კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რიტუალები ტარდება ახალი წლის ღამეს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილები სწორად #52

იმისთვის, რომ 2017 წელი თქვენთვის ფეხბედნიერი და წარმატებული იყოს, როგორც პირად, ისე კარიერაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მარტივი წესები, თქვენს ბედნიერებაზე რომ აგებს პასუხს. როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი დალი ამბობს, ბევრმა არ იცის, რომ უძველესი დროიდან, ახალ წელს დიდი მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ სწორედ ის რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ, თქვენი და თქვენი ახლობლების წარმატებასა თუ ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.

 დალი: ახალი წლის ღამეს, სახლში გაწყობილ ნაძვის ხეზე, ოჯახის ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახის წევრებს ლამაზად მორთული ხის კენწეროდან ლოცავს. ამიტომ, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ახალი წლის ჩავლის შემდეგ, მისი დაწვა და დაჩეხვა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, ასეთ საქციელს, იმ წელშივე უბედურება მოჰყვეს. ასევე, ახალი წლის დღეებში, ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს.
– რა მოვიმოქმედოთ ახალი წლის ღამეს, რომ ნაძვის ხის კენწეროზე შემოსკუპულმა ფუძის ანგელოზმა დაგვლოცოს და მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ?
– აუცილებელია,  ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდეთ, რომ მთელი დამდეგი წელი ასეთი განწყობით გაატაროთ. ასევე, ამ  წლის მბრძანებელის პატივსაცემად, შესაბამისად, გააწყვეთ საზეიმო სუფრა. თავადაც მის საყვარელ ფერებში გამოეწყვეთ და სახლიც ასევე მორთეთ. ახლა წითელი მამლის წელი მოდის, ამიტომ, მაგიდაზე დაალაგეთ: თევზეული, მწვანე ბოსტნეული და ხილი დიდი რაოდენობით. ასევე, ბევრი ფერადი კოქტეილი. თან წითელ, ყვითელ, ლურჯ და მწვანე ფერებში გამოეწყვეთ და შესაბამისად მორთეთ გარემო. ეს მას ძალიან მოეწონება და იღბალსაც დაიბედებთ. საახალწლოდ აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი, როგორც ოჯახისთვის, ასევე თქვენთვის. ახალ წელს აუცილებელია, ყველა ოჯახში, ნაძვის ხეზე დაიკიდოს სათამაშოები, თქვენს პირად ცხოვრებას თუ ოჯახის წევრების კეთილდღეობას, ოცნებების ასრულებას რომ შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, ამიტომ, თუ ბედში ცვლილებები გსურთ, ვაშლი აუცილებლად დაკიდეთ ნაძვის ხეზე. ის არა მარტო ნაძვის ხეზე, სუფრაზეც აუცილებლად უნდა იდოს. წელს, წლის მბრძანებლის პატივსაცემად, აუცილებლად უნდა დადოთ ნაძვის ხის გვერდით გამჭვირვალე ვაზაში ჩაწყობილი თავთავები, ხორბალი და სიმინდის მარცვლები. ეს ოჯახურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
საახალწლო ნაძვის ხის მორთვისას, სათამაშოებთან ერთად, ნაძვის ხეზე კანფეტებიც ჩამოჰკიდეთ. ახალი წელი ფინანსურად სტაბილური რომ იყოს, ნაძვის ხეს ხურდებითა და ფულის სხვადასხვა კუპიურითაც რთავენ. შეგიძლიათ, ნაძვის ხეზე, ფული დადოთ. წინათ, ნაძვის ხეს კანფეტებითა და ხილით, მაგალითად,  ვაშლით და მანდარინით რთავდნენ და მიაჩნდათ, რომ ამას ბედნიერების მოტანა შეეძლო. სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ კი, კანფეტები ბავშვებს დაურიგეთ და ერთი ცალი თავადაც შეჭამეთ, რომ მთელმა წელმა ტკბილად და სასიამოვნოდ ჩაიაროს. თუ ქოთნის „შობის ყვავილი“ გაქვთ, ქოთანში ცოტაოდენი ბრინჯი ჩაყარეთ, რომ ბარაქიანი წელი გქონდეთ. აქვე გეტყვით, რომ ბარაქის მოსაზიდად ცოცხის გამოყენებაც შეგიძლიათ. შეიძინეთ ახალი ცოცხი და ბინის ნებისმიერ კუთხეში ტარით დაბლა დადეთ. ზედა ნაწილზე ლამაზი ლენტი შემოახვიეთ. ფერი სურვილისამებრ შეარჩიეთ: ცისფერი ახალ სამსახურს გაშოვნინებთ, წითელი – ბარაქას მოგიტანთ, თეთრი – ვალების დაბრუნებაში დაგეხმარებათ. 20 თებერვლის შემდეგ კი, მოხსენით ცოცხს ლენტები და ჩვეულებრივად გამოიყენეთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, სანამ 12 საათი გახდება, აანთეთ მაგიდაზე 1 ცალი წითელი სანთელი და როგორც კი 2017 წელი დადგება, გამოაღეთ ფანჯრები, რათა ძველი წელი გავიდეს და ახალი შემობრძანდეს. ეს მთავარი საახალწლო რიტუალია.
