კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრდიდნენ დიპლომიან „კანონიერ ქურდებს“ და როგორ გაიტაცეს ქურდული „ობშჩიაკის“ 5 მილიონი #52

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...
ქურდების სამჭედლო
1970 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის საიდუმლო განკარგულებით, მილიციის სკოლის ბაზაზე დახურული ტიპის სასწავლო ცენტრი შეიქმნა, რომელსაც განყოფილება „ვზ 001“ ეწოდა, რაც ასე იშიფრებოდა – „კანონიერი ქურდები“... სასწავლო ცენტრში, კონტინგენტს საგანგებოდ არჩევდნენ და მილიციის აგენტისთვის აუცილებელი სასწავლო პროგრამის პარალელურად, კრიმინალური სამყაროს უნარ-ჩვევებსა და სხვადასხვა „პროფესიას” ასწავლიდნენ: ჯიბის ქურდობას, მედვეჟატნიკობას, დომუშნიკობასა და ასე შემდეგ. ახალი განყოფილების სრული კურსი სამ წელიწადს მოიცავდა.  კურსდამთავრებულს კი საჭირო რეგიონში ანაწილებდნენ და სამუშაოდ უშვებდნენ. საბოლოო მიზანი ის იყო, რომ თითოეული კურსდამთავრებული საჭირო დროს კანონიერი ქურდი უნდა გამხდარიყო. მყარად მოეკიდა ფეხი შავ სამყაროში და მილიციის დირექტივები შეესრულებინა – ეკონტროლებინა კრიმინალური სამყარო და სრული ინფორმაცია მოეპოვებინა საბჭოთა ბოროტმოქმედებზე. „ვზ 001-ში“ მხოლოდ 20 კურსანტს იღებდნენ და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მეცადინეობა მიმდინარეობდა. კურსანტები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ახალი ოცეულის მიღება კი ყოველ მესამე წელს ხდებოდა. ანუ, მაშინ, როდესაც წინა ოცეული გაივლიდა სწავლების სრულ კურსს...  განყოფილებამ 24 წელი იარსება და 1994 წელს დაიხურა. სულ 8 კურსი გამოუშვა, რომელიც 160 ადამიანმა დაასრულა და ყველა მათგანი კანონიერი ქურდი გახდა. „ვზ 001“ ნამდვილი ქურდების სამჭედლო იყო, რომელიც საბჭოეთის ქურდული სამყაროს ლომის წილს აკონტროლებდა და მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ამ სფეროში. თითოეული კურსდამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცგანყოფილებაში ინდივიდუალურ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და მათ შესახებ საიდუმლო ინფორმაციებს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები ფლობდნენ.
ჯიბგირების მეფე
1945 წელს დაბადებული გურამ ბეგლარიშვილი, განყოფილება „ვზ 001-ის“ პირველ, 1973 წლის გამოშვების ოცეულში შედიოდა და 1979 წელს, 34 წლის ასაკში, გახდა კანონიერი ქურდი. „ბეგლარი“ როსტოველმა ქურდებმა აკურთხეს და მას ბადალი არ ჰყავდა თავის საქმეში. გურამ ბეგლარიშვილი ჯიბგირი არ იყო და მილიციის სკოლაში უმაღლეს დონეზე აითვისა ეს ქურდული „პროფესია.” ცენტრალურ ნომენკლატურაში, მეტსახელად „ბეგლარი“ ¹994 კოდით იყო აღნიშნული და მას მაიორი პეტრე კორღალიძე კურატორობდა. გურამი მხოლოდ პეტრესგან და პეტრესთან წინასწარ შეთანხმებული ადამიანებისგან იღებდა დავალებებს და ინფორმაციებსაც იმავე გზით გადასცემდა. როსტოვში, ბეგლარიშვილი უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებს შორის. ჯიბგირების ნამდვილი მეფე გახლდათ და ვინ წარმოიდგენდა, თუ ქურდული გაგებით მართალი კაცი სინამდვილეში მილიციის აგენტი-არალეგალი იყო და მაიორის ჩინს ატარებდა.
საგანგებო დავალება
1983 წლის 19 აპრილს მაიორი პეტრე კორღალიძე გურამ ბეგლარიშვილს ქალაქ როსტოვში, კონსპირაციულ ბინაში შეხვდა და უთხრა:
– ვალერი კუზმინს ხომ იცნობ?
– „კუზიას“, ჩვენი რეგიონის ობშჩიაკის მცველს? – კითხვა შეუბრუნა გურამმა.
– კი.
– ვიცნობ. მერე?
– მერე ის, რომ ცენტრს ამ მსხვილი მაყუთის ექსპროპრიაცია უნდა, პარალელურად კი კუზიას გაფუჭება და ეს მისია შენ დაგეკისრა.
– კონკრეტული გეგმა გამაცანი.
– კონკრეტულად შენ უნდა დაადგინო, თუ სად ინახავს კუზია ქურდულ მაყუთს და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გადმომცე. ჩვენი სპეცჯგუფი კი იქაურობას პირწმინდად გაასუფთავებს. კუზიას მაყუთს რომ მოსთხოვენ და ვერ გამოაჩენს, დანებზე ააგებენ, მის ადგილს კი შენ დაიკავებ. გასაგებია?
– გასაგებია, – უხალისოდ დაეთანხმა ბეგლარიშვილი კორღალიძეს, რადგან კუზიას სიკვდილი არ უნდოდა, მაგრამ ცენტრის დავალება უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა.
