კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #1

ბაბულაშვილი
ფუძით ბაბულა, ბაბულია დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.
ქისისხევის მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად, დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს საფუძველი დაუდევთ ბაბულაშვილების გვარისთვის.
ქაისხევიდან დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.
ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი წმიდა კვირიკე იყო.
1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილები – ხუთი ოჯახი, ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არიან დასახელებულნი.
საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.
მახაჭაშვილი
გვარისთვის მა – არის ართრონი, წინსართი, ხაჭა – კი გვარის ფუძეა, იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.
სულხან-საბასთან გვხვდება სიტყვები – ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება. ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.
მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა. მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.
საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც.
დემურაშვილი 
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დემური. დემური თურქულ-მონღოლური წარმოშობისაა და ქართულად რკინას ნიშნავს. სახელი 1677 წელს მოიხსენიება მამულის და შაღუმა ბერუაშვილების ნასყიდობის წიგნში.
1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თორისაშვილი.
იმავე წარმოშობისაა გვარი დემურიშვილი.
საქართველოში 318 დემურაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 162, თბილისში – 55, თელავში – 35. არიან სხვაგანაც.
ჩავლეიშვილი
ეს უძველესი გვარი აჭარაში ჩანს – ტბეთის მაჭახელის სულთა მატიანეში, მოხსენიებულია არსენ ჩავლაეთი, მჭედელი ანუ ჩავლაძე, ჩავლეიშვილი.
ქართული გვარების მაწარმოებლად გვარების გაჩენის პირველ საფეხურზე ყოფილა სუფიქსები – ელი, ათი და ეთი. მეორე საფეხურზე ჩნდება სუფიქსები – ძე და შვილი. ტბეთის სულთა მატიანეში ჩამოთვლილია 109 გვარი. მათ შორისაა: გუიანეთ (გვიანიძე), გუნდარეთ (გუნდარიძე), დოლიეთ (დოლიძე), კვირიკაეთ (კვირიკაძე), სირაეთ (სირაძე), წითლაეთ (წითელაძე), მეფუტკრიეთ (ფუტკარაძე).
გვარის ისტორია შესწავლილი აქვს მკვლევარ იოსებ ბექირიშვილს. ის წერს: „ანგისა-მეჯინისწყალში მცხოვრები ჩავლეიშვილების ნამდვილი გვარი შალიკაშვილია. გვარის წევრები ამბობენ, რომ მათი გვარი მესხეთიდან მოდის და ჩვენი წარმომადგენლობა იქ შალიკაშვილთა გვარს ატარებდაო. ოსმალები აჭარაში რომ შემოსულან, ქედის რაიონში შალიკაშვილები ჩალოღლებად მოუნათლავთ. ზოგი მათგანი, მაჭახელის ხეობაში, შალიკოღლებად დაუწერიათ. დღეს მათი შთამომავლები შალიკაძეები არიან. საღორიელი შალიკაშვილ-ჩალოღლები გასული საუკუნის დამდეგს ანგისაში, მეჯინისწყალსა და სხვაგანაც დაიწერნენ და ჩავლეიშვილებად დასახლდნენ.
შალიკაშვილები დიდებულები იყვნენ, მესხები არიან. გასული საუკუნის დამლევს გურიაშიც დასახლებულან.
საქართველოში 669 ჩავლეიშვილი ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 186, ბათუმში – 125, ქობულეთში – 111. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3