კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დამალვას ვერ ახერხებს ლოლიტა ცინცაძე შეყვარებულთან და რის გამო მოუწია მას საძილე საშუალებების დალევა #52

ლოლიტა ცინცაძე მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „შენ შეგიძლია ცეკვა“ და მცირე დროში, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა. მათ შორის, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა დუტა სხირტლაძე. ვისაც ლოლიტას სხვა ტურებშიც ნახვა გსურთ, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95334.
ლოლიტა ცინცაძე: ამჟამად ვსწავლობ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტეზე, სპეციალობა – ფინანსები. იმავდროულად, ბათუმში მყავს აერობიკის ჯგუფი და მათ ვავარჯიშებ. ასევე, ვიყავი სამოდელო სააგენტოში, ძირითადად, ვმუშაობდი, როგორც ფოტომოდელი. გარდა ამისა, ვვარჯიშობ და შესაბამისად, ყოველ საათში ჩემ ირგვლივ რაღაც ხდება. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს და გართობისთვის არ მცალია. შეიძლება, ორ კვირაში ერთხელ გავიდე მეგობრებთან ერთად კაფეში. ის, რომ მთელი დღე დაკავებული ვარ იმ საქმით, რაც მიყვარს, ჩემთვის ნამდვილი ფუფუნებაა.
– როდის დაიწყე ცეკვა?
– სკოლაში მოვიდა ერთი პიროვნება, რომელიც სილამაზის კონკურსს ატარებდა და მეც გადმომცა მოსაწვევი. 7 წლის ბავშვი ვერ ვიაზრებდი, რა მინდოდა იმ მომენტში და ოჯახის გადაწყვეტილებით გამოვედი სილამაზის კონკურსზე – „ბარბი და კენი“. გავიმარჯვე და ამით  საშუალება მომეცა, ცეკვის სტუდიაში მესწავლა. ასე რომ, შევედი ცეკვაზე. თავიდან ვცეკვავდით დისკოს და ძირითადად, ჯგუფურ ცეკვებში ვიყავი ჩართული. როგორც კი ბათუმში შემოვიდა ლათონოამერიკული ცეკვები, მაშინვე გადავწყვიტე, მევლო და დაახლოებით 7-8 წელია, ამ ცეკვებში ვარ ჩართული.
–  პირველი წარმატებები...
– სოლო შემსრულებელი ვიყავი თავიდანვე. გავხდი ბათუმის ორგზის ჩემპიონი.  ვარ კავკასიის თასის პრიზიორი. ასევე, სხვადასხვა კონკურსზე მაქვს სხვადასხვა ადგილი აღებული. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, რაღაც დროით ცეკვას თავი დავანებე. ორჯერ ფეხი ვიღრძე და ნახევარი წელი მომიწია შესვენება, არ შეიძლებოდა ცეკვა. მაგრამ, ვერ ვძლებდი ცეკვის გარეშე და როცა არავინ მიყურებდა, ჩემთვის მაინც ვცეკვავდი. ამას დაემატა ეროვნული გამოცდები და რადგან მინდოდა, ცეკვის გარდა, სხვა პროფესიაც მქონოდა, ერთი წელი არ მიცეკვია. შემდეგ, ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ კვლავ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ასე რომ, 2 წელი არ მიასპარეზია. ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი, დეპრესია მქონდა. როცა ბავშვობიდან ცეკვავ, ეს შენი პროფესიაა და უცებ გიწევს თავის დანებება, ძალიან რთულია. დეპრესიაში ვიყავი, რომ არ შემეძლო ცეკვა. ისეთ რამეს აღარ ვუყურებდი, სადაც ცეკვავდნენ, მეტირებოდა. მეც მინდოდა, მაგრამ არ მქონდა ამის დრო. როცა ვცეკვავ, ბედნიერი ვარ. ბავშვობაში ქუჩაშიც ვერ ვაკონტროლებდი თავს. როცა არავინ მიყურებდა, მაშინვე ცეკვა-ცეკვით ვიწყებდი სიარულს.
– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
– ბათუმში ჩატარდა კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ცეკვა“, რომელშიც ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორივეჯერ გავიმარჯვე. მესამე კონკურსში სხვა მონაწილეებს ვეხმარებოდი. ამან საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. ახლა, რომ გავიგე, ტარდებოდა „შენ შეგიძლია ცეკვა“, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა. უბედნიერესი ვარ, რომ 14 საუკეთესოში მოვხვდი.
– როგორი რეაქცია გაქვს, როცა შენს გარეგნობას, შენს გრძელ ფეხებს ხშირად უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით დუტა. ერთ-ერთ ლაივზე დუტას და ზაკის დაპირისპირების მიზეზიც გახდი.
– იმ მომენტში ვკომპლექსდები, რადგან ჩემს გარეგნობას ძალიან უსვამენ ხაზს. მინდა, ხალხს ჩემი ცეკვით უფრო დავამახსოვრდე, ვიდრე გარეგნობით. იმედია, ჩემი ცეკვა გადაფარავს გარეგნობას. რა თქმა უნდა, კომპლიმენტები სასიამოვნოა. იმ მომენტში მსიამოვნებს, მაგრამ თან, მორიდებული ვარ. სასიამოვნოა ისიც, როცა გავდივარ და ჟიურის ერთ-ერთ წევრად ვხედავ დუტას, რომელიც ჩემ მიმართ ასე კარგად არის განწყობილი.
– საკმაოდ სტრესული პერიოდის გავლა მოგიწიათ იმისთვის, რომ 14 საუკეთესოში მოხვედრილიყავით.
