კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #1

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-52(835)

 ვანიკო მეორე ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე ავიდა და წინასწარ გამზადებული სატყორცნი მოწყობილობიდან გენო კოკაიას სამზარეულოს ფანჯარას დაუმიზნა. შემდეგ სასხლეტს ფრთხილად დააჭირა  თითი, „ობობა“ გაისროლა და ფანჯარას მიაკრა. ბიჭმა მობილურით ანას დაურეკა და ჰკითხა:
– არის სიგნალი?
– კი. მშვენიერი ხარისხის ორივე სიგნალია. ყოჩაღ, მალე მოხვალ?
– მოვდივარ, – მიუგო ვანიკომ ანას და სახურავიდან ქვევით დაეშვა.
– ყოჩაღ, ვანიკო. არ მეგონა, თუ ასე იმუშავებდა შენი მოწყობილობა, – შეაქო ანამ ბიჭი. ვანიკომ კი მიმღები მოწყობილობიდან სიგნალი ლეპტოპზე გადაიტანა და ეკრანზე გენო კოკაიას სამზარეულო გამოჩნდა. ოთახში გენო და მოზესი ისხდნენ და საუბრობდნენ. ბიჭმა ხმა ჩართო და უკვე მთელი საუბრის მოსმენის საშუალება მიეცათ. ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ ეგ ორნი სანეპიდემიოლოგები იყვნენ და არა სხვები? – ჰკითხა მოზესმა გენოს.
– შენ თვითონ არ ნახე? – ჩაეცინა კოკაიას.
– რას გულისხმობ ნახვაში?
– რას და იმას, თუ როგორ წამლავდნენ სადარბაზოს, – მხრები აიჩეჩა კოკაიამ.
– იქნებ ინიღბებოდნენ?
– ინიღბებოდნენ? – ჩაეცინა გენოს.
– ჰო. რატომ გიკვირს? – თქვა მოზესმა, – ვერ ნახე, როგორ ჰქონდათ მორგებული სახეზე ნიღბები?
– კარგი, რა.
– რა კარგი რა, გენო. შენი პროფესიის ადამიანი ბევრად უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოს, თუ გინდა – ეჭვიანი, – თქვა მოზესმა და გააბოლა, – რაც არ უნდა იყოს, დაქირავებული მკვლელი ხარ.
– ხომ ვამბობდი, დაქირავებული მკვლელია-მეთქი, – უთხრა ანამ ვანიკოს, როდესაც მოზესის სიტყვები მოისმინა. ვანიკომ კი კითხვა შეუბრუნა:
– ანა, მეორეს ხმა არ გეცნობა?
მოზესი ზურგით იჯდა და „მფრინავი ობობა“ მას ვერ აფიქსირებდა. ამიტომ ანამ ის ვერ იცნო. ვანიკოს კი მიუგო:
– არა.
– მე მგონი, ის მოზესია.
– ვინ მოზესი? – უცებ ვერ მიხვდა ანა. შემდეგ ხელი გააქნია და დააყოლა, – ჯონ მოზესი?
– ჰო.
– მოიცა. ხმას დავუკვირდე, – თქვა ანამ.
ამ დროს კოკაიამ მოზესს უთხრა:
– ჯონ, ნუთუ კვალიფიკაციას მიწუნებ?
– არა, გენო. უბრალოდ, მეტი სიფრთხილისკენ მოგიწოდებ, – გაუღიმა მოზესმა მასპინძელს, შეტრიალდა და როდესაც ეკრანზე მისი სახე გამოჩნდა, ანამ შეჰყვირა:
– ღმერთო ჩემო, მართლა მოზესია. საიდან სადაო. კოკაიასთან როგორ გაჩნდა?
– არ ვიცი. ეგ მერე გავშიფროთ. უსმინე და უყურე, – უთხრა ვანიკომ ანას და მონიტორისკენ გაიშვირა ხელი.
მოზესმა გენოს მხარზე დაჰკრა ხელი და დააყოლა:
– ძვირფასო მასპინძელო, შენ ამბობ, რომ შენი მეუღლე ძალიან სასარგებლო ქალია და ჩვენს საქმეებში ბევრი გაეგება, ხომ?
– რიტა ჩემი მეუღლე არაა. ჩვენს საქმეში კი მართლაც ბევრი გაეგება და შეგვიძლია, გამოვიყენოთ, – მიუგო კოკაიამ მოზესს.
– ვინ რიტა, – ვერ მოითმინა ანამ, – ახლა რომ გენო კოკაიასთან ის გაქცეული რიტა გონჯუა აღმოჩნდეს, ნამდვილად გადავირევი. არა, ასეთი დამთხვევები არ ხდება.
– უყურე და მოისმინე, – შეახსენა ვანიკომ ანას.
