კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევზე საახალწლო სუფრის შემდეგ #1


სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, რამდენიმედღიანი აქტიური სმის წყალობით, აუცილებლად შეგაწუხებთ ნაბახუსევი, რომელსაც ახასიათებს ისეთი არასასიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, კუჭის პრობლემები და სხვა. გარდა ამისა, ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემებია ღვიძლზე, დეჰიდრატაცია და ტოქსინებით მოწამვლა.
თუ ალკოჰოლის მიღებას აპირებთ, მანამდე გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
სუფრამდე 2-3 საათით ადრე დალიეთ 50 გრამი არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს. დალევამდე მიირთვით ცხიმიანი კერძი, კარაქიანი პური ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ და, ასევე; დალიეთ ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით.
ალკოჰოლის მიღება სუფრის მიმდინარეობის დროს: სუფრაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ. აუცილებლად ყოველ ულუფა სასმელს დააყოლეთ პური, კარტოფილი, მჟავე კომბოსტო: ესენი ანეიტრალებს ალკოჰოლის მოქმედებას.
არსებობს მრავალი გზა, როგორ დავაღწიოთ თავი ნაბახუსევის უსიამოვნო შეგრძნებას და მათ შორის, ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესია საუზმე. რამდენად დაქვეითებულიც არ უნდა გქონდეთ მადა, არ ეცადოთ, დილით, ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლა. ნაკლები იმოძრავეთ, შეეცადეთ დაიძინოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო მკურნალია.
ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მიიღეთ ბევრი სითხე. ის დაგეხმარებათ, უმოკლეს დროში აიცილოთ თავიდან სერიოზული და არასასურველი შედეგები. მარილწყალი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი მეთოდია. უალტერნატივო საშუალებაა წყალი ან დიდი ოდენობით სუფთა, მინერალური წყალი გაზის გარეშე. ეს მოგიხსნით თავის ტკივილს და გაგიუმჯობესებთ ტვინისა და სხვა ორგანოების მოქმედებას. ძალიან კარგია ახალი ხილის წვენი, განსაკუთრებით – ვაშლის ან კენკრის, რაც შეიცავს ფრუქტოზას, რომელიც შლის მავნე ტოქსინებს. ამ დროს ერიდეთ ციტრუსის წვენებს, ის კიდევ უფრო გაგიღიზიანებთ ისედაც გაღიზიანებულ კუჭს. არაერთგზის გამოცდილი მეთოდი – კიტრის მწნილის მიღება, აუცილებლად დაგეხმარებათ. ასე რომ, უარს ნუ იტყვით მასზე. ის აღადგენს ორგანიზმში წყლისა და მარილების დისბალანსს.
ასევე, შეგიძლიათ, მიირთვათ პიტნის ჩაი. ასე, ეფექტურად შეებრძოლებით გულისრევას. მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ ტკივილი მუცლის არეში და დაგიმშვიდდებათ ნერვული სისტემა.
დალიეთ რძე – სადღესასწაულო სუფრის შემდეგ. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ფორმის აღსადგენად.
მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. მიიღეთ პომიდორი, რომელიც ანტიოქსიდანტია და დადებით გავლენას ახდენს ღვიძლზე. ძალიან ეფექტურია ისპანახი, ბანანი, კივი – ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. კარგია დილით, ნაბახუსევზე, ცხელი წვნიანებისა და კერძების მიღება – ხაშის, მაწვნის სუპის და სხვა. არაჩვეულებრივი საშუალებაა ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი. თუმცა, ნუ დალევთ მაგარ ჩაისა და ყავას. ნაბახუსევის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს უცხიმო იოგურტს. არ დაგავიწყდეთ ქათმის ბულიონი. ის დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სითხის ბალანსის აღდგენაში. გარდა ამისა, ქათმის ხორცი შეიცავს ცისტეინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას. ნაბახუსევზე არასასიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად გამოიყენეთ კვერცხიც. ის დაიცავს ღვიძლს ალკოჰოლის ცუდი ზეგავლენისგან. კარგია შვრიის ფაფა, შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის B ვიტამინს, კალციუმს, რკინასა და მაგნიუმს. ამ ნივთიერებებს მოჰყავხართ ენერგიაზე. ორგანიზმზე დადებითად აისახება კომბოსტოს მიღებაც. მიირთვით შავი პური. ის ხსნის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რისკს. საუზმეს, რისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის, დააყოლეთ ერთი კოვზი თაფლი. გახსოვდეთ, ნაბახუსევზე შემწვარი და ცხიმიანი საჭმელი თქვენს მდგომარეობას გააუარესებს. სმის პროცესში დაიცავით გარკვეული წესები. სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი, არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სიმაგრის სასმელი, მაგალითად, არაყი და ლუდი. არ გააზავოთ ან არ დააყოლოთ ალკოჰოლურ სასმელებს ლიმონათი და მინერალური წყლები.
