კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გიჟად არის შერაცხილი ანდრია გველესიანი და რატომ გაგრძელდა მისი და მაიკო ვაწაძის მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა #1

24 წლის მომღერალი და ახმეტელის თეატრის მსახიობი, ანდრია გველესიანი წელს ერთ-ერთია, ვინც „ევროვიზიაზე” საქართველოს სახელის წარსადგენად იბრძვის. ფიქრობს, რომ მისი სიმღერა საკმაოდ ძლიერია და შეძლებს, საკუთარი შესაძლებლობების ღირსეულად წარმოჩენას. გარდა ამისა, მუშაობს არაერთ ახალ სიმღერაზე. საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ ის შეყვარებულია და მისი რჩეული – მაიკო ვაწაძე, ასევე ახმეტელის თეატრის მსახიობია. სად და როდის გადაიკვეთა მათი გზები და როგორი ქალები ხიბლავს ანდრია გველესიანს, ამის შესახებ ის თავად გვესაუბრა.
ანდრია გველესიანი: ძირითადად, თეატრით ვარ დაკავებული, ჯერჯერობით, დეტალებს არ გავახმაურებ, მაგრამ გეტყვით, რომ იგეგმება უმაგრესი პროექტი – მიუზიკლი, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური და გასცდება საქართველოს ფარგლებს. მე მაქვს მთავარი როლი  და დიდ იმედებს ვამყარებ მასზე. ბოლო დღეებია, „ევროვიზიისთვის” მზადება გახდა ერთ– ერთი პრიორიტეტი. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, გიორგი ლაღიძემ დამიწერა ძალიან კარგი სიმღერა. ამ სიმღერაზე მუშაობის პროცესი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა თეატრში პრემიერისთვის ვემზადებოდით და ღამის სამ საათზე მივდიოდი სახლში. ის, რაც ატვირთულია, არ არის საბოლოო ვერსია. თუმცა, სიმღერამ უკვე დაიმსახურა საკმაოდ დიდი მოწონება, რასაც ნახვების რაოდენობა მოწმობს. უკვე დაიწყო „ევროვიზიის” გვერდზე ხმის მიცემა და რეიტინგით, თუ არ ვცდები, ამ ეტაპზე მესამე ადგილზე ვარ. მე ჩემი აზრით, საევროვიზიო სიმღერა მაქვს, რადგან ტექსტიც დაახლოებით ისეთია, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწას, რაც ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალური თემაა დღეს მსოფლიოში.
– როდის გადაწყდება, რომელი თქვენგანი წარადგენს საქართველოს „ევროვიზიაზე”?
– უახლოეს მომავალში, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ჯერ უნდა შეირჩეს ათი წარმომადგენელი და შემდეგ ჩატარდება კონცერტი, სადაც გამოვლინდება ის ერთი, ვინც საქართველოს კიევში წარადგენს. იმედი მაქვს, ის ერთი მე ვიქნები (იცინის). სხვათა შორის, კიევი ძალიან მომენატრა და რატომღაც კარგად მაქვს დაცდილი იქაური სცენა. თუ გავიხსენებთ ჩემს გამოსვლას ,,X ფაქტორში”. მაყურებელი კარგად მიღებს კიევში და ამაზეც იფიქრეთ, მეგობრებო (იცინის). კონკურსების გიჟად ვარ შერაცხილი, ზოგადად, მიყვარს შეჯიბრება, რა თქმა უნდა, იმ საქმეში, რაც გამომდის. ნებისმიერი კონკურსი კარგია. იზრდები და რაც მთავარია ეცნობი ხალხს. მიყვარს ის შეგრძნება, სცენაზე რომ უნდა გახვიდე და დაამტკიცო, რა ძლიერი და მაგარი ხარ.
– შეყვარებულზე მიამბე, ალბათ, პროფესიამ დაგაკავშირათ...
– საერთოდ ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს და ორივეს ბევრჯერ გვითქვამს უარი ინტერვიუებზე. მესმის, რომ როდესაც ცნობილი ხარ, ინტერესიც დიდია, მაგრამ ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, როცა ამ თემას შენთვის დაიტოვებ და საჯაროდ არ გამოფენ. ისიც მსახიობია და ორივე ერთი ჯგუფიდან მოვდივართ, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა, უკვე სამი წელია, ერთად ვართ.
– ოჯახის შექმნის თემა თუ განიხილება?
– ძალიან არ მიყვარს ეს კითხვა. ზოგადად, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჯერ ამის შესახებ არ ვფიქრობ. როცა დაოჯახებას გადავწყვეტ, ეს იქნება ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში და ოჯახს ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტულად ჩავთვლი. ვფიქრობ, ოჯახის შექმნა ხელს არ შეუშლის ჩემს კარიერას. პირიქით, უფრო გააძლიერებს, რადგან, როცა კაცს ოჯახი დალაგებული აქვს, ბევრად ძლიერია კარიერაშიც.
– როგორი უნდა იყოს გოგო, რომ შენი ყურადღება მიიქციოს? შენი აზრით, ქალი უნდა იკავებდეს წამყვან პოზიციას ოჯახში თუ მამაკაცი?
