კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხის სოკოს მკურნალობა ხალხური რეცეპტებით #52


ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ, მაგრამ მნიშვნელოვანია რამდენპროცენტიან ხსნარს გამოვიყენებთ. თუ ხსნარში ძმარმჟავას შემცველობა 70 პროცენტია, მაშინ მისი გამოყენება სოკოს სამკურნალოდ მიუღებელია, რადგან პირიქით, სერიზოულ ზიანს მიაყენებს თქვენს კანს. გამოიყენეთ 9-პროცენტიანი კონცენტრაციის ხსნარი და ამ შემთხვევაში, ნამდვილად სასურველ შედეგს მიიღბთ. სხვა სახის უკუჩვენება ძმარს არ აქვს. შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ ძმრის აბაზანებს. გაათბეთ წყალი დაახლოებით 50 გრადუსამდე და დაამატეთ მას ერთი ჭიქა 9-პროცენტიანი კონცენტრაციის ძმარი.  დაფარეთ წლით ჭურჭლის ფსკერი, მაგრამ საჭირო არაა წყლის დონე იყოს მაღალი, მან მხოლოდ თქვენი ფეხის ტერფი უნდა დაფაროს. გააჩერეთ მასში ფეხები თხუთმეტი წუთის განმავლობაში. სანამ ამ აბაზანას ჩაიტარებთ, მანამდე კარგად უნდა გაისუფთაოთ სოკოთი დაავადებული ფრჩხილი. მოიშოროთ დაზიანებული ნაწილები და ზედმეტობები, რისი მოშორებაც შესაძლებელია. ამის გაკეთებისას იყავით განსაკუთრებით ფრთხილად. გაითვალისწინეთ, თუ ამ დროს ფეხს დაიზიანებთ, გაიჭრით, მაშინ სოკოს არამცთუ მკუნალობას, პირიქით, მის გავრცელებას უწყობთ ხელს. მას შემდეგ, რაც მორჩებით ძმრის აბაზანას, კარგად შეიმშრალეთ ფეხები და ჩაიცვით ბამბის წინდები. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.
სოკოს სამკურნალოდ ასევე გამოგადგებათ ჩაის ხის ზეთი. ის არაერთ ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. სანამ ეთერზეთს გამოიყენებთ, ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. წაისვით ის მცირე რაოდენობით მაჯაზე და თუ თორმეტი საათის განმავლობაში არ აღგენიშნათ გაღიზიანება, სიწითლე, გამონაყარი და სხვა სახის უარყოფითი რეაქციები, შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ სამკურნალოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უნდა გააზავოთ უსაფრთხო კონცენტრაციამდე ან უმჯობესია, საერთოდ უარი თქვათ მის გამოყენებაზე. მაგრამ, თუ ალერგია არ გაქვთ, მიმართეთ შემდეგ ხერხს: ფეხისთვის მომზადებულ აბაზანაში ჩაასხით ჩაის ხის ზეთი 15-20 წვეთის ოდენობით. წინა შემთხვევის მსგავსად, თასში წყალი ფეხს ტერფამდე უნდა ფარავდეს, წყლის ტემპერატურა კი – 45-50 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. გააჩერეთ მასში ფეხები ოცი წუთი. როცა წყალი შეგრილდება, თავდაპირველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დაუმატეთ ცოტა, იგივე ტემპერატურის (45-50 გრადუსი) წყალი. მკურნალობის კურსი გრძელდება ორი თვე და ამ ხნის განმავლობაში აბაზანები უნდა იყოს ყოველდღიური. პროცედურის დროს, აუცილებლად მოიცილეთ ფრჩხილიდან დაზიანებული ნაწილები მაკრატლის დახმარებით და განსაკუთრებული სიფრთხილით. თუ დროთა განმავლობაში ვერ შემჩნევთ აღნიშნული აბაზანის ეფექტურობას, მაშინ ეთერზეთის რაოდენობა 5-10 წვეთით გაზარდეთ.
კიდევ ერთი რეცეპტი სოკოს სამკურნალოდ: აიღეთ ნახევარი ჭიქა სოდა, დაასხით ოთხი ჭიქა ცხელი წყალი, მეოთხედი ჭიქის ოდენობით დაამატეთ 3-პროცენტიანი კონცენტრაციის ჟანგბადის ზეჟანგი და მეოთხედი ჭიქა მაგნიუმის სულფატი. საგულდაგულოდ აურიეთ ყველაფერი და დაასხით მესამედი ჭიქა ძმარი. გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი მიღებული ნარევით და დაიდეთ სოკოთი დაავადებულ ფრჩხილზე. გადაიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ ათი საათი, მოსახერხებელი რომ იყოს, სასურველია, ეს გააკეთოთ ღამით. პროცედურის ხანგრძლივობა – ერთი თვე. სოკოსთან საბრძოლველად ძალიან ეფექტურია ნოვოკაინი. თან, ეს მეთოდი ძალიან მარტივია. უბრალოდ, დაასველეთ ბამბა ნოვოკაინით (0,2-პროცენტიანი) და დაიტოვეთ ის დაზიანებულ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ სოკოსგან თავის დაღწევაში.
