მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები #52
მწვანე ჩაი ხელს უწყობს წონაში კლებას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და სხვადასხვა დიეტის შემადგენელი კომპონენტია. მაგრამ, ამით მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები არ ამოიწურება. კერძოდ:
ამშვიდებს თვალებს – წარმატებით ებრძვის ჩაშავებულ უპეებს, დასიებულ და დაწითლებულ თვალებს. წვეულებაზე ღამისთევის ან უბრალოდ, უძილო და დამღლელი ღამის გამო დასიებულ თვალებზე მწვანე ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები დაიდეთ და ათი წუთით წამოწექით. სიწითლე, დაღლილობა, წვა, შეშუპება თუ ჩაშავება, მალევე გაივლის.
ამშვიდებს კანს – თუ გარუჯვამ ძალიან გაგიტაცათ, სათხილამუროდ გასულს დამცავი კრემის წასმა დაგავიწყდათ და კანი დაგეწვათ, ჩაასხით მწვანე ჩაი პულვერიზატორიან ბოთლში და კანის დამწვარ, გაწითლებულ უბნებზე მიისხურეთ. მწვანე ჩაი დაამშვიდებს კანს და ანტიბაქტერიული თვისებების გამო, ანტისეპტიკადაც გამოდგება.
აჯანსაღებს სუნთქვას – გამოიყენება როგორც სავლები, ჯანსაღი სუნთქვის შესანარჩუნებლად.
კურნავს ყელის ტკივილს – ანტივირუსული თვისებების გამო, მწვანე ჩაი შესანიშნავად ებრძვის ყელის ტკივილს, გაციებისა და გრიპის დროს. დალიეთ ცხელი ჩაი, თაფლით ან უბრალოდ, გამოივლეთ ყელში თუ ჩაის სმა არ გიყვართ. თუმცა, თუ მწვანე ჩაის ხშირი მომხმარებელი არ ხართ, დღეში 2 ჭიქაზე მეტის დალევა დასაწყისისთვის რეკომენდებული არ არის.
წმენდს ჰაერს – შესანიშნავად წმენდს ჰაერს უსიამოვნო არომატებისგან, მისი აბსორბირების უნარის გამო. მწვანე ჩაის ფოთლებს უძველესი დროიდან იყენებენ ამ დანიშნულებით. ჰაერის ხელოვნური, ხშირად ძალიან მძაფრი სუნის მქონე საშუალებები თუ არ გიყვართ და უბრალოდ, უსიამოვნო სუნის გაქრობა გინდათ, ჩაყარეთ მწვანე ჩაის ფოთლები პატარა ჯამში და დადგი ოთახში ან მაცივარში.
არბილებს კანს – ძალიან კარგია ფეხის აბაზანების მისაღებად, ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის მოშორებას, ასვენებს და არბილებს ტერფის კანს.