კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ურთიერთობით იძენს ახალ ენერგეტიკას მარკუს მეტრეველი და რას მოითხოვს ის საყვარელი ადამიანისგან #1

29 იანვარს საბერძნეთში, კერძოდ, ათენში, გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი – „ოქროს არგო“ გაიმართება, რომლის სულისჩამდგმელი მსახიობი და პროდიუსერი მამუკა ლიპარტელიანია. პირველ „ოქროს არგოს“ კი, მომღელები – მარკუს მეტრეველი და ნინო ჩხეიძე მიიღებენ.
– გილოცავ, 29 იანვარს ათენში იმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც შენ და ნინო ჩხეიძეს საბერძნეთში, ქართული დიასპოსრის  ჯილდოს, „ოქროს არგოს” გადმოგცემენ.
მარკუს მეტრეველი: როდესაც ათენიდან დამირეკეს და მაუწყეს ამ ჯილდოს შესახებ, ძალიან დავიბენი – გამიკვირდა და გამიხარდა. წლების წინ მე ვიყავი ათენში ემიგრანტი. იქ დაიწყო ჩემი კარიერა და როცა ამ ქვეყნიდან მოდის ჯილდო და აღიარება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ. ყოფილი ემიგრანტი ახლა სტუმრის რანგში მოვინახულებ ქართველ ემიგრანტებს და მათ კიდევ ერთ ლამაზ საღამოს ვაჩუქებთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადი მამუკა ლიპარტელიანს, რომელიც ამ საღამოს სულისჩამდგმელია, ასევე, ყველა ორგანიზატორს, ვინც დამაფასა და ასეთი შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ჯილდო მომანიჭა. მიხარია, რომ 2016 წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ბევრი ვიმოგზაურე, ახალი სიმღერები გავაკეთე. ორი დუეტი ჩავწერე ბავშვებთან ერთად, მქონდა კონცერტები. ახალი მეგობრებიც შევიძინე და  ასევე, დავკარგე. ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. ახალ ადამიანებთან ურთიერთობით ახალ ენერგეტიკას ვიძენ. თუმცა, ცხოვრებამ ძალიან ფრთხილი გამხადა, რადგან საქართველოში ბევრმა სცადა, ჩემი ცხოვრება, კარიერა დაეზიანებინა. ყოველთვის მირჩევნია, ჩემს შეცდომებზე ვისწავლო, თავად მივიღო გამოცდილება, ვიდრე სხვის მიხედვით ავაწყო ჩემი ცხოვრება. ყოველთვის ჩემი ცხოვრება მაქვს და მივყვები იმ ბილიკს, რომელიც თავად უნდა განვვლო.
– რა ყოფილა ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ოდესმე განგიცდია?
– ყველაზე დიდი ტკივილი საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, რომელიც ამ ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში მიდის. მე იმდენად ჩაძიებელი ვარ და ამოცნობილი მაქვს ეს სამყარო, ასევე სხვა განზომილებები, რომ ვიცი, ისინი მარადისობაში გადადიან. ცოცხლების დაკარგვა, მათთან დაშორება უფრო მიჭირს, რადგან მიყვარს ადამიანი და შემიძლია, ვაპატიო ნებისმიერი შეცდომა – ტყუილიც, ღალატიც.
–  საყვარელ ქალსაც აპატიებ ღალატს?