ნაბახუსევზე უნდა მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯობია, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტად დათვერით და გარეთ ცივი ამინდია, ნუ გახვალთ, რადგან სიცივეში სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ და შეიძლება, გრძნობაც დაკარგოთ.
სმის დროს, რაც შეიძლება, ნაკლები მოწიეთ, რადგან ნიკოტინი ორჯერ მეტად აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.
ნუ გაჩერდებით დიდხანს ცხელი წყლის აბაზანაში, რადგან ამით გულსისხლძარღვთა სისტემას შეუქმნით საფრთხეს. უმჯობესია ნელთბილი შხაპის მიღება. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ოფლის გამოყოფას აუმჯობესებს, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან.დაძინებამდე დალიეთ ცხიმიანი რძე, რაც გაანეიტრალებს ალკოჰოლის მოქმედებას. შეგიძლიათ მიიღოთ აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი. თუ C ვიტამინს მიირთმევთ დალევამდე 30-40 წუთით ადრე, თავიდან აიცილებთ ჰაერის უკმარისობას, თავის ტკივილსა და ნაბახუსევის სხვა სიმპტომებს.

გაიწმინდეთ ორგანიზმი და მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები საახალწლო სუფრის შემდეგ
საახალწლო სუფრის შემდეგ, ორგანიზმს ნამდვილად სჭირდება განტვირთვა. ეგრეთ წოდებული „წმენდა“ დაეხმარება ორგანიზმს, დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას. არავითარ შემთხვევაში არ დაელოდოთ სასწაულს, რომ ეს ყველაფერი თავად, ზედმეტი შეწუხების გარეშე მოხდება. აუცილებლად მოგიწევთ საკუთარი ორგანიზმის დახმარება. ამისთვის შეიძლება, სულ რამდენიმე დღე ან სულაც ერთი კვირა დაგჭირდეთ. ახალი წლის შემდეგ რამდენიმედღიან დიეტას, დიდი მნიშვნელობა აქვს უცბად შეძენილი ჭარბი რაოდენობის ცხიმებისა და არასასურველი ნივთიერებების თავიდან მოსაშორებლად. თუმცა, მისი დაცვა არ არის რეკომენდებული  მათთვის, ვისაც რაიმე სახის ქრონიკული დაავადება – ალერგია გასტრიტი ან წყლული აწუხებს, ფეხმძიმედაა ან ძუძუთი კვებავს პატარას. სხვა შემთხვევებში, თუ თქვენი სურვილი იქნება, წინააღმდეგობა არ არსებობს. უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტის მიზანი მხოლოდ უცებ მომატებული არასასურველი კილოგრამების მოშორება კი არა, გადაღლილი, ტოქსინებითა და მავნე ნივთიერებებით სავსე სხეულის გათავისუფლება და ჭარბი საკვებით გაღიზიანებული ორგანოებისთვის შვების მოგვრაა. ამისთვის კი, გაიხსენეთ ზაფხული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მიირთვათ დიდი ოდენობით ხილი. ამ დროს თითქმის ყველას გვაქვს სახლში მანდარინი და მიირთვით ის დღის განმავლობაში დიდი ოდენობით, მინიმუმ, ორი ლიტრი წყლის თანხლებით. ძალიან ეფექტურია მწვანე ვაშლი. შეგიძლიათ, დღის განმავლობაში ორი კილოგრამი ვაშლი მიირთვათ. გაყავით ის ექვს ნაწილად და მიირთვით ისევ და ისევ წყალთან ერთად. შეგიძლიათ, შუალედებში უცხიმო იოგურტიც დააგემოვნოთ. არაჩვეულებრივია კივი, მაგრამ სასურველი ეფექტი მხოლოდ სრულად მწიფე, რბილ და არომატულ კივს აქვს. ასევე, დღის განმავლობაში შეგიძლიათ ჭამოთ 500 გრამი გარგარის ჩირი და ხუთი ცალი ბანანი. რა თქმა უნდა, ორ ლიტრ ჩვეულებრივ უგაზო წყალთან ერთად.
აიღეთ ერთი კილოგრამი სუფთა გოგრის რბილობი, 50 გრამი ხმელი გოგრის თესლი და 2 ლიტრი მინერალური უგაზო წყალი. შეურიეთ და გაყავით ხუთ ნაწილად. შეგიძლიათ, ჭამოთ პირდაპირ ან სხვა საკვებთან ერთად.
