კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხცეცხლშუა #1

დასაბაიყუშებლები?!

 უკვე ისტორიას ჩაბარებულ 2016-ში ისეთი ამბები დატრიალდა და ისე ელვის უსწრაფესად, რომ ხეირიანად გააზრებაც კი ვერ მოვასწარით.
ან კი რას მოვასწრებდით, როდესაც, მაგალითად, ჩვენი მეზობელი და ოკუპანტი რფ ამ ჩვენსავე სტრატეგიულ პარტნიორ და მეზობელ, აგრეთვე, ყოფილ ოკუპანტ ოსმალეთს, აწ კი თურქეთის რესპუბლიკას,  კიდეც წაეკიდა სამტროდ და კიდეც დაუმეგობრდა.
იმდენად მჭიდროდაც კი, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსულ ირანთან ერთად (იქით – რფ-მ, აქეთ – თურქეთმა), სანამ დასავლეთს ეძინა და დონალდ ტრამპის გამარჯვების შოკს ინელებდა, ახლო აღმოსავლეთი თითქმის გადაინაწილა.
ამის პარალელურად, ამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში სამხედრო ამბოხიც კი მოხდა, რომელიც, თუმცა ხელისუფლებამ წარმატებით ჩაახშო, ოღონდ აშკარად გამოიკვეთა ქემალისტური თურქეთიდან ოსმალეთის იდეისკენ მიტრიალების ტენდენცია (საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი თურქეთის მამად წოდებულის, ანუ ათათურქის ძეგლებსაც კი დაერია).
ამასობაში შავმა კატამ ჩვენს ორ სტრატეგიულ პარტნიორს (აშშ და კვლავ თურქეთი) შორისაც ჩაირბინა: „ნატოს“ წევრმა თურქეთმა თავის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას ალყაც კი შემოარტყა (რაკი ამბოხებულებს ეძებდა).
რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ოთხს შორის (აშშ-თურქეთი-ირანი-რფ), იმიტომ რომ გლობალური პოლიტიკაც სიყვარულივითაა (პრინციპით: მათი ჩხუხი ბრიყვს სიმართლე ეგონაო), თუმცა, რაკი ჩვენ მათ შორის ვართ, თუ ლაზათიანად არ მოვიქეცით ამ ახალ 2017-ში, ვაითუ, დავბაიყუშდეთ?! –

скачать dle 11.3