კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #1

კითხვა: გამიგია, რომ სხვისი მაკიაჟის საშუალებებისა და ფუნჯების ხმარება, არაჰიგიენურია და არ შეიძლება. თუმცა, ხშირად მიწევს და რეალურად რაიმე საფრთხე ემუქრება ჩემს სახის კანს?
პასუხი: დაქალის ან მეგობრის პომადის წასმისას, ან მისი ფუნჯის ხმარებისას უამრავი ბაქტერია გადმოსახლდება თქვენს კანზე. ამიტომ, ჯობია, ატაროთ ისინი ჩანთით და როცა დაგჭირდებათ, იხმაროთ საკუთარი და არა სხვისი. უმჯობესია, გქონდეთ თქვენი, თუნდაც საშუალო ფასის და არ ითხოვოთ სხვისგან, თუნდაც ძვირფასი და  ექსკლუზიური.
კითხვა: როგორ მოვუარო კომბინირებულ კანს, სახლის პორობებში?
პასუხი:  დილით, პირი დაიბანეთ კომბინირებული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ქაფით. ჩამოიბანეთ ეს ქაფი გრილი წყლით. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, რადგან მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ცხიმიანს კი, გააცხიმიანებს.  გირჩევთ, ცხიმიანი უბნიდან ქაფის ჩამობანისას გამოიყენოთ ხაოიანი ნაჭერი.  დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ სახე შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკით. თუ ფერიმჭამელები გაქვთ, წაისვით მათზე სპეციალური კრემი, დანარჩენ უბანზე კი შერეული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი. ასაკობრივი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში კანზე უნდა წაისვათ რეტინოლის ან ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემები. სახლიდან გასვლის წინ, აუცილებლად წაისვით დღის კრემი. საღამოსაც გაიმეორეთ – დაბანა, მსუბუქი პილინგი, ტონიკი, ისე, როგორც დილას. ამის შემდეგ ნორმალური კანის უბანზე თხელ ფენად წაისვით ცხიმიანი კრემი, ცხიმიან უბანზე კი – ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ემულსია. აქვე გასწავლით ნიღაბს კომბინირებული კანისთვის. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მკვებავი, დამატენიანებელი და დამაშვიდებელი ნიღაბი: 1 სადილის კოვზ შვრიის ფანტელს (ჰერკულესი) დაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. გააჩერეთ 5 წუთი, დაიდეთ წინასარ გაწმენდილ და დაორთქლილ კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. კომბინირებული კანის დროს ყველაზე მშრალი ადგილია ქუთუთოები. ამის გამო თვალების ირგვლივ ადვილად ჩნდება ნაოჭები. მათი გაჩენის შესაფერხებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები და შრატები, შემცველობით: რეტინოლი, ჰიალურონის მჟავა, ალფაჰიდროქსიმჟავები, ანტიოქსიდანტები და ასევე, აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრების ხმარება ქუჩაში გასვლის შემთხვევაში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ თაფლის ნიღაბიც: ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სადილის კოვზი პურის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა. ეს მასა წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთით. გაშრობის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგცემთ ის ეფექტს.

скачать dle 11.3