– მიპატიებია ქალისთვის ღალატი. უბრალოდ, ჩემი პარტნიორი აღარ იქნება. ვაპატიებ და მეგობრად დარჩება, ჩვენი ურთიერთობა კი არ გაგრძელდება ისე, როგორც ადრე იყო. ძალიან ერთგული ვარ და იგივეს მოვითხოვ ჩემი პარტნიორისგანაც – უნდა იყოს ერთგული და არა მოგულავე. იმდენად ერთგული ვარ, რომ თუ გვერდში მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველანაირად მაკმაყოფილებს – ლოგინშია არაჩვეულებრივი, აღვირახსნილი, რასაც მოვითხოვ; სამზარეულოში და ცხოვრებაში არაჩვეულებრივი პარტნიორი, აუცილებლად ვიქნები მისი ერთგული. ასეთ დროს სხვა ქალში არაფერს ვეძებ, რადგან ჩემი პარტნიორისგან ვითხოვ იმას, რაც მინდა და ისიც უნდა მაძლევდეს ამ ყველაფერს. ანუ, როცა ვინმე მყავს, არ ვიხედები აქეთ-იქით და არ ვიწყებ ფლირტს. აღვირახსნილში ვგულისხმობ იმას, რომ უნდა იყოს უკომპლექსო. როცა გყავს შეყვარებული, პარტნიორი, მასთან უნდა განახორციელო ის ყველაფერი, რაც გინდა, რომ მასთან ერთად განიცადო და არ ვინმე მესამესთან. ჩემს შემთხვევაში, ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ყოველთვის არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა.
– შენ როგორი პარტნიორი იყავი მათთვის?
– ვფიქრობ, მეც კარგი პარტნიორი ვიყავი, სხვა შემთხვევაში, მეტყოდნენ, რომ ასე არ იყო. ურთიერთობებში ძალიან ღია და გახსნილი ვარ, ჯობია, პირდაპირ მითხრა: მარკო, მე ეს არ მომწონს და გამოვასწოროთ, ვიდრე მესამე ეძებო. ჩემთვის ჰარმონიული ურთიერთობისთვის აუცილებელია სამი ფაქტორი: სიყვარული, კარგი სექსი და ფული. ეს სამი კომპონენტი ქმნის იდეალურ ურთიერთობას. ვერავინ იტყვის, რომ სიყვარული არ მთავრდება. ის გარკვეული დროის შემდეგ შეჩვევასა და ვალდებულებებში გადადის. თუ სიყვარული დამთავრდება და ვალდებულებებში გადაიზრდება, იქ დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა, თუნდაც 10 ბავშვი გვყავდეს ერთად.
– როგორი ხარ, როცა გიყვარს?
– ფანტასტიკური – მინდა, ბევრი რამ ვაკეთო ცხოვრებაში, ბევრი ვიმოგზაურო, ბევრი კარგი სიმღერა გავაკეთო, ერთად შევქმნათ საინტერესო რაღაცეები, ერთად შევქმნათ ახალი სიცოცხლე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი შვილი მყავს. მაგრამ, ორის გარდა, იმდენი ბავშვი მყავს, რადგან პედაგოგი ვარ. მივხვდი, მათთან ურთიერთობა ჩემი საქმეა. ძალიან კარგად გამომდის და ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. ბავშვები იმხელა პოზიტივს მაძლევენ, მეც მათთან ერთად ვხდები ერთი ჩერჩეტი ბავშვი.
– ეჭვიანი ხარ?
–  ძალიან ეჭვიანი ვარ. ვიხედები წინ, სადაც მხოლოდ ჩემი შეყვარებული დგას და მის გარდა, არავინ არსებობს, რომც ბრუნავდეს მთელი სამყარო. იგივეს მოვითხოვ სხვისგანაც. ამ მხრივ, ისეთი დიდი გამოცდილება მაქვს, რომ ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. ყოველთვის ვგრძნობ, როცა მესამე ადამიანი არსებობს. ასეთი მელაკუდებიც იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც სხვას ფლირტზე პასუხობდნენ.
– რას ფიქრობ ერთჯერად ურთიერთობებზე, როცა ვიღაც გყავს გვერდით?
– ვნება ისეთი სასტიკია, ბევრ რამეს გაგაკეთებინებს და შეიძლება, ეს მეც დამემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მსგავსი რაღაცეები არ მოსულა, მაინც დასაშვებია რაღაც პროცენტით, რომ მოხდეს. მაგრამ, ამის გამო არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი. როცა ღალატი მეგობრებს შორის ხდება, ეს ორმაგად მწარე და სასტიკია. ეს ჩემს ცხოვრებაშიც მომხდარა. თუ მეგობარი ან შენი პარტნიორი ერთი სექსის გამო დაანგრევს ცხოვრებას, ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.  მე ჩემი მეგობრების ცოლებისთვის სხვანაირად არასდროს შემიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ძალიან ლამაზები არიან.
