო გეოპოლიტიკური საბედისწერო წრე იკვრება: თვით რუსეთი, თურქეთი და ირანი დაძმობილდნენ და, დიდი ალბათობით, შესაძლოა, კავკასიისკენაც გამოუდგნენ გზასა (იმისდა მიუხედავად, სირიაში რას და როგორ გადაინაწილებენ), არც ლარს ადგას უკეთესი დღე (იმიტომაც, რომ ეს ჩვენი ექსპორტი გაცილებით ჩამორჩება იმპორტს) და გაძვირებაც გარდაუვლად გვემუქრება (აქციზების განაკვეთის წრეგადასულად ზრდის გამო), ეს ჩვენი ახალი ტიპის პოლიტიკური ძალა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე უწოდებენ თავიანთ თავს), კერძოდ, „გირჩი“ კანაფს ელოლიავება.
ასე განსაჯეთ, არა მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვენ, არამედ – თვით ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკისას.
მეტიც, მთავარმა „გირჩმა“ (ანუ ზურაბ ჯაფარიძემ) გვამცნო, რომ ყველანაირ პირობას შეუქმნიან მათ მიერ 31 დეკებმერს თავიანთ ოფისში ჩარგულ კანაფს, რომ იხაროს და იყვავილოს (ცივ ნიავს არ მივაკარებთო).
სხვათა შორის, სახელმწიფოს სთავაზობენ, ნარკოტიკების დამზადებისა და გასაღების ფუნქციაც შეითავსოს (ანუ ჯანი გავარდეს, ერთ დიდ ნარკოკარტელად მაინც შევდგეთო?!) და ზედაც, გვპირდებიან, რომ, როდესაც ნარკოტიკულ მიმართულებას ამოწურავენ (ესე იგი, ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაციას მიაღწევენ), სხვა საკითხებზე გადაერთვებიან.
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: სახელდობრ, რომელი ნარკოტიკით გაბრუებულები?!

скачать dle 11.3