– საკმაოდ რთული იყო. 48 საათში 4-5 საათი მეძინა. დისკი რომ მოგვცეს ცეკვის მოსამზადებლად, დილამდე რამდენიმე საათი გვქონდა. ცეკვა რომ დავდგით, მერე სახლში წავედით რამდენიმე საათი რომ დაგვეძინა. მაგრამ, იმდენად ვნერვიულობდი, ვერ დავიძინე. რომ გავიგე, 14-ში მოვხვდი, შემეძლო, დამეძინა, დამესვენა, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. საერთოდ, ემოციებს იმ მომენტში ვერ გამოვხატავ – რამდენიმე საათი უნდა გავიდეს და მერე უკვე ვეღარ ვისვენებ. მას შემდეგ ძილის გრაფიკი ამერია, შუადღეს მეძინებოდა, ღამე კი ვერ ვიძინებდი. ამისთვის, მომიწია რაღაც საშუალებების მიღება. ანუ, ძილის წამლები დავლიე, რომ ჩემს ცხოვრებაში დღე და ღამე დალაგებულიყო. ბათუმში რომ დავბრუნდი, სრული ქაოსი მქონდა.
– ლაივებზე, ალბათ, განსაკუთრებით ნერვიულობდი.
– პირველი ლაივი მაინც ხალხთან გაცნობა იყო. მეორეზე, სადაც ორი ადამიანი ტოვებდა პროექტს, ყველანი „მანდრაჟში“ ვიყავით, ვნერვიულობდით. ბოლოს ყველანი რომ გამოვედით, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები მიკანკალებდა. მაგრამ, იმ დღის ლიდერი გავხდი. ჩემს გულშემატკივრებს მადლობა მინდა, გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან გამაბედნიერეს.
– ვიცი, რომ შეყვარებული გყავს. როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მისი და ჩემი ოჯახი ნათესავის ქორწილში შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ირაკლი არ ყოფილა იმ დროს. მერე, როდესაც თბილისში ვიყავი კონკურსზე, მისი ოჯახის წევრები მოვიდნენ და მათ შორის, ირაკლიც. როგორც ვიცი, ირაკლის ჩემი ფოტო უნახავს, დაინტერესდა და ამიტომაც წამოვიდა კონკურსზე. იქ დიდი ყურადღება გამოიჩინა, მაგრამ იმ დროს მე არაფერი მაინტერესებდა კონკურსის და ცეკვის გარდა. სამი წელი ვმეგობრობდით, ოჯახებიც დაახლოვდნენ. არაფერი უთქვამს, როგორც ჩანს, თავს მაჩვევდა და ეს კარგად გამოუვიდა. 3 წლის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. თავიდან გაოგნებული ვიყავი. საერთოდ, ასეთ სიტუაციაში ყველაზე გულს ვიცრუებდი, ალბათ, ამ მიზნით მიახლოვდებოდით-მეთქი და... ყველა ჩამოვიშორე. მაგრამ, ირაკლის შემთხვევაში, სხვანაირად მოხდა, არ ჩამომიშორებია. პირიქით, მისკენ წავედი, რადგან, როგორც ჩანს, მეც მქონდა მის მიმართ გრძნობა. ძალიან ყურადღებიანია, კარგად ესმის ჩემი, ყველაფერში მიგებს, თბილი ადამიანია. სხვა მეგობრებს ასე ახლოს არ ვუშვებდი, როგორც ირაკლის. როცა თბილისში მოდიოდა, მენატრებოდა და მინდოდა, ჩამოსულიყო. მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მასავით ვერ გამოვხატავ სითბოს, სიყვარულს. მე უფრო თავდაჭერილი ვარ და ის ძალიან თბილია.
– როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას, პროექტში მონაწილეობის შესახებ?
– თავიდან წინააღმდეგი იყო. არ უნდა, ფართო საზოგადოების წინაშე წარვდგე. ურჩევნია, მქონდეს ჩემი საქმე, კონკურსები. მაგრამ, დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ცხოვრების სიყვარული გაგიგებს იმაში, რაც ძალიან გინდა. არ ვარ ფეთქებადი და მშვიდად ავუხსენი, რისთვის მინდოდა ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. ამის მერე დამთანხმდა და გვერდში მიდგას. ლოლა, შენ უნდა შეძლოო, – ამით  მიბიძგებს, სტიმულს მაძლევს.
– ახლა, ყველა რომ კომპლიმენტს გეუბნება და მოსწონხარ, ხომ არ ნერვიულობს?
– კი, აქვს ნერვიულობის მომენტი, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ვიყავით ამისთვის მზად. ზოგჯერ, როცა უარყოფითი კომენტარებია, რომ მე სუსტი მოცეკვავე ვარ, რა თქმა უნდა, მწყინს. ვცდილობ, მასთან ეს არ გამოვავლინო, რადგან ძალიან ნერვიულობს. ვცდილობ, ჩემი განცდები დავმალო, მაგრამ არ გამომდის და ამაზე ძალიან ნერვიულობს.
– ახლა, როცა ასე დაკავებული ხარ, იცლი მისთვის?
– იშვიათად და სხვათა შორის, მისაყვედურა, განიცდის. მაგრამ, იმით ვამშვიდებ, რომ თუ ეს პროექტი  არ იქნებოდა, ბათუმში ვიქნებოდი და ყოველდღე ვერ მნახავდა. ახლა კი 5 წუთით მაინც ვხედავთ ერთმანეთს. ჩვენი სიყვარული ამ ეტაპს გადალახავს.

скачать dle 11.3