კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად შეხვდა ახალ წელს ცირკის წინ, ბორდიურზე ჩამომჯდარი ნატუკა გულისაშვილი და რატომ ჰყავდა მას მეკვლედ მამლის გარებიძაშვილი #1

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ახალ წელს სახლში ვერასდროს ხვდება. მისთვის ეს ტრადიციაა და ოჯახის წევრების ერთგვარი მოთხოვნაც. როგორც თავად ამბობს, ეს ის დღესასწაულია, რომლისთვისაც განსაკუთრებით ემზადება. რისთვის მიდიან მასთან ახალი წლის დღეებში მეგობრები, რატომ მიჰყავდა დედას ის ყოველ ძველით ახალ წელს მოსკოვში და როგორ გადაურჩა მამიდებისგან აფეთქებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნატუკა გულისაშვილი: ამ ახალ წელსაც ველოდებოდი სანტა კლაუსს, მაგრამ არ გამოჩენილა. წინ ძველით ახალი წელია, იქნებ, გავახსენდე და შემოიაროს. ჩემი ოცნებაა, ახალ წელს გემრიელად შევხვდე ქალაქგარეთ, ღია ცის ქვეშ, თეთრ თოვლში მორთულ ნაძვის ხესთან და ეს ოცნება, ჯერაც ვერ ავიხდინე. ვერასდროს შევხვდი ახალ წელს ისე, როგორც მე მინდა (იცინის). შობას კი, ეკლესიაში მივდივარ, მერე სანთელს ვანთებ ფანჯარაში და მთელი ღამე ქუჩაში დავდივარ. შობის ღამეს სხვანაირი სიმშვიდე და სიმყუდროვეა. ქუჩაში სიარულით დადებითი ენერგეტიკით ვივსები. ბავშვობაში კი არასდროს შევხვედრივარ ძველით ახალ წელს თბილისში. მამა მოსკოვში მუშაობდა, დედა ჩამსვამდა მატარებელში და იქ მივყავდი. ახლა კი, მეგობრები ვიკრიბებით და ეს ტრადიციად ვაქციეთ.
– ოჯახში, საახალწლოდ, ისეთი ტრადიცია თუ გაქვთ, რასაც არასდროს არღვევთ?
– ორჯერ ვერ შევხვდით ოჯახის წევრები ერთად ახალ წელს და ორივეჯერ ტრაგედიით დასრულდა ის წელი – ოჯახის წევრები დავკარგეთ. ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ფაქტია, ორივეჯერ ტრაგედია მოხდა. ამიტომ, ვცდილობთ, ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად შევხვდეთ.  თუმცა, მე ამას ვერ ვახერხებ, რადგან 12 საათზე სახლში არასდროს ვარ, გარეთ მაგდებენ. ესეც ტრადიციაა (იცინის).
–  სახლიდან რატომ გაგდებენ? ეს რანაირი ტრადიციაა?
– რატომ და, ჩემი ფეხი კარგად აქვთ ოჯახის წევრებს დაცდილი და სანამ 12 საათი გახდება, კარს მიღებენ და გარეთ მიშვებენ. არადა, მეც მინდა მაგიდის ქვეშ შევძვრე ან ფერფლიანი შამპანური დავლიო, მაგრამ ვერა და ვერა... ამიტომაც ვერ ვთხოვდები (იცინის). წელს, რადგან  მამლის წელია, თქვეს, მამაკაცი უნდა იყოს მეკვლეო. რადგან ოჯახში მამრი არ გვყავს, დავავლე ჩემს მამალ თუთიყუშს ხელი, ისიც გარეთ გავიყვანე და ერთად შემოვედით სახლში მეკვლედ. ბოლოს და ბოლოს, თუთიყუში ხომ მამლის შორეული ნათესავია? იმედი მაქვს, ამის წყალობით, ეს წელი განსხვავებულად კარგი იქნება.
– თუ ასეთი კარგი ფეხი გაქვს, ახლობლებთან მეკვლედ არ დადიხარ?
– ყოველთვის ვერიდები ახლობლებთან მეკვლედ მისვლას. მე კი ვიცი, რომ კარგი ფეხი მაქვს. მაგრამ, რა ვიცი, იმას ესიამოვნება ჩემი ფეხები ვისთანაც შევალ? (იცინის) თუ არ დამპატიჟეს, ისე, მეკვლედ არ მივდივარ. თუმცა, ვისთანაც მივედი, წინ წაიწია საქმეში, ფინანსურადაც გაუმართლა და უცხოეთშიც ამოყო თავი, იქ გააგრძელა მოღვაწეობა. დამცინიან მეგობრები, იქნებ წელს ბანკშიც მიხვიდე მეკვლედ და ლარს უშველოო, მაგრამ არ მინდა.
– თუ შენი ფეხი უშველის ლარის კურსს, რატომ არ გინდა მეკვლედ მისვლა?
– მერე, ოქროში უნდა ჩამისვან ფეხები და დამანებეთ თავი! (იცინის) ისე, კი წავიდოდი ბანკში მეკვლედ, უარს კი არ ვეტყოდი, მაგრამ ბედობა დღეს დაკეტილია.
– სადღესასწაულო სუფრისთვის რაიმე, შენეული რეცეპტი თუ გაქვს?