– წელს, მეკვლე რა კრიტერიუმით შევარჩიოთ და რა უნდა შემოიტანოს სახლში, რომ ხვავი და ბარაქა არ მოგვაკლდეს?
– დიახ, ახალი წლის ღამეს სახლში მობრძანებული მეკვლე, მომავალი წლის ბედნიერების, წარმატებისა და ჰარმონიის მაცნედ მოიაზრება. ამიტომ, მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ ბედნიერი  ადამიანი, რომელსაც გასულ წელს არ დაღუპვია ოჯახის რომელიმე წევრი. ბრინჯით, სიმინდის მარცვლებით, ხურდა ფულითა და ტკბილეულით, მას ჩვენს ოჯახში ბარაქა შემოაქვს, სიტკბოსა და ფინანსურ უზრუნველყოფას გვპირდება მთელი წლის განმავლობაში. ასევე, მთავარია, ის მხიარულად და მარჯვენა ფეხით შემოვიდეს ოჯახში.
– ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა და სურვილი ასრულდებაო. ვიცი, რომ სურვილის ჩაფიქრებასაც თავისი წესი აქვს და იქნებ, ამაზეც გვესაუბროთ?
– შემიძლია, შემოგთავაზოთ ყველაზე გავრცელებულ რიტუალები, რომელსაც ახალი წლის ღამეს ატარებენ და ასევე, გაგანდოთ, როგორ ჩაიფიქროთ სურვილები, რომ მომავალ წელს ახდეს. მოკლედ, ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება, ფურცელზე სურვილი დაწერეთ, დაწვით და ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ. შემდეგ კი დალიეთ. ეს ყველაფერი 1 წუთში უნდა მოასწროთ. თუ გაინტერესებთ, ამ წელს დაოჯახდებით თუ არა, მაშინ საღამოს სახლის კარი გააღეთ, ღია კარისკენ ზურგით დადექით, გაიხადეთ მარცხენა ფეხსაცმელი და უკან, გარეთ გადააგდეთ. თუ ფეხსაცმლის წვერი სახლის მხარესაა მიმართული, პირად ცხოვრებაში სიახლეს არ უნდა ელოდოთ, თუ პირიქით – მაშინ გაგიმართლებთ. ასევე, პოპულარულია, პატარა ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა და ბალიშის ქვეშ დაწყობა. დილით ბალიშიდან მხოლოდ ერთი ფურცელი აიღეთ და წაიკითხეთ - რა სურვილიც ფურცელზე დაწერეთ, აგისრულდებათ.  საახალწლო სუფრაზე ყურძენი დადეთ. როდესაც საათი წამების ათვლას დაიწყებს, თითო მარცვალი მიირთვით და სურვილი ჩაიფიქრეთ.  როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს, რაც შეიძლება მაღლა ახტით და სანამ იატაკზე დაეშვებით, სურვილის ჩაფიქრება მოასწარით. ასევე, პოპულარულია სურვილის ფურცელზე დაწერა და ნაძვის ხეზე ჩამოკიდება. უძველესი ტრადიციაა, ბედობა დღეს, 2 იანვარს, მომავლის გაგება ბეჭდით.  კერძოდ, 2 იანვარს, ღამის 12 საათზე, აიღეთ ჩვეულებრივი, გამჭვირვალე, სწორძირიანი ჭიქა, შემოახვიეთ წითელი შალის ძაფი და განასკვეთ სამჯერ. ჩაასხით მასში წყალი ნახევრამდე. ჩააგდეთ წყალში ქორწინების ბეჭედი. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, ცოტა ხანს უყურეთ მას და თან, გულში სამჯერ თქვით: „მითხარი ის, რაც ჩემს თავს უნდა მოხდეს“. შემდეგ ეს სანთელი წყალში ჩაუშვით და ასე ჩააქრეთ. ნახევრად ბნელ ოთახში ჩაიხედეთ ჭიქაში და დააკვირდით, რას ხედავთ ბეჭდის შუა სივრცეში. აუცილებლად მარტო უნდა იყოთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინახოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მომავალში უნდა მოხდეს.  გასათხოვარი გოგონები ამ დროს ჭიქაში საბედოს ხედავენ, დაოჯახებულები კი საინტერესო მოვლენებს იგებენ წინასწარ. პირადად მე, მჯერა სიზმრის ფენომენის და ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 2, 3, 5, 6, 7 და 9 იანვარს ნანახი სიზმრების ახდენის.
– ახალ წელს ბევრი სტუმარი მოდის. ზოგს დადებითი აურა შემოაქვს ჩვენს საცხოვრებელში, ზოგსაც უარყოფითი. ამ მხრივ რა გავითვალისწინოთ?
– კარის ზღურბლზე მდგარ სტუმარს ნურც აკოცებთ და ნურც ხელს ჩამოართმევთ; ნუ გასცემთ ახალი წლის დღეებში ფულს და ნუ გაასესხებთ ბრინჯსა და შაქარს, რომ სახლიდან ბარაქა, სიტკბო და დოვლათი არ გავიდეს. თუ გსურთ, ბედი არ „შეიკრათ”, ნურც ახალი წლის დღეებში, ღამით ნანახ სიზმარს მოუყვებით უცხო ადამიანს. თუ არასასურველ სტუმარს ელოდებით, აუცილებლად გამოწმინდეთ სახლის იატაკი სველი ჩვრით, შემოსასვლელისა და მისაღები ოთახის კუთხეში კი, წყალში კარგად დასველებული ღრუბელი დადეთ, რომელსაც მარილი ექნება მოყრილი – ის არასასურველი სტუმრის ენერგიას შეიწოვს. სტუმრის წასვლის შემდეგ, წყლით, მარილითა და იმ სტუმრის ენერგიით გაჯერებული ღრუბელი გამდინარე წყალს შეუშვირეთ რამდენიმე წუთით. ოთახი და შემოსასვლელი კი ისევ სველი ჩვრით გამოწმინდეთ.

скачать dle 11.3