ბრძნული აზრები #52
შოუ: ყველაზე რთული ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ნათელია.
ჰოლბახი: ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.
ჟვანეცკი: თეატრი იგივეა, რაც მუზეუმი. იქ არ დავდივართ, მაგრამ გვსიამოვნებს, რომ არის.
ჰესე: საზოგადოებრივი აზრის ბატონობა თავისუფლებას ქმნის, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ ყველაფერში ერევა.
ჰიუგო: მუსიკა – ეს მოაზროვნე ხმაურია.
ნიცშე: მსოფლიოს მართავს იდეები, რომლებიც უხმო ნაბიჯებით მოდიან.
დიდრო: ყველაფერი, რაც ზედმეტია ადამიანის ზნესაც აფუჭებს და გონებასაც.
ჩერჩილი: პოლიტიკა ისეთივე სახიფათო და მძაფრია, როგორც ომი. მაგრამ ომში შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოგკლან, პოლიტიკაში კი – რამდენიმეჯერ.
პლატონი: ვნება – ეს ბოროტების სატყუარაა.
რანევსკაია: ანეკდოტი ბევრია, მაგრამ ცხოვრება უფრო სასაცილოა.
ჩესტერფილდი: ბრიყვი ორი რამით ამოიცნობა: ის ბევრს ლაპარაკობს უსარგებლოდ. და მეორე – ის გამოთქვამს თავის აზრს იმაზე, რაზეც მას არავინ ეკითხება.
გოეთე: მე არასდროს მსმენია ისეთი დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენასაც ვერ შევძლებდი.
კამიუ: სიყვარული უკანასკნელი და ყველაზე მძიმე საბავშვო ავადმყოფობაა.
კონფუცი: უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს.
ბეკონი: ფიქრებს, როგორც ადამიანებს, აქვთ თავისი სიჭაბუკის ასაკი.
ლამბერტი: მთვარე – ესაა, რასაც პოლიტიკოსები გვპირდებოდნენ, ახლა მეცნიერები გვპირდებიან.
ვოლტერი: ჭკვიანთა დაცინვა ბრიყვთა ბუნებრივი უპირატესობაა.
მენანდრე: შუხნის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც ადრე, მაგრამ ამჯობინებ, რომ არ გააკეთო.
ჩაპლინი: მეზიზღება სიტყვა თამაში. დაე, ბავშვებმა ითამაშონ.
შილერი: ვერ გაარკვიე ნიჭიერია თუ არა ხელოვანი? ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ ის გარდაიცვალა და მაშინვე დაინახავ, როგორი ტალანტია.
დიორი: თუ მამაკაცი გეხუმრებათ, მას ნამდვილად მოსწონხართ, თუ გაბრაზებთ – მაშინ უყვარხართ.
სტენდალი: უჭკუო ქალებს უყვარდებათ, ჭკვიანები თხოვდებიან.