კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და გაითვალისწინოთ ძველი ხალხისგან დატოვებული ტრადიციები ახალი წლის დღეებში #1

ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან, ზოგან კი საკმაოდ უცნაური ტრადიციები აქვთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ახალი წლის დღეებში,  საფრთხობელას დაწვას ბედნიერება მოაქვს, ზოგსაც იმედი აქვს, რომ ჭურჭლის დამტვრევით ახალ ცხოვრებას დაიწყებს და ასე შემდეგ. ასეა თუ ისე, ახალი წლის დღეები, მართლაც, მაგიური ენერგეტიკითაა გაჯერებული და არ არის გამორიცხული, პატარა რიტუალების ჩატარებით, ჩვენი ცხოვრება, ბედნიერებისკენ შევცვალოთ. თუ როგორ მოვახერხოთ ეს, ამაზე გამოცდილი ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ელზა გვესაუბრება.

 ელზა: ახალი წლის დღეები, გაჯერებულია მაგიური ენერგეტიკით და ამ დროს, ნებისმიერი აზრი თუ ქმედება, ჩვენს ცხოვრებაზე მოქმედებს. ამიტომ, სწორედ ამ დღეებში გვმართებს, საკუთარი თავის კონტროლი. ძველ ახალ წელს, ანუ 14 იანვარს, თუ გინდათ, მეგობარს ბედნიერება და სიკეთე უსურვოთ და იმავდროულად, მისი ბედისწერაც სასიკეთოდ შეცვალოთ, ძველი, დამტვრეული ჭურჭელი, მის კართან დაყარეთ. ვისაც ძველით ახალ წელს, კართან ჭურჭლის ნამსხვრევი დახვდება,  მთელ წელს,  ძალიან გაუმართლებს. ასევე, არსებობს ასეთი რიტუალი: ძველით ახალ წელს, საფრთხობელას თუ დაწვავთ, ამით ყველაფერ ცუდს გასულ წელში დატოვებთ და მომავალში ავი თვალი ვერ მოგერევათ. აგრეთვე, 14 იანვარს, ღამის 12 საათზე თუ  ყურძნის 12 მარცვალს შეჭამთ, ეს მთელი წლის განმავლობაში გპირდებათ ბედნიერებას.
– რა უნდა გავაკეთოთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყოთ და საქმეებშიც გაგვიმართლოს?
– თუ გსურთ, მთელი წელი ფინანსურად გაგიმართლოთ და თან საქმეებშიც ხელი მოგემართოთ, ძველით ახალ წელს, სუფრაზე ხილი, ბოსტნეული, და ტკბილეული მრგვლად უნდა დაჭრათ და ისე დააწყოთ.  ის, რაც ფორმით მონეტას წააგავს, კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემი, ძველით ახალ წელს საგანგებოდ აცხობდა მრგვალ ნამცხვარს და მასში მონეტას დებდა. მერე სუფრაზე ჭრიდა და ნაჭრებს გვირიგებდა. ვის ნაჭერშიც მონეტა აღმოჩნდებოდა, გვეუბნებოდა, წელს შენთვის წარმატებული წელი იქნებაო და ასეც იყო. კიდევ ერთი ტრადიცია გადმოგვცა ბებიამ, გვეუბნებოდა, ახალი წლის დღეებში, თუ ახლოს გექნებათ საკუთარი ჩემოდანი, მომავალ წელს მოგზაურობასა და გართობაში გაატარებთო (იცინის). ისე ჩამრჩა ეს, რომ დღესაც, ახალი წლის დღეებში ჩემოდანი საწოლის გვერდით მიდევს. აი, ირლანდიელები კი 14 იანვარს, პურს ესვრიან სახლის კედლებს, მათი აზრით, პურს აქვს ძალა, ბოროტი სულები დააფრთხოს. ციმბირში ამ დღეს გაყინულ წყალში საცვლების ამარა ჩახტომით ხვდებიან, იმ იმედით, რომ მთელი წელი ჯანმრთელები იქნებიან. ასევე, ამ დღეს, უნდა ჩაიცვათ ფერადი საცვლები, ფერი კი იმის მიხედვით უნდა აირჩიოთ, რაც ყველაზე მეტად გსურთ, თუ წითელს ჩაიცვამთ, აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულში, ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შეიტანს.
– გამიგია, ძველით ახალ წელს, თუ ზარის წკარუნით შეხვდებით, ეს მთელ წელს ცუდი მოვლენებისგან დაგიცავსო. ამაზე რას იტყვით?
– სხვათა შორის, იაპონელების აზრით, ახალ წელს, 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ცხოვრებას უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს, რაც მათ სადღესასწაულო განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. ეს ტრადიცია აქედან იღებს სათავეს და თუ ძველით ახალ წელს, 12 საათზე, 108-ჯერ არა, მაგრამ სამჯერ ჩამოკრავთ ზარს, ეს მომავალში უსიამოვნებებსა და ცუდ მოვლენებს აგარიდებთ თავიდან. უძველესი ტრადიციაა, 13 იანვარს მდინარეში მონეტების გადაყრა. ითვლება, რომ ასე, ცუდს, წყენას, დარდსა და უფულობას ატანთ გამდინარე წყალს და მომავალში იბედებთ სიხარულს, ბედნეირებასა და ბევრ ფულს. ეს რიტუალი, ასევე, ბოროტი სულების დასაფრთხობად  და ნეგატიური აურისგან თავის დასაღწევად ძალიან კარგია.
– ასაკში შესული ადამიანები ამბობენ, ყველაზე ნაღდი მეკვლე ისაა, ვინც 15 იანვარს შემოაბიჯებს სახლშიო. ეს სიმართლეა?
– მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.
ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა, რა თქმა უნდა „კაი ფეხის პატრონს”. მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი და თან, ტკბილეული მიერთმია ოჯახისთვის. მხიარულ მეკვლეს ღვინო და სხვა სასმელიც ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გაბრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, რადგან სესხება-გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა, ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დატვირთვით, როგორც ძველად. საქართველოში ბედობას ორჯერ აღნიშნავენ - 2 და 15 იანვარს. წლების წინ ირლანდიაში გახლდით და ახალი წლის შეხვედრა იქ მომიწია. ასეთი ტრადიცია აქვთ: 15 იანვრის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და უმასპინძლდებიან. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „ქართულ ნაძვის ხედ“ ცნობილი ჩიჩილაკი,  წმიდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას „ბასილის ფაფუკ წვერებსაც” ეძახიან. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება, დიდი წმიდანის მიმართ. ადრე, გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა, თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდნენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.  ფაქტია, დრო გადის, ტრადიციები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ყველაზე მთავარი – რწმენა, რომ ახალ წელიწადს, ყველაზე სანუკვარი სურვილები აგვისრულდება.

скачать dle 11.3