– ჩვენი სუფრის საახალწლო-საფირმო ტკბილეულია ფორთოხლის კანის მარმელადები, ყავის თაფლაკვერები და ტოლმა კომშით. ფორთოხლის მარმელადის საჭმელად, ყოველ ახალ წელს მოდიან ჩემს სახლში მეგობრები. მარტივად მზადდება, უგემრიელესია და თან, დიდხანს ინახება.
– იქნებ, ჩვენი ჟურნალის მკითხველსაც გაანდო მისი მომზადების რეცეპტი?
– დიდი სიამოვნებით. აიღეთ 10 ცალი ფორთოხალი, გააცალეთ კანი და სამი დღე-ღამის განმავლობაში მოათავსეთ წყალში. დილა-საღამოს უცვალეთ წყალი, რომ სიმწარე მოშორდეს. მეოთხე დილას, დაჭერით კანები საჩვენებელი თითის ზომაზე. ცალკე, კილო-ნახევარი შაქარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დადგით ცეცხლზე. შემდეგ, ამოწურული და დაჭრილი ფორთოხლის კანი დაამატეთ ვეჟინს, დაახლოებით, 5 წუთით ადუღეთ და გამორთეთ. მთელი დღის განმავლობაში 3-ჯერ უნდა წამოადუღოთ.  დაბუთქუნებული და დამტკბარი ფორთოხლის კანები ამოიღეთ სინზე, რომ გამოშრეს და შეინახეთ რამდენი ხანიც გინდათ. ძალიან უხდება ყავას, ჩაის და უბრალოდ, სადღესასწაულო სუფრას – გემრიელი, რბილი, არომატული, დაშაქრული და ლამაზი შესახედაობის ნუგბარია. კიდევ, განსხვავებულად ვაკეთებთ ტოლმას. კერძოდ, ფარშში ვურევთ ცოტა გატარებულ კომშს და ისეთ პიკანტურ და სასიამოვნო არომატს აძლევს, ეს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ! სიმართლე გითხრათ, პროტესტი მაქვს და არ მიყვარს ახალ წელს საჭმელებით, ჩატეხვამდე გადატვირთული მაგიდა. მირჩევნია, ფული დავზოგო და იმით საჩუქრები ვიყიდო, ან სახლისთვის რაიმე ნივთი.
– და ეს საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ ხვდება თუ ბალიშის?
– მინდა, გითხრათ, მე არც ბალიშის ქვეშ მხვდება საჩუქრები და არც ნაძვის ხის ქვეშ.  ოჯახის წევრებს და ძაღლს კი, აუცილებლად ხვდებათ ჩემი საჩუქრები ბალიშის ქვეშ – კი იმედია, დადგება ისეთი ახალი წელი, სანტა მეც რომ მაჩუქებს გასაოცარ საჩუქარს.
– ყოფილა შენს ცხოვრებაში განსხვავებული ახალი წელი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?
– როგორ არ ყოფილა! არ დამავიწყდება, 90-იან წლებში, ნამცხვრები რომ არ იშოვებოდა და გაზიც არ იყო, საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, რომელიც ნამცხვრების შეკვეთებს იღებდა. ჰოდა, საახალწლოდ, შევუკვეთეთ ოჯახმა. მის წამოსაღებად, 11 საათზე მე და ჩემი ძმა წავედით. ნამცხვრები კი წამოვიღეთ, მაგრამ ტრანსპორტი არ იყო და ფეხით მოგვიწია დიდი გზის გავლა. მოკლედ, იმდენი ვიარეთ, ახალმა წელმა ცირკთან მოგვიწია. ჩამოვჯექით ბორდიურზე, ავხადეთ თავი ყუთს და „ეკლერი“ და „ტარტალეტკა“ მივუჭახუნეთ ერთმანეთს (იცინის)...  და მეორე: მყავდა ორი გაუთხოვარი მამიდა და მე და ჩემი შვილი, ყოველ 1 იანვარს, მათთან მივდიოდით და ვულოცავდით. მოკლედ, იფიქრეს გავახარებთო და კარი რომ გააღეს, დიდი ანთებული „ხლაპუშკებით“ დაგვხვდნენ „ხრუშოვკის“ დაბალჭერიან ბინაში. რომ დაიწყო ფოიერვერკების გაშვება, ვუთხარი, არ დავიწვათ, ძალიან დიდზე ისვრის-მეთქი და იმათაც, ფანჯარა გამოაღეს და გადაყარეს გარეთ ანთებული „ხლაპუშკები“. მეზობელს აივანზე ედო ორი დიდი კანისტრა, ბენზინით სავსე. სანამ მამიდები ქვედა სართულზე ჩარბოდნენ, მე მეზობლის აივანს წყლით სავსე ჩაიდნით ვრწყავდი. წარმოიდგინეთ, იმ მეზობელი კაცის სახე – ღამენათევს რომ ეძინა და გააღვიძეს:  არიქა, ვფეთქდებითო (იცინის). ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ უნდა გენახათ, რა დღეში ჩავვარდი. მადლობა ღმერთს, გადავრჩით და არ ავწიეთ საახალწლოდ, კორპუსი ჰაერში.

скачать dle 11.3