კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიკელით 3 დღეში 3 კილოგრამი #1

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს სწრაფად და მოკლე დროში მოიშოროს ჭარბი წონა. შეგიძლიათ, დალიოთ მინერალური წყალი, მცენარეული ან ხილის ჩაი ნებისმიერ დროს, შაქრის გარეშე. ინგრედიენტების შოვნა და მომზადების პროცესი საკმაოდ ადვილია. თუმცა, გაფრთხილებთ, დიეტა არ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო ნივთიერების მიწოდებას და ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული. თუ მაინც გადაწყვეტთ მის დაცვას, მაშინ, 3 დღის შემდეგ შედეგს ნამდვილად ნახავთ. თუ ცოტა ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ, შედეგი გარანტირებულია.
პირველი დღე
საუზმე: შეურიეთ ერთმანეთს 1/3 ჭიქა ვაშლის წვენი, ნახევარი ბანანი, კივი, ქლიავი და მიირთვით.
ლანჩი: დიდი ჭიქით ბულიონს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ჯინჯერის წვენი. დააყოლეთ უშაქრო ჩაი ან იოგურტი ნახევარი ბანანით.
სადილი: 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ლიმონის წვენითა და მარილით და 1 ცალი უმი სტაფილო.
მეორე დღე
საუზმე: იოგურტში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ბანანი, ქლიავი, ვაშლი და  მიირთვით.
ლანჩი: ყაბაყით, სტაფილოთი და ვაშლით მომაზადეთ სალათა. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ წიწაკა. მიირთვით და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი ან უშაქრო ჩაი.
სადილი: ნიახურისა და ტკბილი წიწაკის სალათა იოგურტის სოუსით.
მესამე დღე
საუზმე: ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ნახევარი ბანანის სალათა 1 ჩაის კოვზი იოგურტით.
ლანჩი: ბროკოლის სუპი და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, ან ვაშლისა და ფორთოხლის წვენი.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის სოუსით.

скачать dle 11.3