კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიხადა სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ გასულ წელს 65 000 აშშ დოლარი საბანკო სესხების მომსახურებაში #1

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა 1975 წლის 13 აპრილსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში მიიღო, იურიდიულ ფაკულტეტზე (დაამთავრა 1996 წელს). 2012 წელს კი დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესიული განვითარების CFM პროგრამის კურსი. მისი სამუშაო გამოცდილება 1996 წელს დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2000-2002 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, 2002-ში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 2002 წელს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე გადაინაცვლა, თავდაპირველად – გენერალური დირექტორის მრჩევლად, ხოლო 2003-დან იურიდიული დეპარტამენტის უფროსად; 2004-2006 წლებში საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2006-2009 წლებში მუშაობდა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, ესკოს, გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2009 წელს გახდა გენერალური დირექტორიც (2013 წლამდე). ამის პარალელურად, 2011-2013-წლებში იყო სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც; ხოლო 2013 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
ირინა მილორავას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, სემეკის თავმჯდომარის რანგში შეავსო და ოჯახის წევრად მიუთითა დეიდა, სოფიო გაიხარაშვილი. სემეკის თავმჯდომარის საკუთრებაა ორი ბინა თბილისში – ვაჟა-ფშაველას I შესახვევში (72 კვ. მ.) და თამარაშვილის ქუჩაზე (143 კვ. მ.). მასვე ჰქონდა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში – 3 500 აშშ დოლარი. 2015 წლის განმავლობაში კი მისმა წლიურმა ხელფასმა 147 750 ლარი შეადგინა. 2011 წელს აღებული იპოთეკური კრედიტის (70 000 აშშ დოლარი) მომსახურება 45 380 აშშ დოლარი დაუჯდა, 2014 წელს აღებული კრედიტის (20 000 აშშ დოლარი) – 20 482 აშშ დოლარი, 2015 წელს აღებული კრედიტის  კი (150 000 აშშ დოლარი) – 6 923 ლარი, ხოლო ბინის სარემონტო სამუშაოებში 50 000 ლარი დახარჯა. 2014 წელს ბინის სარემონტო სამუშაოები 36 000 ლარი დაუჯდა, მისმა, როგორც სემეკის თავმჯდომარის ხელფასმა კი 159 812 ლარი შეადგინა.
2013 წლის განმავლობაში ირინა მილორავამ, როგორც სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 932 ლარი აიღო, როგორც სააქციო საზოგადოება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის დირექტორმა, 93 675 ლარი, როგორც სემეკის თავმჯდომარემ – 52 857 ლარი.
2012 წლის განმავლობაში ირინა მილორავამ, როგორც სააქციო საზოგადოება „თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 2 799 ლარი აიღო; როგორც სააქციო საზოგადოება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის დირექტორმა – 131 162 ლარი.

скачать dle 11.3