კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თქვენთვის საჭირო დიეტა თავად უნდა შეარჩიოთ #52

მრავალფეროვანი ვეგეტარიანული დიეტა ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას აწვდის ორგანიზმს.
ხორცის გარეშე
ბოლო წლების განმავლობაში, ვეგეტარიანიზმი, მარგინალური მიმდინარეობიდან, უაღრესად მისაღებ კვების ტიპად და ცხოვრების წესად იქცა. ვეგეტარიანული დიეტის მთავარი წესია,  ავირიდოთ ნებისმიერი სახის ხორცი. საკვები, რომელიც ცილების საჭირო რაოდენობით გვამარაგებს არის ყველი, კვერცხი, მარცვლეული, ფქვილი და პარკოსანი მცენარეები.
დაიკელით წონაში
დიეტის ყოველი ცვლილება წონის დაკლებას იწვევს, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე. თუმცა, ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა წონაში მუდმივ კლებას უზრუნველყოფს.
საკვები რაციონი და პროდუქტები თავად უნდა შეარჩიოთ და ისე იკვებოთ. თუმცა, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომელიც ორგანიზმსაც წაადგება და თან, წონაშიც მარტივად დაიკლებთ. ზოგადად, სწორი კვება, თავიდან აგაცილებთ ზედმეტ კალორიებს და ამასთანავე, ცხიმების დაგროვებას.
საუზმე
დაბალცხიმიანი იოგურტი, ერთი ჯამი ბურღულეული, ფორთოხლის წვენი, 2 ტოსტერი მწვანილით ან დაბალკალორიული ჯემით, ერთი ჭიქა რომელიმე წვენი. მაგალითად, სტაფილოს, ვაშლისა და ფორთოხლის მიქსი.
სადილი
სპაგეტი ისპანახით ან ვეგეტარიანული რიზოტოთი და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით. სალათის ფოთოლი ვინეგრეტის სოუსით.
ვახშამი
ტოსტები ხორბლის პურითა და ავოკადოთი, დაჭრილი ხახვი, პომიდორი, ლიმონის წვენი, ბალახეულის ჩაი, ანდა სიმინდის ან ბარდის სალათა, ბალახეული ჩაით.

скачать dle 11.3