ორგანიზმის განტვირთვისთვის გამოიყენეთ მარცვლეული, მაგალითად, ბრინჯი. ზეთის, მარილის, შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე.  ბრინჯი ეფექტურად შთანთქავს ტოქსინებს. ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი, ამიტომ კარგი იქნება, თუ დიეტისთვის მას აირჩევთ. აიღეთ 250 გრამი ბრინჯი, დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, დაყავით ექვს ნაწილად და მიიღეთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, დაამატოთ რამდენიმე ცალი გამხმარი და დაჭრილი გარგარი. ნუ დაივიწყებთ წყალს. განტვირთვისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა იოგურტი და წიწიბურა მაწონთან ერთად. 250 გრამ გარეცხილ წიწიბურას დაამატეთ ორი ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გაყავით ხუთ ულუფად. მიირთვით მაწონთან ერთად. იოგურტი შეგიძლიათ მიიღოთ დღის განმავლობაში ხუთასი მილილიტრის ოდენობით.
ამ დროს უნდა მიიღოთ კალიუმით მდიდარი პროდუქტი. ის აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს შეშუპებას, აბალანსებს ორგანოების შიდა სეკრეციას, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. კალიუმს შეიცავს:  სტაფილო, პომიდორი, შვრიია, ბანანი, თაფლი, ვაშლის სიდრის ძმარი, ხმელი ხილი და კაკალი. პარალელურად, მიიღეთ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები: გოგრა და გოგრის თესლი, წიწიბურა, ზღვის კომბოსტო, თხილი, ლობიო. ეს მოგიწესრიგებთ მეტაბოლიზმს, ცხიმებისა და გლუკოზის დონეს, ასევე დააბალანსებს ქოლესტერინის დონეს. მაგნიუმი დაგეხმარებათ უუნარობის, სტრესისა და ძლიერი დაღლილობის შეგრძნების თავიდან მოშორებაში. ის, ასევე, ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლით მიღებული უარყოფითი შედეგების განეიტრალებაში.
ვიტამინი C, რომელიც ეფექტურია ძილიანობისა და სისუსტის დასამარცხებლად, სისხლის ფორმირებისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, უბრუნებს კანს ჯანსაღ ფერს; შეგიძლიათ, მიიღოთ ფორთოხლის, მანდარინის, კივის, ანანასის, ვაშლის, ოხრახუშის, ბროკოლის, კომბოსტოსა და  წიწაკის სახით.

კივის სამკურნალო თვისებები
კივი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის მდიდარია ვიტამინებით: C, A, B1, B2, PP, B6, B12, E, K1 D. შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს,  ფოსფორს,  რკინას, თუთიას, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს და ასე შემდეგ. მდიდარი შემადგენლობისა და ვიტამინების წყალობით, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ კივი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის წყაროა. კივი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აწესრიგებს ჰორმონებს. ის ასევე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოსა და ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის განვითარების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, რაც ამცირებს ათეროსკლეროზისა და თრომბოზის განვითარების რისკს. აძლიერებს ძვლებსა და კუნთოვან ქსოვილებს. ანეიტრალებს ტოქსინებს და ნიტრატებს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განდევნის ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს. აძლიერებს ნერვულ სისტემას და ეხმარება სტრესის დამარცხებაში. ძალიან სასარგებლო და შეიძლება ითქვას, აუცილებელია მისი მიღება ორსულებისთვის. გამოიყენება კოსმეტიკაში, განსაკუთრებული ეფექტი აქვს კანის სილამაზის შესანარჩუნებლად. აქვს მატონიზებელი, დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. კივი აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს დიეტაში. ის დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმების თავიდან მოშორებაში. დავუბრუნდეთ ჯანმრთელობას. გაციება და ვირუსები – ის დაავადებებია, რომელთაც შეგიძლიათ, კივის დახმარებითაც ებრძოლოთ. ვიტამინის დეფიციტის, დაღლილობის, სისუსტის, ძალის დაკარგვის, დეპრესიის, ათეროსკლეროზის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, თრომბოზის და ბევრი სხვა დაავადების დროს მას სასიკეთო ზემოქმედების მოხდენა შეუძლია თქვენს ორგანიზმზე. კივი ხელს შეუშლის და გაგიქრობთ ბოყინს, სიმძიმეს მუცელში და ხელს შეუწყობს საკვების უკეთ მონელებას. თხელი ფიგურის მისაღწევად, მიზანშეწონილია, ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის  შემდეგ, კივი მიირთვათ. კივი, ასევე, მოგიწესიგებთ თირკმელების მოქმედებას. კერძოდ, ხელს უშლის თირკმელებში კენჭების ფორმირებას. მაგრამ აქვს უკუჩვენებებიც. არაა სასურველი მისი მიღება, კუჭის პრობლემების, წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და გასტრიტის დროს. ასევე, არ შეიძლება, მისი დიდი ოდენობით მიღება ალერგიული ადამიანებისთვის. ვისაც ეს პრობლემები არ აწუხებს და წონაში დაკლება უნდა, შეუძლია, კილო-კილონახევარი კივიც კი ჭამოს დღის განმავლობაში ოთხ-ხუთ მიღებაზე.

скачать dle 11.3