კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები #1

კითხვა: ვარ 16 წლის ბიჭი, დამეწყო თმის ცვენა, ბანაობის დროსაც და ისედაც, თავზე ხელს რომ ჩამოვისვამ, საკმაო თმა მცვივა. საშინლად არ მინდა გამელოტება. გთხოვთ, მირჩიეთ, რა საშუალებებით შემიძლია თმის ცვენის შეჩერება?
პასუხი:  გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები. გარდა ამისა, დერმატოლოგ-ტრიქოლოგმა უნდა გამორიცხოს სებორეული ალოპეცია.
კითხვა: თუ შეიძლება, ამიხსნათ, რა არის მაო-მონოამინოოქსიდაზა და რა ფუნქცია აქვს მას?
პასუხი:  ფერმენტი მონოამინოოქსიდაზა (მაო) მონაწილეობს დოფამინისა და სხვა კატექოლამინების (ნორადრენალინი, ადრენალინი) მეტაბოლიზმში.
კითხვა: ანალიზების მიხედვით, ჰემანგიომის დიაგნოზი დამისვეს და მაინტერესებს, რას ნიშნავს და რამდენად საშიშია ის?
პასუხი:  ჰემანგიომა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ჰემა - სისხლი, ანგეონ - ძარღვი) და სისხლძარღვის კედლიდან განვითარებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს აღნიშნავს.
კითხვა: 8 წლის ბავშვს აქვს ყელში ისეთი შეგრძნება, თითქოს რაღაც უზარმაზარს ყლაპავს. მხოლოდ ღამე ემართება ეს და რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: უპირველესად, მიმართეთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს და ჩაუტარეთ გამოკვლევა ასკარიდოზზე. თუ ეს მიზეზი გამოირიცხა, მაშინ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა უნდა დაუთვალიეროს ცხვირ-ხახის მიდამო.
კითხვა: ერთ თვეზე მეტია, რაც ვიმშობიარე, ბუნებრივად გავაჩინე. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ყავის დალევა? ბავშვი ძუძუზე მყავს, მაგრამ ვაძლევ დამატებასაც. ასევე, მაინტერესებს, რამდენ ხანში შევძლებ ვარჯიშს, კონკრეტულად კი, პრესის გაკეთებას?
პასუხი:  მეძუძური ქალისთვის უკუნაჩვენებია კოფეინის მაღალი კონცენტრაციის შემცველი პროდუქტი (მაგარი ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი). მშობიარობიდან 2-3 თვის შემდეგ შეგიძლიათ, ვარჯიში დაიწყოთ.
კითხვა: 15 წლის ვარ და კბილები ჯერ არ დამიცვლია. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და რას მირჩევდით?
პასუხი:  როგორც წესი, 12-13 წლამდე ყველა კბილი უნდა შეიცვალოს მუდმივით, გარდა მესამისა, რომლის ამოჭრის ვადები  ინდივიდუალურია. აუცილებელია  გადაიღოთ ორთოპანტომოგრამა, რათა გაირკვეს არის თუ არა მუდმივი კბილების ჩანასახები.
კითხვა: დამისვეს დიაგნოზი – პარანოიდალური შიზოფრენია. არსებობს თუ არა რაიმე ტრადიციული საშუალება ამ დაავადების სამკურნალოდ. ხასიათდება შიშებით, განზომილების შეცვლით, ეჭვებითა და ჰიპერაქტიურობით. ასევე, იბლოკება მეხსიერების ნაწილი და თავში თითქოს ბურუსია. ვიღებ პრეპარატს ყოველდღე, რაც ხელს მიშლის აზროვნებასა და საქმიანობაში. იქნებ საქართველოში ხალხური მედიცინის საშუალებით ეს განკურნებადია (მით უმეტეს, რომ ეს გენეტიკურად თანდაყოლილი არ მაქვს - შეძენილია).
პასუხი:  ხალხური მედიცინის დახმარებით ამ დაავადების მკურნალობა არ ხერხდება. სპეციალისტმა უნდა დანიშნოს მედიკამენტური მკურნალობა და ეს მკურნალობა უნდა შეასრულოთ ზედმიწევნით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3