კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები #52

გურულმა ქალმა გაიგო, რომ პენსია მოემატა. სასწრაფოდ ჩაიცვა და გაქანდა საპენსიო ფონდში.
– პენსია რომ გეიზარდა, იგი მომეცით.
– ეგ კანონი ჯერ არ არის, ქალბატონო, ძალაში.
გაწიწმატდა გურული:
– აპა, როის იქნება ძალაში, მე რომ ვიქნები ზალაში?
***
კანონი და ქართველი შეხვდნენ ერთმანეთს და „ნევიჟუ“ დაურტყეს.
***
– დათო, სად ხარ?
– სახლში, საყვარელო. შენ?
– სახლში კი არა... უკან მოგყვები და გვერდით რომ გიდგას, იმას უთხარი, ქუსლიანები გაიხადოს და ისე გაიქცეს!

დათუნა გელაძის (ჩელეს) ანეკდოტები
ცოლი გადარეული ურეკავს ქმარს:
– საყვარელო, შემეშალა, დილით წამალი რომ  დაგიტოვე, ამერია და კუჭში შესაკრავის მაგივრად, დამამშვიდებელი დაგიდე საწოლთან. როგორ ხარ?
–  რავი კარგად – ჩავისვარე, მაგრამ სულაც არ ვნერვიულობ.
***
მეომრებს ბრძოლის წინ მიმართავს ბელადი:
–  მეომრებო! დღეს ქათმებივით უნდა იბრძოლოთ!
–  რას ბრძანებთ, ბელადო? – დაიბნენ მეომრები.
–  რა და თავიც რომ მოგაჭრან, ბრძოლა მაინც არ უნდა შეწყვიტოთ!
***
პატრული ეკითხება მძღოლს:
–  კი მაგრამ, როგორ დაჯექით საჭესთან ასეთი ნასვამი?
–  ძმაკაცები დამეხმარნენ.
***
ბებია ავიდა ავტობუსში და ბაბუის წინ ფეხებგაშლილი დაჯდა.
–  ქალო, სასაფლაო დაკეტე!
–  რა იყო, მკვდარმა გაიღვიძა?
***
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
– აუ, ბიჭო, ჩემს მეზობელს კუბოში იმდენი ტანსაცმელი ჩაულაგეს და გაატანეს, მიქელამ მეორადები გახსნა.
***
–  სად ხვდები ახალ წელს?
–  გარეთ.
– შენ გადაწყვიტე?
–  არა, ბანკმა.
***
განცხადება: „ვხსნი ჯადოს, ვარიდებ ავ თვალს, ვარიგებ ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს და შეყვარებულებს... მოკლედ, ყველა პრობლემას ვშველი, ლარის კურსის გარდა“.
***
სვანმა მაგნიტი გადაყლაპა, მიმზიდველი ვიქნებიო.
***
ვაკელმა „სვეტსკმა“ გოგონებმა, ქობულეთში, პლაჟზე, ქუთაისელი ტიპის გაბანძება გადაწყვიტეს და მიაძახეს:
–  ე, ყანა!..
ქუთაისელი არ დაიბნა და უპასუხა:
–  რა იყო გოგონებო, ტაროზე მიცანით?
***
პროფესორი სტუდენტებს ეკითხება:
–  მშობიარობის რამდენი სახე იცით?
–  ნაადრევი, გვიანი და არასწორი!
–  დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება.
–  ნაადრევი, როცა ქალი ქორწილამდე ერთი წლით ადრე მშობიარობს; გვიანი, როცა ქმრის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ; ხოლო, არასწორი, როცა, ცოლის მაგივრად მეზობლის ქალი მშობიარობს.


скачать dle 11.3