კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და იღბალს 2017 წელს #52

გთავაზობთ ძვირფას ქვებს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რომელიც 2017 წელს წარმატებებს და იღბალში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ:
ვერძის ქვა წითელი იასპია. ასევე, სასარგებლო მინერალია ჰელიოტროპიც, რომელიც დაგიცავთ გარშემო მყოფების ავი თვალისგან  და მელანქოლიის შემოტევებს აგაშორებთ.
კუროს ქვები საფირონი და მალაქიტია. ლურჯი საფირონი ბევრ დაავადებას კურნავს. მალაქიტი ხალხთან ურთიერთობას, მათ შორის, ინტიმურსაც ჰარმონიულს ხდის.
ტყუპებს შეესატყვისებათ აქატი, ასევე ზურმუხტი და ქრიზოლითი. მწვანე ფერი გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას ააქტიურებს, ადამიანს ნებისმიერ სიტუაციასთან შეგუებაში ეხმარება.
კირჩხიბის მფარველია მარგალიტი, რომელიც მთვარის ძალას ინახავს. ის სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. მარგალიტი არაა რეკომენდებული გულგრილი, აგრესიული და ქედმაღალი ხალხისთვის.
ლომის ქვას მზის ფერი აქვს. ესენია: ქარვა, ოქროსფერი ტოპაზი, ავანტიურინი, ასევე, ლალი. სულსა და სხეულს აძლიერებს, აურას ასუფთავებს და გულის მუშაობას აუმჯობესებს.
ქალწულის ქვებია: სარდიონი, მთის ბროლი, ციტრონი. ეს ქვები აურას ასუფთავებს და ქალწულის კრიტიკულ განწყობას საჭირო მიმართულებას აძლევს. ასევე, სასიკეთოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
სასწორის ნიშნის ემოციურმა ადამიანებმა უნდა ატარონ ნეფრიტი, რომელიც მათ იღბალზე სასიკეთოდ მოქმედებს. ასევე, მათ შეესაბამებათ ვარდისფერი კვარცი, ვარდისფერი ქალცედონი და იასამნისფერი ამეთვისტო.
ღრიანკალის ქვები ფირუზი და სარდონიქსია, რაც მის შინაგან ძალას აღვიძებს და საჭირო მიმართულებით წარმართავს. ეს კი ეხმარება მათ წარმატებების ადვილად მიღწევაში.
მშვილდოსანს ესაჭიროება მუქი იასამნისფერი ამეთვისტო, ყვითელი ტოპაზი, ფირუზი, ვეფხვის თვალი. ეს ქვები წნევას დაბლა სწევს, ღვიძლს კურნავს, გაწონასწორებულ ადამიანებს ამბიციების დაცხრომაში ეხმარება და იღბლიანობას აორმაგებს.
თხის რქის ქვებია: მთის ბროლი, ალმასი, ობსიდიანი, გიშერი, რაც ხაზგასმით აღნიშნავს მის მტკიცე, მიზანმიმართულ და პატივმოყვარე ხასიათს. დაგეხმარებათ ასევე, მიზნების მიღწევაში.
მერწყულს შეესატყვისება: ძოწი, ლაზურიტი, ზოლიანი ონიქსი, ცირკონი. ეს ქვები მისთვისაა, ვისაც არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება უყვარს. ისინი ინტელექტის მუშაობას სტიმულს აძლევს.
თევზებს სულის სიმშვიდის მოპოვებაში ამეთვისტო და ალექსანდრიტი დაეხმარებათ. ასევე, შეესატყვისება მათ ორგანული წარმოშობის მინერალები - ფირუზი, მარჯანი, სადაფი, ქარვა. მათი ტარება იღბალსა და წარმატებებს აორმაგებს.

скачать dle 11.3