კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვნებას ავყევი, ცოლი მოვიყვანე, ახლა კი ნამდვილი სიყვარული მეწვია

ირაკლი, 27 წლის.

ინტიმური საუბრები 


დაოჯახებაზე არ მიფიქრია, მაგრამ ისე შემიყვარდა ნინი, მასთან ქორწინება, გაუაზრებლად გადავწყვიტე. უფრო სწორად, სულ სამი თვე ვიცნობდი და მეგონა, მიყვარდა, მის გარდა სხვას ვერც კი შევხედავდი, მაგრამ შევცდი. ერთი წელიც არ გასულა, რაც დავქორწინდით და ვუღალატე. ეს ღალატიც გაუცნობიერებლად მოხდა, თუმცა, შევტოპე და ახლა ვხვდები, ნინისთან დიდხანს ვეღარ ვიცხოვრებ. მოკლედ, შარშან, ახალი წლის ღამეს, მეგობართან წავედი მეკვლედ. ღამის 2 საათი იყო და ქუჩაში შევნიშნე გოგონა, რომელიც ტაქსის ელოდა და გაყინული იდგა. მანქანა გავუჩერე, ახალი წელი მივულოცე და წაყვანა შევთავაზე. ჯერ იუარა, მაგრამ ვუთხარი: ცუდია, ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა რომ დავკარგეთ, ახალი წელია, მეც მეკვლედ მივდივარ და რა პრობლემაა, თუ გაგიყვან-მეთქი. მოკლედ, ნათია დაქალთან მიდიოდა და ამ ჩემი სიტყვების შემდეგ, ალბათ, იმდენად დამაჯერებელი ვიყავი, არც უყოყმანია, ისე ჩამიჯდა მანქანაში. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და იმდენად დადებითი ეფექტი მოახდინა ჩემზე, სულ გადამავიწყდა მეკვლეობა. დაქალთან რომ მივიყვანე, მეგობრები გარეთ დახვდნენ. ნათიამ სიცილით უთხრა: თქვენ არ გამომაკითხეთ. აი, ამ ბიჭმა კი გაყინული მიპოვა გზაზე და თქვენთან მომიყვანაო. გოგოებმა მთხოვეს, ასეთი სიკეთე გააკეთე, თან ახალი წელია, და ამობრძანდი და დაგვლოცეო. ისე მოვიხიბლე ნათიათი, უარი არ ვთქვი და მეც ავყევი გოგონებს ბინაში. ისეთი კარგი, თბილი სიტუაცია დამხვდა, დილამდე დავრჩი. მოკლედ, მეორე დილას, ნათია ისევ მე წამოვიყვანე სახლში. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და იმ დღიდან, ყოველი დილა-საღამო, მესიჯებით იწყებოდა და მთავრდებოდა. არ მინდოდა, ცოლს რაიმე ეეჭვა და ორ ცეცხლშუა ვიწვოდი. ცოლთან ვიწექი და საყვარელ ქალზე ვფიქრობდი. ეს საშინელებაა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნათია ჩემი საყვარელი გახდა. მასთან განშორება აღარ მინდა. ცოლთან მხოლოდ ვალდებულება მაკავშირებს. ამაზე საშინელი კაცისთვის არაფერია, მაგრამ ვხვდები, ნინისთვის რამხელა დარტყმა იქნება, ვუთხრა, ახლა სხვა მიყვარს-მეთქი. გაგიჟდება და იმდენად ემოციურია, მეშინია, თავს რამე არ აუტეხოს. ნათია კი არ არის ისეთი გოგო, მომთხოვოს, სულ მასთან ვიყო. იმითაც კმაყოფილდება, რა დროსაც ვუთმობ. უბრალოდ, მამაკაცისთვის, ეს ძალიან მტკივნეულია და ვერც ვერავის ვუმხელ, ცოლთან ერთად, საყვარელიც რომ მყავს. მხოლოდ იმის შიში მაქვს, ერთ დღესაც ცოლმა არ მითხრას, შენგან შვილს ველოდებიო. მინდა ჩემი შვილის დედა, ნათია გახდეს. ვხვდები, ვიჩქარე, ვნებას ავყევი და ისე მოვიყვანე ცოლი, ახლა კი, ნამდვილი სიყვარული მეწვია, დავიბენი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ირაკლი, 27 წლის.

скачать dle 11.3