კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან იქნები ბედნიერი #1

იქნებ, არ იცით ის პრიორიტეტები, რომლითაც პარტნიორი უნდა შეარჩიოთ. როგორი უნდა იყოს ის, ვისთანაც ბედნიერი იქნებით. გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს:
პასუხებისთვის „ა“ – დაიწერეთ 1 ქულა;
პასუხებისთვის „ბ“ – 2 ქულა;
პასუხებისთვის „გ“ – 3 ქულა. შემდეგ დაითვალეთ და ნახეთ შედეგები.
1. როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს რჩეულს თქვენ მიმართ?
ა) ის ზრუნავს ჩემზე, ყურადღებიანია და პასუხისმგებლიანი;
ბ) მისთვის ჩემს აზრს მნიშვნელობა აქვს. ყველაფერზე მეთათბირება;
გ) ჩვენ სრულფასოვანი პარტნიორები ვართ.
2. როგორ ატარებთ გამოსასვლელ დღეებს?
ა) მირეკავს და მეუბნება – მზად ხარ? წავიდეთ მეგობრებთან, გავერთოთ;
ბ) ძირითადად, მე ვზრუნავ იმაზე, როგორ გავატაროთ დასვენების დღეები. მე მოვიფიქრებ ხოლმე;
გ) მთელი  კვირის განმავლობაში  ერთად ვადგენთ გეგმას.
3. როცა მომავალზე ფიქრობთ, ძირითადად, აზროვნებთ ასე:
ა) ბოლოს და ბოლოს, როდის ვიქნებით სულ ერთად – დღეც და ღამეც;
ბ) კარგი იქნება, თუ ყოველთვის ყველაფერს ერთად გავაკეთებთ;
გ) ჩვენ ერთად კარგად ვართ. ასე იქნება ყოველთვის.
4. რომ შეგეძლოთ, რამეს შეცვლიდით პარტნიორში?
ა) ალბათ, არა. მხოლოდ ვისურვებდი, ასეთად დარჩენილიყო.  ყველაფრით კარგია;
ბ) ვეცდებოდი, ცოტა აზრზე მომეყვანა. ძალიან დაფრინავს. მზად არის, ყველას დაუჯეროს ჩემ გარდა;
გ) მინდა, ხშირად მაგრძნობინოს, რომ ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს. ეს ხომ მნიშვნელოვანია.
ნახეთ შედეგები:
4-6 ქულა: თქვენ ისეთი პარტნიორი გჭირდებათ, რომელიც თქვენზე იზრუნებს. სხვანაირად თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. ეგოისტ მეწყვილესთან თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება. თან, გულიც გეტკინებათ.
7-9 ქულა: თუ თქვენი პარტნიორი ფანტაზიით აღსავსე და მხიარული არ არის, მასთან ძალიან მოიწყენთ. გჭირდებათ ის, ვინც ყველა დღეს დღესასწაულად გიქცევთ.
10-12 ქულა. ისეთი ხართ, რომ ყველას თქვენ გვერდით ყოფნა უნდა. ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ. ამიტომ, გვერდით ისეთი ვინმე გჭირდებათ, ვისაც მეგობრებთან ურთიერთობა უყვარს, კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი და ღირსებით სავსეა. ის, ვინც თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს.

скачать dle 11.3