კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ნახულობდა თვე-ნახევრის განმავლობაში დონალდ ტრამპს ნანუკა გოგიჩაიშვილი და რას აცნობდა მას ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი საკუთარ თვითმფრინავში #1

მშვენიერი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის 2016 წელი  კარგი და წარმატებული იყო. თუმცა, 2017 წელიც არანაკლებ საინტერესოდ დაიწყო – ის მალე მილანში, როგორც მოდელი, ისე გაემგზავრება.
ნანუკა გოგიჩაიშვილი: იანვარში რამდენიმე თვით მივდივარ მილანში სამუშაოდ, აქამდეც მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ ახლა ვარ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იმისთვის, საკუთარ თავს, როგორც მოდელს უცხოეთში ისე დავაკვირდე. საერთოდ, არაფერს ვეტაკები დაუფიქრებლად – მირჩევნია, განვიხილო, დავჯდე, მოვიფიქრო: მაწყობს თუ არა და მერე გავახმოვანო საჯაროდ. ამერიკაში რომ ვიყავი, იქაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ბოლო წუთებში ვეღარ დავრჩი. სულ მაქვს ის მომენტი, რომ ბებია ძალიან მომენატრება. იტალია აქვეა, თან იმდენჯერ ვარ ნამყოფი – ფეხი გადადგი, გადმოდგი და იქ ხარ. ამერიკაშიც ისე კარგად ვარ მოწყობილი, თითქმის მეორე ოჯახში ვარ. ჩემს ბავშვობის მეგობართან, იზუნასთან და დედამისთან ერთად ვცხოვრობ. ისეთი კომფორტი მაქვს, მაგრამ მაინც არ ვრჩები.
–  მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში სილამაზის კონკურსზე იყავი, სადაც ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს შეხვდი და გაიცანი. მომიყევი, ეს ისტორია.
– „მის საქართველოს“ შემდეგ მომიწია „მის სამყაროზე“ წასვლა, რომელიც იმ დროს დონალ ტრამპს ეკუთვნოდა. კონკურსზე ვიყავით 83 ქვეყნის წარმომადგენელი. კონკურსის მიმდინარეობისას გარკვეული მიღწევები მქონდა, დატვირთული ვიყავი, სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, რაც საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. ერთ-ერთ საქველმოქმედო  ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა თავისი თვითმფრინავით გადაგვაფრინა 5 ქვეყნის წარმომადგენელი და მაშინ გავიცანი. ლას-ვეგასის თავზე რომ დავფრინავდით, გვეუბნებოდა: ეს „ტრამპ თაუერია“, ეს ის კაზინოა... – ოჯახური, მეგობარი რომ გაცნობის თავის რაღაცეებს, ასეთი სიტუაცია იყო. უშუალო ადამიანია, ეტყობა რომ, ბიზნესმენია. კამერა გამორთული რომ იყო, მაშინაც თავის თავზე მუშაობდა. მერე, მთელი კონკურსის განმავლობაში, მოდიოდა ხოლმე. კულისებშიც შემოდიოდა, სადაც მაკიაჟს ვიკეთებდით და მერე, ამ ყველაფერს აშუქებდნენ. ხელს ჩამოგვართმევდა და იტყოდა: „ბექსტეიჯში გოგონებთან“. მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში სულ მოდიოდა. მიშა სააკაშვილს რომ ხვდებოდა, იმდენად უყვარს თავისი პროექტები და ისეთი ენთუზიაზმით ეკიდება თავის საქმეებს, მასაც აჩვენა თავისი ჟურნალი, სადაც გოგონების ფოტოები იყო და მათ შორის, „მის საქართველოსი“, ანუ ჩემი. ზოგადად, ესაუბრებოდა რაღაცეებზე და შემდეგ უთხრა: „მის საქართველოც“ იყო ჩემს კონკურსზე და ვიცნობდიო. მიშა სააკაშვილმა რომ დაინახა ჩემი ფოტო – ვაიმე, ნათიას შვილიაო და დონალდ ტრამპს უთხრა: დედამისი ჩემთან მუშაობსო. ნათიამ არც იცოდა, რა ხდებოდა. შეიყვანეს, გააცნეს დონალდ ტრამპი და როგორც მერე, სხვა ჟურნალისტებმა მითხრეს, მას დედაჩემისთვის უთქვამს: თქვენც უნდა გამოსულიყავით ჩემს კონკურსზეო.
