კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დარიჩინი – ქალის სილამაზის მთავარი ინგრედიენტი #1

დარიჩინი საყვარელი და სასურველი არომატიზატორია როგორც ნამცხვრებსა და ორცხობილებში, ისევე ყავასა და საღეჭ რეზინში. თუმცა, დარიჩინი მხოლოდ გემოსთვის როდია – კალციუმის, რკინისა და მანგანუმის შემცველობის გამო, მას უამრავი კარგი თვისება აქვს.  ასე რომ, შეგიძლიათ, დღეიდან თქვენს სილამაზის რაციონში დარიჩინი მნიშვნელოვან ინგრედიენტად აქციოთ.
სახისთვის
დარიჩინის, თაფლისა და მუსკატის ნიღაბი: ეს სურნელოვანი ნიღაბი, კარგია აკნეს მქონე სახის კანისთვის, რადგან დარიჩინი მიკრობებს ებრძვის, თაფლი კი ბაქტერიებს. აურიეთ 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი მუსკატი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. წაისვით სახეზე და 30 წუთი გაიჩერეთ. ჩამობანისას კი წრიული მოძრაობით, თითქოს სახის სკრაბს იშორებდეთ, ისე ჩამოიბანეთ. ასე, მკვდარი კანიც ადვილად მოგშორდებათ.
სკრაბი: რბილი და გლუვი კანისათვის, აურიეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და 1 სადილის კოვზი თაფლი.
ტუჩის გადიდება
იმისთვის, რომ ტუჩებს ცოტა მოცულობა შემატოთ, სულაც არაა საჭირო ათას ხელოვნურ საშუალებას მიმართოთ. ამისთვის, უბრალოდ, დარიჩინი გჭირდებათ. წაისვით ტუჩებზე ზეითუნის ზეთი ან ვაზელინი. ზემოდან კი ოდნავ მოიყარეთ დარიჩინი და თითის ნაზი მოძრაობით, კარგად შეიზილეთ. თუ ტუჩების წვა გამოიწვია, მაშინვე ჩამოიბანეთ.
ნაკაწრები და ჭრილობები
ნაკაწრებსა და ღია ჭრილობებზე დარიჩინი უებარია. თუმცა, შეიძლება, იარა საკმაოდ აგიწვათ. ის ბუნებრივად ებრძვის მიკრობებს და ჭრილობას მალე ახორცებს.
ქოლესტერინის დაწევა და იმუნიტეტის გამყარება
ქოლესტერინის დაწევისთვის, მიიღეთ 1 გრამი დარიჩინი ყოველდღიურად.  შედეგად კი, სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად გაუმჯობესდება. დარიჩინი, ასევე ძალიან კარგია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, დარიჩინი გაციების საწინააღმდეგოდ, აქტიურად გამოიყენება.
თმისთვის
დარიჩინის და თაფლის ნიღაბი კარგია თმის ზრდისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ცოტა წვა გამოიწვიოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ თქვენი თავის კანი მგრძნობიარე არაა. აურიეთ 2 სადილის კოვზი დარიჩინი, 2 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი. მასის გასასქელებლად შეგიძლიათ, 1 ცალი კვერცხიც დაუმატოთ. წაისვით თავის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.
თმის გამაღიავებელი – ბუნებრივად თმის გაღიავება თავისუფლად შეგიძლიათ, დარიჩინით სცადოთ. დაისველეთ თმა, ცოტა ბალზამი წაისვით, რათა დარიჩინი თმაზე კარგად დაჯდეს. აურიეთ წყალი და სუნელი ისე, რომ პიურესავით მასა მიიღოთ და თმაზე გადაინაწილეთ. თავზე პარკი ან შხაპის ქუდი დაიხურეთ და რამდენიმე საათი გაიჩერეთ. ყველაზე ოპტიმალური 5-6 საათია. თუმცა, რაც უფრო დიდხანს იჩერებთ, მით უფრო ღიავდება თმა.

скачать dle 11.3