კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოთხოვნები არ გაუჩნდება საყვარელი ადამიანის მიმართ ავთო აბესლამიძეს და რა ნაბიჯს არ გადადგამს ის ნიკა გვარამიას გარეშე #1

„X ფაქტორის“ გამარჯვებული – ავთო აბესლამიძისთვის 2016 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო. გამარჯვების გარდა, მან ახალი, საინტერესო შემოთავაზებები მიიღო, რაც, როგორც თავად ფიქრობს, მის კარიერას რადიკალურად შეცვლის.
ავთო აბესლამიძე: ძალიან ბედნიერი იყო ეს წელი ჩემთვის. მივაღწიე იმას, რისთვისაც ვიბრძოდი. ამიტომაც, 2016 წელი, როგორც ჩემს, ასევე მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ბედნიერად ჩაიწერება. ჩემი დაც გათხოვდა და მოკლედ, ამიტომაც მთელ ოჯახს ბედნიერი წელი გვქონდა.
– როგორ შეეგუე დის გათხოვებას?
– ორი და მყავს და ორივე ჩემზე უფროსია. ერთი ადრე გათხოვდა, მეორე – ახლა. ამიტომაც, ამ სიტუაციას თავიდანვე ვიყავი შეგუებული. ჩემთვის მთავარია, ბედნიერი იყოს. უბრალოდ, რადგან ხშირად თბილისში მიწევს ყოფნა, ჩემი მშობლები მარტო დარჩნენ და ცოტა მეცოდებიან. ჩემი და მე მივაცილე საკურთხევლამდე და როდესაც მასთან გადაღებული ფოტო დავდე, გავრცელდა ჭორები: ცოლი მოიყვანაო. პოსტიც კი დავწერე: ჩემი დაა-მეთქი, მაგრამ კომენტარებში მაინც მილოცავდნენ. კარგია, რომ უხარიათ ჩემი ბედნიერება, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ ამაზე. პროექტმა მომცა იმის საშუალება, საკუთარი თავი დამემკვიდრებინა, მაგრამ არ მინდა, რომ მხოლოდ „X ფაქტორით“ შემოვიფარგლო, მინდა უფრო მეტი გავაკეთო და ჩემი ძალებით ქართულ შოუ-ბიზნესში ღირსეული ადგილი დავიკავო.
– რა სიახლეებია შენს კარიერაში?
– ოთხი ქართველი კომპოზიტორის სიმღერას ვაკეთებ, რომელთა პრემიერა 2017 წელს შედგება. მიხარია, რომ მათი სიმღერები იქნება ჩემს ალბომში. გარდა ამისა, მაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება: შეიძლება, შევიცვალო საცხოვრებელი ადგილი, ანუ, თურქეთში გადავიდე. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი საპროდიუსერო ჯგუფი მაკვირდებოდა „X ფაქტორის“ დროს და შემდეგ დამიკავშირდნენ. ლაივში მომისმინეს და მოეწონათ, განსაკუთრებით ჩემი ხმის ტემბრი. ეს არის საპროდიუსერო ჯგუფი, რომელთანაც, სავარაუდოდ, 3-4-წლიან კონტრაქტს გავაფორმებ. შეიძლება, მომიწიოს სტამბულში ცხოვრება, ოღონდ რამდენი ხანი, არ ვიცი. ეს საპროდიუსერო ჯგუფი თავიდან ბოლომდე იზრუნებს ჩემზე. ისინი თანამშრომლობენ 4 ქვეყანასთან: შვეიცარიასთან, გერმანიასთან, ისრაელთან და ავსტრიასთან. თურქულისა და ინგლისურის მასწავლებელს, საცხოვრებელ ადგილს, მოკლედ, ყველაფერს ისინი იღებენ საკუთარ თავზე. ჩემზე დამოკიდებულია, რომ მაქსიმალურად გავაკეთო ის, რაც მუსიკას ეხება. თავიდან შემომთავაზეს, თურქულ ბაზარზე კონკურსებით დამემკვიდრებინა თავი, მაგრამ უარი ვთქვი. კონკურსი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მოვიგე და იქ, პირველ-მეორე ტურში გასვლა, მხოლოდ მონაწილეობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამიტომ, შემომთავაზეს, რომ მათ ცნობილ მომღერლებთან: ტარკანთან, სერდარ ორჩინთან და სხვებთან, დუეტები გავაკეთო. ამით დამკვიდრდები ჩვენს ბაზარზეო. სტამბულში აქვთ ოფისი, მაგრამ ძირითადად, მსახიობის შემოქმედების გაყიდვა ხდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა – სიხარულისგან დავფრინავდი.
– არ დაელაპარაკე ამის შესახებ შენს მენტორს, ნიკა გვარამიას?
– რა თქმა უნდა, დაველაპარაკე. ნიკას გარეშე ნაბიჯს არ ვდგამ და მგონია, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება. აქამდე ჩემთვის ცუდი რჩევა არ მოუცია. მისი ყველა რჩევის გათვალისწინებით, ახალი ეტაპი და ახალი ფურცელი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, კონტრაქტს ნიკაც გადახედავს და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ მოვაწერთ ხელს. ძალიან მოეწონა ეს შემოთავაზება და ყველანაირად მიდგას გვერდში. ნიკა საკმაოდ დაკავებულია, ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მაინც ხშირად მკითხულობს: რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალიო. თუ თბილისში ვარ, აუცილებლად ვნახულობ, თუ ბათუმში ვარ, იქიდან ვწერ ხოლმე. რა სიახლეც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად ვეტყვი, რადგან ნიკასთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს, მის გუნდში მყოფი ადამიანი, გამარჯვებული, რა ნაბიჯებს დგამს. მეც მიხარია, ნიკას რომ ვუყვები, როგორ გამომიჩნდა პროდიუსერი და მასაც ძალიან უხარია. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
– პროექტში ბინაც მოიგე ვაკეში. რა ეტაპზეა ახლა ის?