– ახლა, როცა პრეზიდენტად აირჩიეს, არ გაუგზავნე მისალოცი წერილი?
– მისი მარჯვენა ხელის, მაიკლ კოჰენის საკონტაქტო ნომერი მაქვს. კონკურსზე დამიტოვა „ვიზიტკა“, რადგან სააგენტოც ჰქონდათ და შემომთავაზა: რომ დაბრუნდები ამერიკაში, შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდეო. მაგრამ, იმ დროს ასეთი რაღაცეებით არ ვიყავი დაინტერესებული. არ ვარ ისეთი ტიპი, რომ მივწერო, მივულოცო. ჩემი ინტერესები მაქვს და იმ ინტერესებით გემრიელად ვცხოვრობ.
– როგორი იყო შენთვის 2016 წელი?
– ძალიან კარგი. ბევრნაირი აქტივობა მქონდა, ბევრ რამეს დავეუფლე. ჩემთვის გართობაა სიახლეები – პატარა-პატარა რაღაცეებისგან ვქმნი ჩემს ცხოვრებას, რაც ძალიან მომწონს. ამერიკაშიც ვიყავი, ნიუ-იორკში შევხვდი ახალ წელს, მერე მაიამიზე წავედით მე და იზუნა. კარგი დასვენება მოვიწყეთ. „ფეშენ-თივისთვის“ რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ. ინტერვიუ ჩავწერე „ვოგის“ ფოტოგრაფთან, ასევე ერთ-ერთ მხატვართან.
– საქართველოში 20 წელს რომ გადააბიჯებ, უკვე იწყებენ კითხვის დასმას: არ თხოვდები, როდის თხოვდები? შენ არ გეკითხებიან ამას?
– ჩემს შემთხვევაში, ამაზე სულ ლაპარაკობენ, მაგრამ მერე, თვითონვე სცემენ პასუხს: შენ ისეთი ხარ, ვინ უნდა მოგეწონოსო. შეიძლება, ისეთი შეხედულება მაქვს – შენ ვისზე უნდა იზრუნოო, მაგრამ მზრუნველობის გადანაწილება ძალიან მიყვარს. რაღაცას თუ ჩავიბარებ, აუცილებლად კარგად მოვუვლი. მაგრამ „ვაი, მზე ამოვიდა, დღეს ვთხოვდები, ასეთ ხასიათზე ვარ“ – ალბათ, ასე იქნება ჩემი გათხოვება. ვინც მიცნობს, ყველა მეუბნება: ნანუკა, 2 საათით ადრე გაგვაგებინე, რომ თხოვდებიო. დაგეგმილი რაღაცეები არ მიყვარს, მინდა, ყველაფერი ზღაპრულად იყოს. გათენდება, გაიღვიძებ, ფარდას გადაწევ და იტყვი: დღეს ის დღეა, ვიტყვი – „კის”. ბოლომდე ზღაპარში უნდა იცხოვრო. მაგრამ, მე როგორ ადამიანსაც ვეძებ, იმას საერთოდ არ უნდა ცოლის მოყვანა. შეკეტილია თავისთვის სადღაც მთაში, თავის სახლში ან ლაბორატორიაში. სულ მომწონდა, მაგალითად, ფიზიკოსი, რომელიც ისეთ რამეზე მუშაობს, რომ სულ არ აინტერესებს ლამაზი ან ჭკვიანი გოგო. ნაპოლეონი მიყვარს და მისნაირი იშოვო 21-ე საუკუნეში, ძალიან რთულია. მერე ვიფიქრე, ასეთს თუ ვერ ვნახავ, მაშინ ჩემნაირი უნდა ვიპოვო და ძალიან კარგი ცხოვრება მექნება-მეთქი. მთაზე უნდა ამოძვრეს, ცხრა მთა, ცხრა ბარი გამოიაროს და მე „გამარჯობას“ ვეტყვი. ანუ, ბოლომდე უნდა იბრძოლოს და მე ნაწნავს გადავუგდებ. ადამიანი რომ მეპრანჭება, ჯერ გონებაში უნდა გადავწყვიტო, რომ მზად ვარ, გავეპრანჭო. ხალხს უკვირს: სცადე, ტელეფონს უპასუხე... ვარდს რომ მოგიტანს, გაუღიმე. მაგრამ არა, თავიდანვე ისე ვბლოკავ ურთიერთობებს, რომ ბოლოს რა გამოვა, დავრჩები 40 კატასთან ერთად. თუმცა, არც ეს მეწყინება, მაგრამ 40 კატასთან ერთად არა, 40 ძაღლთან ერთად სიამოვნებით ვიცხოვრებ.
