კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირაკლი ბათიაშვილის ბესტსელერი – „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ #52

„თანაბარი დიალოგი ორი ფილოსოფოსისა  და  ღირსეული შენაძენი  ქართული  ლიტერატურისა“ – ასე შეაფასა ფილოსოფოსმა ვალერიან რამიშვილმა, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაცია 17 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში“ შედგა. „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ ასე უწოდა ირაკლი ბათიაშვილმა ახალ წიგნს, რომელზეც რამდენიმე წელი მუშაობდა და მასში თანამედროვეობის ყველაზე აქტიური გამოწვევებისა და პრობლემატური საკითხების გაანალიზებას შეეცადა. წიგნი უდიდესი გერმანელი მოაზროვნის, მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს, თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადსა და თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს ეძღვნება. „ადამიანებს დაგვავიწყდა, რომ ვცოცხლობთ“, – აღნიშნავს გერმანელი ფილოსოფოსი, მარტინ ჰაიდეგერი საკუთარ ნაშრომში „ყოფიერება და დრო“ და ამ პრობლემას ადამიანის სულის დაავადებას უწოდებს. ირაკლი ბათიაშვილისთვის გერმანელი მოაზროვნის ნაშრომი დღევანდელი რეალობის გამოძახილი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, ფილოსოფოსის შემოქმედების გაანალიზება მოეხდინა. წიგნში ჰაიდეგერის ნააზრევთან ერთად მოთხრობილია ავტორის შეხედულებები. ნაწარმოების მთავარი ხაზი ადამიანია, სადაც აღწერილია, ღმერთს მოკლებულ სინამდვილეში როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი თავი. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ჰაიდეგერის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებზე.
პრეზენტაციას ირაკლი ბათიაშვილის მეგობრები, ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში ესპანეთის ელჩიც გახლდათ. პრეზენტაციის წარმდგენი, წიგნის რედაქტორი, მწერალი და მეცნიერი, როსტომ ჩხეიძე იყო. მასთან ერთად, ფილოსოფოსის ნაშრომი მოწვეულმა სტუმრებმაც შეაფასეს.
პრეზენტაციის დასასრულს, ირაკლი ბათიაშვილმა სტუმრებს ავტოგრაფები და საკუთარი წიგნი უსახსოვრა.
ირაკლი ბათიაშვილი:  წიგნი ეძღვნება მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის ნაშრომს – „ყოფიერება და დრო“ მისი ერთგვარი ანალიზია, სადაც ყურადღება გამახვილებულია ჰაიდეგერის ბიოგრაფიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტებზე და ამ ჭრილში გადმოცემულია ჩემი ცნობიერების შინაგანი ნაკადი. ჰაიდეგერის ფილოსოფიური გადმოსახედიდან წარმოდგენილია ჩემეული ანალიზი 21-ე საუკუნის თანამედროვეობის გამოწვევებსა და პრობლემებზე.

скачать dle 11.3