კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო და არა იყო რა #1

ანუ მინისტრი და ზღაპრები განძმობილდნენ…

 

გასული წლის აღმოჩენა, უდავოდ, ჩვენი იავარქმნილი განათლების მინისტრია, რომელმაც, ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, თითქმის ჯიჰადი გამოუცხადა ქართულ ზღაპრებს (ოღონდ იერიშის მცდელობა არც ქართული მწერლობისთვის დაუკლია, განსაკუთრებით, მრგლოვანზე შესრულებულისთვის).
თუმცა ის-ის იყო, ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენი მრავალასწლიანი ზღაპრები ისევ დაუსხლტა ბაყბაყდევის კლანჭებს, რომ წლის ბოლოს მინისტრმა საკონტროლო გასროლასავით ბოლო სიურპრიზი მაინც შემოგვთავაზა.
რაკი უკვე მივხვდით, რომ ამ ჩვენი ოფიციალური განმანათლებლისთვის აზრი არ აქვს ზღაპრების რაობისა და მათში ჩადებლი არქეტიპების შეუცვლელობის ახსნას, მხოლოდ მინისტრის ციტატას მოვიშველიებ (ამჯერად ის ზოგადად, დედინაცვლის ზღაპრულ როლს აუღელვებია).
ესეც ციტატა: „დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს.. რადგან დღეს უამრავი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს და პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ და არ ვაკითხოთ, რომ დედინაცვალი ბავშვების ელენთას ჭამს და მათ სახლიდან აგდებს. ეს ხომ ჩვეულებრივი ტრაგედიაა?!“
რაც მთავარია, ზღაპრების წერისკენ მოგვიწოდა. ასე, მაგალითად: „კარგი ავტორი „კომბლეს“ ხუთ წუთში გაათანამედროვებდაო“ (ოღონდ იმის ახსნა არ მთხოვოთ, ფოლკლორის გათანამედროვეობა სადაური წესიაო!).
თუმცა გაგვიმხილა, რომ თოვლის ბაბუა უყვარს. ნუ იტყვით და იმიტომ, რომ ზღაპრის გმირი არ არის (მგონი, უფრო დავიღუპეთ და ნამდვილი ჰგონია?1).
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, თემურ ლენგის რვაჯერ ლაშქრობის შემდეგ წამოვდექით ფეხზე, ამის ფონზე საქმეს ჯერჯერობით საგანგაშო პირი მაინც არ უჩანს (ვინ მოთვლის, ნაცარქექიას რომ ბაყბაყდევები მოუნელებია?!).
ოღონდ ზღაპრებისთვის ამდენი დროის დათმობა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს – ვითომ ბავშვობაში გუდიანმა კაცმა გაიტაცა?! –

скачать dle 11.3