– ალბათ, ისე არავინ მოგწონებია, რომ მასთან ურთიერთობის სურვილი გაგჩენოდა.
– ამერიკაში რომ ვიყავი, სამი ისეთი ბიჭი მეპრანჭებოდა, ჩემს კრიტერიუმებს ბოლომდე რომ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს. იზუნას ვეუბნებოდი: კარგი, იყოს, ზეგ გავეპრანჭები... დღეს ხომ ატრაქციონებზე მივდივართ და მერე ვუპასუხებ... მოდი, დღეს მუზეუმში წავიდეთ, მერე გავეპრანჭები. ანუ, ფილმური რაღაცეები ძალიან მიყვარს – ყველაფერი რომ დაგეგმილად მაქვს და მჭირდება ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში ამყვება. ასეთი მყავს იზუნა. ასე, მარტივია, შენი ცხოვრება თავად გააბედნიერო, მრავალფეროვანი გახადო და კიდევ ვინმე რომ შემოვიყვანო ჩემს ცხოვრებაში და ამ წესებით ვაცხოვრო, არის კი მზად ამისთვის?! ასეთი რაღაცეების გარისკვის ცოტა მეშინია.
–  როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი ოჯახი, ოჯახური ცხოვრება?
– როცა გავთხოვდები, რა თქმა უნდა, კარგი ოჯახი უნდა მქონდეს, გვერდით მეყოლება ისეთი ადამიანი, როგორიც მინდა. თან, ისეთი ისტორიები აქვთ ბებიას და ბაბუას, მამას და დედას, რომ მესამე და სამართალიო, მეც ასეთი ოჯახი უნდა შევქმნა. ნათია ვორკოჰოლიკია თავიდან ბოლომდე, იმხელა გზა აქვს გამოვლილი. თან, ძალიან პატარა გათხოვდა და იმდენ რამეს გაუძლეს ერთად, რომელიმე რაღაც ეტაპზე გამწარდებოდა და იტყოდა: აღარ მინდაო, მაგრამ ბოლომდე მოიტანეს ეს ოჯახი. განათლებული ადამიანი ყველაფერს საღად უყურებს. არ არის ის მომენტი: ცოლი თუ 12-ზე მოვა სახლში, არ შეიძლება. თუმცა, ქალმაც ჭკუა უნდა იხმაროს. არ შეიძლება, ყოველდღე ღამის 12-ზე მიხვიდე სახლში. მაგრამ, როცა ყველაფერი დაბალანსებულია, ურთიერთობას არაფერი აკლია, ყველაფერი გამოდის. ამისთვის ერთი მაინც უნდა იყო ჭკვიანი, რომ მან წაიყვანოს ურთიერთობა. მეორეს კი იმდენი ტვინი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ენდოს და გაჰყვეს. მაგრამ, როცა ძლიერი ხარ, გინდა, გვერდით ძლიერი ადამიანი. თუმცა, შეიძლება, საზოგადოებაში შეინარჩუნო იმიჯი, რომ რკინის ქალი ხარ – მარგარეტ ტეტჩერი, მაგრამ სახლში გმართებს, სხვანაირი იყო. არ არის აუცილებელი, კამერებთან როგორიც ხარ, სახლშიც ისეთი იყო. ყველა ისე არ უნდა გიცნობდეს, როგორიც შენს საყვარელ ადამიანთან, შეყვარებულთან თუ ქმართან ხარ.

скачать dle 11.3