ამ დროს რიტამ კაცებს ყავა და ნამცხვრები შეუტანა და კადრში მკაფიოდ გამოჩნდა. ანამ კი ვანიკოს უთხრა:
– მაგ ქალბატონის სურათი ამობეჭდე ონლაინ-რეჟიმში, რომ ტიტეს ვუჩვენოთ. ტიტე გვეტყვის, ისაა თუ სხვა.
– სურათის ამობეჭდვა რად გვინდა. „ფეისბუქზე“ გადავუგზავნი და მოგვწერს ან დაგვირეკავს, – მიუგო ვანიკომ ანას.
– კარგი. მასე ქენი, – უთხრა ანამ ბიჭს. თავად კი თვალს არ აშორებდა მონიტორს და ერთი სიტყვაც არ ეპარებოდა.
ვანიკომ ტიტე ბუკიას რიტას ფოტო გაუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ კი მაიორმა კონსპირაციული ნომრით ანას კონსპირაციულ ნომერზე დარეკა და ჰკითხა:
– საიდან – ეს ფოტო?
– ისაა, ვინც გვგონია? – კითხვა შეუბრუნა ანამ.
– კი.
– ნამდვილად?
– მილიონი პროცენტით.
– კეთილი. მალე მოვალთ და საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ, – უთხრა ანამ მაიორს და ტელეფონი გათიშა.
– რაო. ისააო? – ჩაეცინა ვანიკოს.
– კი. რიტააო, – უპასუხა ანამ და დააყოლა, – ჯერაც არ მჯერა, რომ ასეთი დამთხვევაა. წარმოგიდგენია, საიდან სად გავედით? ხაფანგში გვყავს.
– რა ვქნათ? – ჰკითხა ვანიკომ ანას.
– შენი მოწყობილობა ნუკას სახლში დაიჭერს სიგნალს? – ჰკითხა ანამ.
 – კი, – მიუგო ბიჭმა.
– მაშინ, წავედით, იქ განვაგრძოთ ყურება.
– წავედით, – დაეთანხმა ვანო.
ანამ მანქანა ადგილიდან დაძრა და ნუკა ჭყონიას სახლისკენ გაქანდა. ათიოდე წუთში უკვე ადგილზე იყო. მანქანა ვიდეოსიგნალზე ჩართო და წყვილი შეუმჩნევლად ავიდა ბინაში. ლეპტოპი რომ გაშალეს და „მფრინავი ობობას“ სიგნალიდან მიღებული გამოსახულება და ხმა ჩართეს, ტიტე ბუკიამ ემოციები ვეღარ შეიკავა და წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ეს ხომ რიტაა, ის ჩათლახი, ეშმაკის ფეხი, ჩემი სახლის სააბაზანოდან რომ გაიპარა. ეს კი მოზესია. მესამეს არ ვიცნობ.
– დაქირავებული მკვლელია, გენო კოკაია, – დააზუსტა ანამ, – წარმოგიდგენია, როგორ გაგვიმართლა? სამივე ტომარაში გვყავს.
– ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ანა. სამი ძალიან სახიფათო ადამიანია ერთად შეკრებილი, რომლებიც გვეძებენ და თავიანთი საქმე იციან.
– რას ამბობ, ტიტე, – ჩაეცინა ანას, – ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ადამიანებს ონლაინ-რეჟიმში გამოვიჭერდით. ჩვენ ხომ მათ ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებთ?
– ნუ ჩქარობ, ანა. მათ ყოველ ნაბიჯს ნამდვილად ვერ ვაკონტროლებთ. მართალია, ჩვენ მათ ონლაინში ვუყურებთ და ვუსმენთ, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოში, – ეს ერთი. გარეთ რომ გამოვიდნენ ან სხვა ოთახში დააწყონ გეგმები, რას გავიგებთ? ვერაფერს – ეს ორი. მესამე კი ისაა, რომ თუ მოზესს და რიტას ეძებს პოლიცია, მეც ხომ მეძებენ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.
– მე და ვანიკოსაც ხომ არ გვეძებენ?
– არა, მაგრამ შენ ფიქრობ, საქმეზე ორიენტირებულ მკვლელებს გარეთაც ასე იოლად გააკონტროლებ?
– ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს მათთან შედარებით, – თქვა ანამ და დააყოლა, – ჩვენ მათ ვხედავთ და ვუსმენთ. მართალია, შეზღუდულად, მაგრამ მაინც ხომ თვალწინ გვყავს, ასეა თუ ისე?
– მერე რა?
– რა მერე რა? – გაუკვირდა ანას და დააყოლა, – ცოტაა?
– რაიმე იდეა გაქვს?
– იდეა, იდეა, – ჩაფიქრდა ანა. ტიტემ კი არ აცადა და უთხრა:
– აი, ხომ ხედავ, პრაქტიკულად, თითქმის არაფერი შეგვიძლია. მხოლოდ ვუყურებთ და ვუსმენთ.