– როცა შინაგანი და გარეგნული მონაცემების სინთეზია, იქ უკვე ყველაფერი იდეალურადაა. უპირველესად, გარეგნულად უნდა იყოს ეფექტური, რადგან ჯერ ვიზუალურად აღიქვამ ადამიანს და მერე ეცნობი მის შინაგან სამყაროს. ძალიან მნიშვნელოვანია თვალები. თუმცა, ზოგჯერ ადამიანის შინაგანი ბუნება იმდენად ძლიერია და იმდენად დიდი ინტელექტის პატრონია ის, რომ გარეგნობასაც ჩრდილავს. რა თქმა უნდა, კომფორტული ადამიანი უნდა იყოს და ურთიერთგაგება ჩამოყალიბდეს ჩვენ შორის. გადაჭრით იმის თქმა, რომ ოჯახში კაცია მთავარი, ან პირიქით, არ შეიძლება. უნდა იყოს ძლიერი ქალი და ძლიერი მამაკაცი – ძლიერი ძლიერს იზიდავს ყოველთვის. სიყვარულიც თავისთავად მუდმივი ომი და ჭიდილია. ამის გარეშე, ურთიერთობა შეიძლება, მოკვდეს. ვფიქრობ, არცერთ ნორმალურ ქალს არ უნდა უნდოდეს გვერდით სუსტი მამაკაცი, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული. დამოკიდებულება თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს.
– შეიძლება ქალი არ იყოს რეალიზებული თავის პროფესიაში, იჯდეს სახლში, ზრდიდეს შვილებს, მაგრამ იყოს ძლიერი?
– თავისთავად, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან დიდი დანაშაულია, როცა ნიჭიერი ქალბატონები სხედან სახლში და თავიანთ საქმეში არ არიან რეალიზებულები. მე ყოველთვის შევუწყობ ხელს ჩემს მეუღლეს, რომ იყოს წარმატებული. როგორც მე მინდა, მქონდეს ძლიერი ოჯახი და ყველაზე მაგარი კარიერა, ასევე, ჩემს მეორე ნახევარსაც უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, იყოს ერთ-ერთი პირველი. ეს ამბიცია უნდა იყოს ჯანსაღი და მიზნის მისაღწევად მუდმივად უნდა იბრძოდე. თუ საჭიროა. არც უნდა გეძინოს, არ ჭამდე და ასე შემდეგ. ჩემი მომავალი მეუღლე მინდა, უპირველესად, იყოს სამაგალითო დედა თავისი შვილებისთვის, მერე კი წარმატებული – თავის პროფესიაში. მე მხიბლავს, როცა ქალი წარმატებული და რეალიზებულია, ჰყავს თაყვანისმცემლები, შემდგარი და საკუთარ თავში დაჯერებულია. თუ რამეში ეჭვი შეეპარება, ამ დროს იქ ვარ, რომ ვუთხრა: ეჭვი  არაფერში შეგეპაროს, შენ ხარ ყველაზე მაგარი და ყველაფერი გამოგივა! 
– დაოჯახებისას ასაკს აქვს მნიშვნელობა?
–  ვფიქრობ, არავინ არავის არ უნდა განუსაზღვროს დაოჯახების ასაკი და მით უმეტეს, შენ საკუთარ თავს. ზოგისთვის ძალიან ადვილია ადგეს და მოიყვანოს ცოლი, მაგრამ ჩემთვის, ოჯახი ყველაზე დიდი საგანძურია, რაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში შექმნას, შესაბამისად, არ არის ადვილად გადასაწყვეტი. არც მათ ვამტყუნებ, ვინც ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს, ბევრი ასეთი წყვილი ვიცი, ნაადრევად  რომ დაოჯახდნენ და დღემდე გადასარევად არიან. მინახავს 30-35 წლის ასაკში რომ შექმნეს ოჯახი და მათი თანაცხოვრება არ შედგა.
– რამდენჯერმე ქორწინება მისაღებია შენთვის?
– ეს თემა არ მხიბლავს და უფრო მეტიც, ძალიან დიდი პროტესტი მაქვს მის მიმართ. მიჭირს იმაზე საუბარი, რაც, არც მქონია და იმედია, არც მექნება. ბევრ ცოლს არ მოვიყვან (იცინის).
– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, მაიკო არ ეჭვიანობს?
– არა, არ ეჭვიანობს. ვფიქრობ, თუ შინაგანად საინტერესო არ ხარ, გარეგნობა არაფერია – იქნები ცარიელი ,,ფუტლარი”. დიდი იმედი მაქვს, რომ გარეგნობა არ არის ჩემი თაყვანისმცემლებისა თუ გულშემატკივრებისთვის მთავარი. მართლა გადამკვდარი ვარ ჩემს პროფესიაზე. ამით ვაზროვნებ, ვცხოვრობ და მინდა, რომ ჩემი სამსახიობო ხელოვნებითა და სიმღერით მაფასებდეს ხალხი.
– წარმატებისკენ სწრაფვა ბავშვობიდან მოგყვება?
– ძალიან გიჟი ბავშვი ვიყავი, ახლაც გამოვირჩევი მოზღვავებული ენერგიით. მახსოვს, სკოლაში მერხებზე ავდიოდი და ისე ვმღეროდი. ძალიან ძლიერი ხმა მქონდა და ყოველთვის უმიკროფონოდ მამღერებდნენ. ძალიან კარგად  მახსოვს, დაახლოებით ათი წლის ასაკში, სკოლის დარბაზში შევასრულე ,,ო სოლე მიო” და ამას მოჰყვა მთელი ხალხის აღფრთოვანება – აპლოდისმენტები და ფეხზე ადგომა. პიანისტმა ქალმა კი ასეთი სიტყვები მითხრა: ეს მხოლოდ დასაწყისია, ბევრად  მეტი წარმატება გელოდება ცხოვრებაშიო. ეს ფრაზა ჩამრჩა გონებაში და მჯერა, რომ ასეც იქნება.

скачать dle 11.3