ქურდული „ობშჩიაკი“
38 წლის ბეგლარიშვილი და 42 წლის კუზმინი ძმაკაცები იყვნენ. ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მილიციის აგენტი-არალეგალი იყო, ბეგლარს კუზიას გაწირვა არ უნდოდა, რასაც კუზმინის საშინელი სიკვდილი მოჰყვებოდა. გურამი, მართალია, დაეთანხმა კორღალიძეს, მაგრამ კუზმინის გაწირვა არ ისურვა და გადაწყვიტა, სხვაგვარად მოქცეულიყო ისე, რომ, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. ერთი მხრივ, გურამს უნდა გაემხილა კუზმინისთვის თავისი ნამდვილი ვინაობა, მეორე მხრივ კი – კუზიასთვის ეთხოვა, უცხოეთში გაქცეულიყო გარკვეული თანხით, რითაც გურამსაც იხსნიდა და საკუთარ თავსაც. კუზიამ ყურადღებით მოუსმინა ბეგლარს და უთხრა:
– წესით, მე ახლა ულაპარაკოდ უნდა გაბარებდე ქურდებს, ისინი კი უპირობოდ დაგბრედდნენ, მაგრამ ამას არ ვიზამ. შენი ეს ნაბიჯი დაფასების ღირსია და ასეც მოვიქცევი.
– ესე იგი, უცხოეთში გაიქცევი?
– არა, – თქვა კუზიამ.
– აბა, აქ თუ დარჩები, ან თავი უნდა შეაკლა ტყუილად ქურდებს, ან მე დამასახელო, მაგრამ, ხომ მითხარი, არ ჩაგიშვებო?
– გითხარი და ასეც მოვიქცევი, – გაეცინა კუზიას, – ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ყველაფერს მიხვდები.
– რა საიდუმლოს?
– რას, ძმაო და იმას, რომ მეც შენსავით მილიციის აგენტი-არალეგალი ვარ და ჩემი კურატორი მყავს. ასე რომ, ცენტრში არანაირი ქურდული ობშჩიაკის ექსპროპრიაცია და ჩემი „გაფუჭება“ არ უნდათ. უბრალოდ, შენმა კურატორმა არ იცის, თუ ვინ ვარ და შენი მეშვეობით, ქურდული მაყუთის დაუფლება და ობშჩიაკის შერგება მოინდომა. მიხვდი ახლა ყველაფერს?
– მივხვდი. რა ვქნათ? – თქვა ბეგლარიშვილმა.
– რა და, კორღალიძე ფაქტზე უნდა გამოვიჭიროთ და ჩვენებს, ანუ მილიციას ჩავაბაროთ, – თქვა კუზიამ და დააყოლა, – ახლა კი, მოდი ალიბაბას გამოქვაბულის საგანძურს განახვებ, არ გაინტერესებს, როგორია ქურდული ობშჩიაკი?
კუზიას სამალავში 2 მილიონის მსხვილი ბანკნოტები და 3 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა აღმოჩნდა. გურამმა რომ ეს საგანძური ნახა, თქვა:
– აქ იმდენი ფულია, მთელი ცხოვრება გვეყოფა.
გაქცევა
მიუხედავად იმისა, რომ კუზიამ და ბეგლარმა თავდაპირველად კორღალიძის გამჟღავნება გადაწყვიტეს, ამის გაკეთება გადაიფიქრეს და კუზმინმა ბეგლარიშვილს შესთავაზა:
– მოდი, ეს მაყუთი და ძვირფასეულობა ავიღოთ და მოვხიოთ?
– მოვხიოთ?
– ჰო. მოვხიოთ. შენც მარტოხელა ხარ და მეც. კორღალიძე რომ გავამჟღავნოთ, მაშინ იმაზეც უნდა ვაგოთ პასუხი, რომ ერთმანეთს ჩვენი ნამდვილი პროფესიები გავუმჟღავნეთ. ამის გამო მილიციიდანაც დაგვითხოვენ და ვერც ქურდულ სამყაროში შევინარჩუნებთ ადგილს. ამიტომ, მოდი, გავიქცეთ.
1983 წლის აგვისტოს დასაწყისში გაირკვა, რომ კუზია და ხუთმილიონიანი ქურდული „ობშჩიაკი“ საბჭოეთის ქურდული დედაქალაქიდან უკვალოდ და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სამუდამოდ გაქრა. გაუჩინარდა ბეგლარიც და ორივეს ძებნას აქტიურად შეუდგა როგორც ქურდული სამყარო, ასევე საკავშირო მილიციაც. დაინიშნა შიდა გამოძიება და დადგინდა სიმართლე, ანუ მაიორმა კორღალიძემ აღიარა, რომ ქურდული „ობშჩიაკის“ მიტაცებას, გურამ ბეგლარიშვილის ლიკვიდაციას და კვალის ამგვარად წაშლას აპირებდა. ამ აღიარების შედეგად ბეგლარიშვილისა და კუზმინის პროვოცირების ბრალდებით გასამართლებულ კორღალიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასჯელს ის საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ციხეში იხდიდა, სადაც 1993 წელს ჭლექით გარდაიცვალა...
ბეგლარი და კუზია, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული რუსული მაფიის წევრები გახდნენ, ნიუ-იორკში დამკვიდრდნენ და საბჭოთა კავშირიდან გატაცებული ფული „შავ საქმეში“ მას მერე ჩადეს, რაც ახალი გარეგნობით მოევლინენ კრიმინალურ სამყაროს.

скачать dle 11.3