– შენ რა, გაქვს რაიმე იდეა? – გაბრაზებით ჰკითხა ანამ მაიორს, რომელმაც მშვიდად მიუგო:
– დიახ, მაქვს.
– აბა, თქვი.
– საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი სამივეს პოლიციას ჩავაბარებთ.
– როგორ, პოლიციას? – სიტყვა გააწყვეტინა ტიტეს ანამ.
– როგორ და ინკოგნიტოდ.
– ეგ გასაგებია, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ. მე უნდა მეთქვა, რატომ ჩავაბაროთ პოლიციას?
– ამას რა მიხვედრა უნდა? – ჩაეცინა ტიტეს, – სამ საშიშ ადამიანს მოვიშორებთ, რომლებიც მზად არიან, აგვაორთქლონ. აბა, დაფიქრდი? თანაც, მათ აყრას ონლაინში ვნახავთ.
– პრინციპში, მართალი ხარ, – გაეცინა ანას, – ანონიმური შეტყობინება უნდა გავუგზავნოთ მინისტრს.
– ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ საქმეს პირდაპირ გუგული ჭაჭიას, იგივე დესიატკას მივანდობთ.
– დესიატკას? – გაიმეორა ანამ.
– ჰო, მას. დარწმუნებული ვარ, მას მინისტრისგან აქვს მიღებული პირდაპირი მითითება და სამივეს აყრას არ გამაზავს. მით უმეტეს, დაწვრილებით ინსტრუქციებსაც მივცემთ, რა თქმა უნდა, წერილობით.
– შეტყობინებას რომელი კონსპირაციული ნომრიდან გავუგზავნით. შენიდან                        თუ ჩემიდან? – იკითხა ანამ.
– მაქვს მე ერთი ნომერი და იქიდან, – თქვა ტიტემ და საფულიდან სიმბარათი ამოიღო.
***
დილის ოთხი საათი სრულდებოდა, როდესაც გუგული ჭაჭიამ ანონიმური ტელეფონიდან ვრცელი შეტყობინება მიიღო ჯონ მოზესის და რიტა გონჯუას ადგილსამყოფლის შესახებ. შეტყობინებას დაწვრილებითი ინსტრუქციაც თან მოჰყვა. ქალმა რამდენიმეჯერ წაიკითხა გზავნილი. ყველაფერი აწონ-დაწონა და მინისტრის კაბინეტისკენ გაემართა, რომელიც უკვე მესამე დღე არ გამოდიოდა სამინისტროდან, ღამესაც იქ ათევდა. დესიატკა პირდაპირ საძინებელ ოთახში ეახლა მინისტრს და უთხრა:
– ამ ცოტა ხნის წინ, ტელეფონით ანონიმური შეტყობინება მივიღე, რომელშიც მოზესისა და რიტა გონჯუას ადგილსამყოფელია მითითებული. იქვე წერია, რომ ბინა, სადაც ისინი იმალებიან, ვინმე გენო კოკაიას ეკუთვნის და ის დაქირავებული მკვლელია.
– ვინმე ხომ არ წაგეკაიფა? – ჰკითხა ქალს ნამძინარევმა მინისტრმა, გუგულიმ კი თავი გააქნია და უთხრა:
– გამორიცხულია?
– რატომ?
– იმიტომ, რომ მხოლოდ შეზღუდულმა კონტინგენტმა იცის, რომ მოზესს და იმ ქალს ვეძებთ. თანაც, არც ჩემი მობილურის ნომერი იცის ბევრმა ადამიანმა და ვფიქრობ, ნაკოლი ვიღაც შინაურმა მოგვცა.
– ვინ შინაურმა?
– სავარაუდოდ, პოლიციელმა.
– მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. რაღას უყურებ, სპეცოპერაცია შენი პროფილია და მიდი, იმოქმედე, – უთხრა დესიატკას გამოფხიზლებულმა მინისტრმა და ტრუსებისამარა წამოდგა საწოლიდან.
– უკვე გავეცი განკარგულება და ჩემი ბიჭები სიტუაციას ზვერავენ.
– იცოდე, შაკალასავით არ ჩააფლავო საქმე. სუფთად იმოქმედეთ.
– საუკეთესოები ჩალიჩობენ. იმ დაქირავებულ მკვლელს, თურმე, კორპუსში ვიდეოთვალი  დაუყენებია და რაც სადარბაზოსა და ახლო პერიმეტრზე ხდება, ყველაფერს ხედავს.
– მერე, შენი ბიჭებიც რომ ჩიჩმოს?
– ხერხი ვიხმარეთ.
– რა ხერხი?
