კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #52

კითხვა: მითხრეს, რომ  თმისთვის ძალიან კარგია ლიმონი. იქნებ, მითხრათ, როგორ ვიხმარო, რომ თმის სტრუქტურაზე დადებითი ეფექტი მოახდინოს?
პასუხი: ცხიმიანი თმისთვის აურიეთ 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი 2/3 წყალში, ხოლო ნორმალური თმისთვის ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალში. მშრალი თმისთვის შეგიძლიათ, ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარიც შეურიოთ. შეინახეთ პატარა კონტეინერში და იხმარეთ, როგორც შამპუნი.
კითხვა: ხშირად მისკდება ტუჩები სიცივეში და სახლიდან გასვლისას ვისვამ წითელ, ცხიმიან პომადას, რომ ეს დავფარო. ასეთ დროს, რაიმე სხვა საშუალება არსებობს?
პასუხი: ზამთარში, აუცილებელია, ტუჩის შესაბამისად დატენიანება. ტუჩებზე არ უნდა გქონდეთ ბზარები, სიმშრალე ან სისხლიანი წინწკლები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. გამოიყენეთ რბილი და თხელი ტუჩსაცხი.
კითხვა: დაქალებს ხშირად გვიყვარს პარფიუმერიის გაცვლა და ეს საშიში ხომ არ არის?
პასუხი: სხვა ადამიანის, თუნდაც თქვენი საუკეთესო მეგობრის ბაქტერია საშიშია თქვენთვის. სხვისი თვალის ლაინერის, ტუშისა და სხვა სახის პარფიუმერიული პროდუქტის გამოყენებით, შეიძლება, ბაქტერია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცეს. შედეგად კი, შესაძლოა, ლამაზი მაკიაჟის ნაცვლად, ინფექციისგან დაზიანებული თვალები მიიღოთ.
კითხვა: ბებიაჩემი მეუბნება, რომ თმის დავარცხნა ძილის წინ აუცილებელია. იქნებ, თქვენ მაინც ამიხსნათ, რატომ?
პასუხი: არა მარტო თქვენ, ბევრს სმენია ბებიებისგან, რომ ყოველ საღამოს თმა დიდხანს უნდა ვივარცხნოთ, თუ გვინდა, რომ ლამაზი თმა გვქონდეს. ეს სიმართლეა. ჯაგრისის რამდენიმეჯერ გადასმის შემდეგ, კანის ცხიმი თანაბრად ნაწილდება თმის ღერებზე, კვებავს და აჯანსაღებს მას.
კითხვა: ზამთრის პერიოდში ყელიანი სამოსი ძალიან მიღიზიანებს კისრის კანს. თუ არსებობს ისეთი კრემები, რომელიც ამ პრობლემის დროს უნდა ვიხმაროთ?
პასუხი: ბეწვიანი საყელოები, სვიტერები, შალის სამოსი აღიზიანებს მგრძნობიარე კანს კისერზე. დროთა განმავლობაში კი ის შრება, იქერცლება და ნაადრევი ნაოჭებიც ჩნდება. საერთოდაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყელისა და დეკოლტეს კანი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სახის. ამან ასაკი შეიძლება, გასცეს, თუ ქალი სხეულის ამ უბანს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ამიტომ საჭიროა, ყელის მოვლისთვის განსაკუთრებული კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენოთ. ეს შეიძლება, იყოს ცხიმიანი საცხი და შინაური ნიღბები, მკვებავი და დამარბილებელი ეფექტებით. მაგალითად, გამოგადგებათ მკვებავი ნიღაბი ბანანისგან, რომელიც ასე მზადდება: 3 სუფრის კოვზ ბანანის რბილობს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ან ზეითუნის ზეთი. მასა კარგად აურიეთ, დაიტანეთ დეკოლტეზე ან ყელის არეში და გაიჩერეთ 20 წუთით. ამ ნიღაბში, ცხიმის ნაცვლად, შეგიძლიათ, კვერცხის გული ან  1 ჩაის კოვზი თაფლიც  გამოიყენოთ. მასა თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი განკუთვნილია მშრალი და დანაოჭებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
მოამზადა

скачать dle 11.3