– გასაღები გადმომცეს, უკვე დასრულდა ტიხრების გაკეთება, ახლა შეათეთრებენ და მერე უკვე დავიწყებ რემონტს, ავეჯის დალაგებას. ყველაფერი ჩემთან შეთანხმებით კეთდებოდა და მინდა, სადა ფერებში იყოს. ძალიან მიყვარს მარტოობა. ასეთ დროს ვფიქრობ ყველაფერზე და ამიტომაც არ მინდა, ფერადი კედლები მქონდეს. უფრო ნათელი და დამჯდარი ფერები იქნება. შეიძლება, საძინებელი ნაცრისფერსა და შავში გადავწყვიტო. ჩემი აზრით, საძინებელი სიმშვიდეს უნდა ჰგვრიდეს ადამიანს. იქ უნდა ისვენებდე. მისაღები კი ნათელი უნდა იყოს, რომ საძინებლიდან გამოსული კონტრასტში აღმოჩნდე.
– არსებობს ვინმე შენს ცხოვრებაში, ვინც ბინის დიზაინში ერევა და ვისაც შეუთანხმებ შენი საძინებლისა თუ მისაღები ოთახის ფერებს?
– ჯერჯერობით, ასეთი არავინაა ჩემს ცხოვრებაში. არის საკითხები, რაშიც რადიკალური ვარ და არის საკითხები, სადაც მარტივად შემიძლია, შევიცვალო აზრი. ისეთი არავინ მყავს, ვინც გადაწყვეტდა: ეს ასე გავაკეთოთო. რომ მყავდეს, ყველაფერს მას მივანდობდი, ამაზე არ მაქვს გართულება. თან, მიყვარს ასეთი საკითხების თავიდან აცილება. ამიტომაც მთლიანად მას მივანდობდი... მაგრამ, როცა საქმე მუსიკას ეხება, აქ რადიკალური ვარ – არავის ჩავრევ. არც მე ჩავერევი მის ცხოვრებაში და ის მანამდე ვერ გახდება ჩემი მეორე ნახევარი, სანამ არ გვეცოდინება ერთმანეთის სურვილებისა და ინტერესების შესახებ. ერთმანეთს რაღაცეები კიდეც უნდა ვკითხოთ და გავითვალისწინოთ, მაგრამ ერთმანეთის ცხოვრებაში უხეშად არ უნდა ჩავერიოთ, განსაკუთრებით, როცა უკვე მეუღლე გახდება. მანამდე უნდა გაირკვეს ყველაფერი – გავიაზროთ ერთმანეთის ინტერესები, რომ მერე არ გაგვიჩნდეს სხვა მოთხოვნები. ვფიქრობ, ჩემთან ცხოვრება ძალიან მარტივი უნდა იყოს, რადგან ზედმეტს არაფერს ვითხოვ. ერთი, რაც ცუდი მაქვს ხასიათში, ის არის, დილით რომ ვდგები, ზოგჯერ ყველაფერი მაღიზიანებს. ერთადერთი ამ მხრივ შეიძლება, იყოს ჩემ გვერდით ცხოვრება რთული.
– ერთგული ხარ?
– შეიძლება, ძალიან „ღრუზინულად“ გამომდის, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანს აქვს პერიოდი, როცა ყველაფერი უნდა გამოიაროს. შეიძლება, ჯერ ბევრი რამ არ მინახავს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ბევრი რამ უკვე გამოვიარე. როცა გადავწყვეტ, რომ ოჯახი შევქმნა, ერთგული ვიქნები მისი, რადგან ის ჩემთვის იქნება ყველაფერი: მეგობარიც, ცოლიც – ვისთან ერთადაც ყველაფერი გამიხარდება და ბოლომდე ერთგული ვიქნები.
– რას ფიქრობ ერთჯერად ურთიერთობებზე, რომელსაც კაცები ყოველთვის უპოვიან ხოლმე გამართლებას?
– რა ვუთხარი ისეთ კაცს, ქალი საბაბს აძლევდეს და არ გამოიყენოს. თუმცა, ვფიქრობ, ქალი საბაბს არ მოგცემს, თუ შენ არ მიეცი საბაბი. შეიძლება, სადღაც ვართ, მე გავხედე ერთხელ, ორჯერ და მერე ისიც დაიწყებს შენს „შებმას“. მერე შენც ვეღარ აკონტროლებ თავს და ასე იწყება ყველაფერი. როცა ცოლი მეყოლება, ვეცდები, მასთან ერთად წავიდე ყველგან. მირჩევნია და ძალიან მინდა, მე ვზრუნავდე ოჯახზე და ამ კუთხით ჩემი სიტყვა გაითვალისწინოს. თუ თვითონ იმუშავებს, ჯობია, ის თანხა თავისთვის ჰქონდეს, თვითონ მოიხმაროს. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. თვალებში რომ შეხედავ, უნდა მიხვდეს, როგორ მოიქცეს. 2 თვეში რომ ქორწინდებიან, მერე ირღვევა ყველაფერი. ამიტომ, ჯობია, 1-2 წელი ხვდებოდე, ოღონდ ხშირად. ისე უნდა იცნობდე, რომ მიმიკებითაც ხვდებოდეთ ერთმანეთის აზრებსა და განწყობას.

скачать dle 11.3