– რა და სპეცჯგუფი ვერტალიოტით გადაჯდება სახურავზე და ბინაში შევარდება. ქუჩიდან კი მეორე ჯგუფი დააზღვევს და ვერსად წაგვივლენ. აი, ნახავ, ისე ავიყვანთ, გაკუებასაც ვერ მოასწრებენ. ინფორმაციას ველოდები წუთი-წუთზე, – უთხრა გუგულიმ მინისტრს. ამ დროს დესიატკას მობილურზე ზარი გაისმა და ნახევარიოდე წუთის შემდეგ, ქალმა მინისტრს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ვერტალიოტი უკვე მზადაა და წავედი.
– აბა, შენ იცი. ოღონდ ეს საქმე გააკეთე და როგორც შევთანხმდით, ისე იქნება, – უთხრა მინისტრმა ქალს.
– მაყუთის ამბავში? – ჰკითხა ჭაჭიამ.
– ჰო. აბა, რა, – დაუდასტურა მინისტრმა.
– სადომაზოხისტური სექსი? – სერიოზულად იკითხა ქალმა.
– თავისთავად. რასაც შეგპირდი, ყველაფერს შევასრულებ.
– მაშინ, წავედი. მაქსიმუმ ერთ საათში სამივეს აქ მოგითრევ, – უთხრა გუგული ჭაჭიამ მინისტრს და წავიდა.
მართლაც, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ დესიატკამ და მისმა ხელქვეითებმა გენო კოკაია, ჯონ მოზესი და რიტა გონჯუა შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში მიიყვანეს. სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა მართლა ისე კვალიფიციურად ჩაატარეს ოპერაცია, რომ თითის განძრევაც ვერავინ მოასწრო. გენო კოკაია და ჯონ მოზესი გაოგნებულები იყვნენ. ვერ ხვდებოდნენ, საიდან გაიშიფრნენ. რიტა კი გულგრილად ეწეოდა სიგარეტს. ხმას არ იღებდა და გულში ფიქრობდა: „ვსიო, წერტილი დაესვა, რიტაჩკა, შენს ოცნებებს მდიდრულ ცხოვრებაზე ეგზოტიკურ ქვეყანაში. ახლა საკანში ჩაგაგდებენ და ალბათ, იქ მოგიწევს შენი საუკეთესო წლების გატარება“.
ანამ და კამპანიამ ონლაინ-რეჟიმში უყურეს პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და ჟურნალისტმა მაიორს უთხრა:
– საღოლ, პოლიცია. ისე ყოჩაღად და პროფესიონალურად იმოქმედეს, რომ გაოცებული ვარ.
– ჰო. მაგრად შეასრულეს, – დაეთანხმა ტიტე ანას და დაამატა, – ერთი ჭირი მოვიშორეთ. ახლა კი იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი სხვა მტრებს და პროფესორი გადავარჩინოთ.
***
მინისტრის ბრძანებით, კოკაია და რიტა ცალ-ცალკე საკნებში გამოამწყვდიეს. ჯონ მოზესი კი მასთან, კაბინეტში აიყვანეს. უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურ სკამზე მიაბეს და მინისტრის პირისპირ დატოვეს.
– რაო, მოზეს, გაები მახეში? – უთხრა მინისტრმა შვეიცარიელს. გაუღიმა და სიგარეტი გააბოლა.
– ვერაგი კაცი ყოფილხართ, – უთხრა მოზესმა მინისტრს და დააყოლა, – ასე საქმეები არ კეთდება.
– ჩვენთან კეთდება! – მოკლედ მოუჭრა მინისტრმა.
– ჩემს გაქრობას გეგმავთ?
– სხვა გზა მაქვს?
– მოვილაპარაკოთ.
– რაზე?
– იქნებ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამიშვათ?
– გამორიცხულია, ძვირფასო მოზეს. მილიარდიც რომ შემომთავაზოთ, აქედან ფეხს ვერ მოიცვლით.
– რატომ, რა დაგიშავეთ?
– თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრი იცით. ჩვენთან კი ასეთი ხალხი არ უყვართ.
– მაშინ, მომკალით. რაღას უცდით და აქ რატომ ამომიყვანეთ?
– მოთმინება, მოთმინება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჯერ არ ვაპირებ თქვენს ლიკვიდაციას. ერთი პატარა საქმე მაქვს გასარკვევი.
– რა საქმე?
– რა და, სანამ იმას არ შევიპყრობთ, ვინც თქვენზე გამოგვიყვანა, თქვენ ხელს ვერ გახლებთ. ხომ შეიძლება, რომ ეს ამბავი გაბაზრდეს და ასეთი რამ არ გვაწყობს.
– ღმერთმა არ ქნას, ის ადამიანი დაიჭიროთ, – უთხრა მოზესმა მინისტრს, – იცოდეთ, ის ადამიანი რომც დაიჭიროთ და მოკლათ, მე ძებნას ჩემები დამიწყებენ და თქვენზე გამოვლენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3