– 20 წელი ემიგრანტი იყავი. როგორ გაიხსენებ იმ პერიოდს?
– ძალიან ბევრი სირთულე გავიარე, ბევრი რთული წელი. საბედნიეროდ, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თავისი რესტორანი გაეხსნათ და სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავით. 11 წლის ვიყავი, როცა ოჯახის რესტორანში 15-18 საათის განმავლობაში მიმტანად ვმუშაობდი. არაფერს ვთაკილობდი, რადგან მშობლები სულ მეუბნებოდნენ: მარკო, თუ გინდა, გახდე დამოუკიდებელი, გქონდეს შენი შემოსავალი, კარგი ველოსიპედი, მაშინ, გამოიმუშავეო. მეც ვმუშაობდი და მახსოვს, პირველი ხელფასით ვიყიდე ნაყინი, მერე – კარგი ველოსიპედი, მერე – მოტოციკლი, მანქანა და ასე შემდეგ. მაგრამ, პარალელურად, იყო ბევრი სირთულე.  დაახლოებით 5 წელი მაინც დამჭირდა თავის დასამკვიდრებლად, რომ მეთქვა – ეს მე ვარ და მეცით პატივი. მაშინ საქართველო არც გაეგოთ და ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასულებს ყველას „რუს ღორებს“ ეძახდნენ. თან, რადგან ბერძნული არ ვიცოდი, წერა-კითხვის უცოდინარს მეძახდნენ. მესამე კლასის მოსწავლე პირველში დამსვეს და დამცინოდნენ, რადგან ტანით მაღალი ვიყავი და პატარა ბავშვებთან ერთად თავიდან დავიწყე ანბანის სწავლა. ნელ-ნელა შევიძინე მეგობრები, მერე საუკეთესო მოსწავლე გავხდი, კარგად ვხატავდი, ვმღეროდი. ბერძნებს ვასწავლიდი სიმღერას, ხატვას და როდესაც მეექვსე კლასში გადავედი, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება შედგა, რადგან უდიდესი გიმნაზიის გასაღები ჩამაბარეს: მარკო ყოველ დილით გახსნის და დაკეტავს სკოლის კარსო. ეს იყო ძალიან დიდი დაფასება და შოკი ჩემთვის. თან, პარალელურად, ვმუშაობდი ყველის ქარხანაში, ყველი ამომყავდა. დილით სკოლაში მივდიოდი, 2-ზე ვამთავრებდი. 5-ზე მივდიოდი ქარხანაში და 8 საათამდე ვმუშაობდი. პატარა მოტოციკლი მყავდა და იმით დავდიოდი. რა თქმა უნდა, მშობლები მაძლევდნენ ფულს, მაგრამ მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა. ერთი პერიოდი, სანაპიროზეც ვმუშაობდი – ვაქირავებდი იახტებს, კატერებს, შეზლონგებს, ქოლგებს... ფულის დათვლაც კი არ ვიცოდი. დღის ბოლოს იმდენი ფული მქონდა, ზოგჯერ მაკლდებოდა, ზოგჯერ მეტს ვაბარებდი პატრონს. გაგიჟებული იყვნენ: რას აკეთებ, მარკოო. მახსოვს, როცა ფულს ვიღებდი, მერე დედას საჩუქრებს ვუკეთებდი. ოღონდ დედას, მამას ფულს ვპარავდი, ვუმატებდი ჩემს ხელფასს და ვყიდულობდი რაღაც ძვირფასს: სახლისთვის – ავეჯს, ყველაფერს, რაც  ოჯახს ამშვენებს. როცა ოჯახი მქონდა, მაშინაც ასეთი ვიყავი. მიყვარს ოჯახზე ზრუნვა. ემიგრაციაში დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. ბევრი სირთულე უნდა გამოაირო, გამოცდილება დააგროვო, რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე. როცა სირთულე გაქვს ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს არ ავიწყდები.

скачать dle 11.3