აიღეთ ნიორი, დაჭყლიტეთ და დაიდეთ სოკოთი დაავადებულ ადგილას. გადაიხვიეთ პარკით და დაიტოვეთ დილამდე. თავდაპირველად უსიამოვნო შეგრძნებები გექნებათ, მაგრამ შემდეგ ჯერზე გაგივლით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად.
გარდა ამისა, სოკოს სამკურნალოდ ძალიან კარგი საშუალებაა ძლიერი ყავა. ჩაყავით ხელი, ფეხი (რომელიც გაქვთ სოკოთი დაზიანებული) მაგარ ყავაში, რომელიც იქნება ოდნავ გრილი. საუკეთესო შემთხვევაში, პროცედურა უნდა ჩატარედეს საღამოს, ძილის წინ. ეს მეთოდი სრულად არ განგკურნავთ სოკოსგან, მაგრამ პროცესი საგრძნობლად  დაიხევს უკან. კანი კი გახდება გლუვი და ტკივილი სწრაფად გაივლის.

მკურნალობა სტაფილოთი
სტაფილო რომ ძალიან სასარგებლოა და ბევრი დაავადების მკურნალობა შეუძლია, ყველამ კარგად ვიცით. განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება: ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, კუჭის დაავადებების, ანემიის, ართრიტის, მინერალური ცვლის დარღვევების დროს. სასურველი შედეგისთვის მიიღეთ პიურედ ქცეული ან უბრალოდ, მოხარშული სტაფილო. მოხარშული სტაფილო ეხმარება ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნეების, ნაწლავური დისბაქტერიოზის, ნეფრიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. საკმარისია, ჩაღეჭოთ სტაფილო, რომ მიკრობების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. რინიტის მკურნალობისას, შეგიძლიათ, ცხვირში სტაფილოს რამდენიმე წვენი ჩაიწვეთოთ. მოხარშული სტაფილო ასევე კარგია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. ორგანიზმმა რომ სწრაფად აითვისოს, მიზანშეწონილია მისი მიღება, არაჟანთან და მცენარეულ ზეთთან ერთად. დღეში შეგიძლიათ, მიიღოთ ორი-სამი ლიტრი სტაფილოს წვენი. ეს კარგია ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობისთვის, რადგან უამრავი ვიტამინის წყაროა. წვენში არსებული ვიტამინები კი, სხეულში სწრაფად მეტაბოლიზდება. ის აუმჯობესებს მადას, მონელებასა და კბილების სტურქტურას. მეძუძურმა დედამ სტაფილოს წვენი ყოველდღიურად უნდა მიიღოს რძის ხარისხის  გასაუმჯობესებლად. სტაფილოს წვენი არის ბუნებრივი მკურნალი წყლულებისა და კიბოსგან თავის დასაღწევად. რაც ყველაზე მთავარია, ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, ეფექტურად მოქმედებს პანკრიატიტის წინააღმდეგ, დადებითად აისახება ლიმფური ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, სასუნთქ სისტემაზე. აძლიერებს ნერვულ სისტემას, ზრდის ორგანიზმის ენერგიას და ძალას. მშრალი კანის, კანის ანთების და სხვა სახის დაავადებების დროს განსაკუთრებით სასარგებლოა უმი სტაფილო. ისევე, როგორც თვალის დაავადებებისას.
რეცეპტები: დაალევინეთ ყოველ დილით 50-100 მილილიტრი სტაფილოს წვენი ბავშვებს. ეს იქნება დღის არაჩვეულებრივი დასაწყისი, განსაკუთრებით კუჭის მოქმედებისთვის.  სტენოკარდიის დროს, დალიეთ დღეში რამდენჯერმე 100 მილილიტრი სტაფილოს წვენი, რომელსაც უნდა დაამატოთ ერთი კოვზი თაფლი და ორივე ერთად შეურიეთ ადუღებულ წყალს. გააგრილეთ და მიიღეთ ისე.
აიღეთ 100 გრამი გახეხილი სტაფილო, შეურიეთ არაჟანი ან მცენარეული ზეთი მეოთხედი ჭიქის ოდენობით. მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ. ეფექტურია ანემიის, ვიტამინების ნაკლებობისა და ზოგადად, სისუსტის დროს. ასევე, დადებითად აისახება ხასიათზე და განგაწყობთ პოზიტიურად.
დამწვრობის დროს, დამწვარ ადგილას დაიდეთ გახეხილი სტაფილო ყოველ 20-30 წუთში ერთხელ. ის ეფექტურია კანის ჩირქოვანი ჭრილობების მოსაშუშებლადაც.
თუ თქვენს ბავშვს ჭიები აწუხებს, დაალევინეთ უზმოზე ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი, ან შეგიძლიათ, მისცეთ 100 გრამი გახეხილი სტაფილო ერთ ჩაის კოვზ კანაფის ზეთთან ერთად დღეში ორჯერ. უზმოზე კი – პურთან ერთად. კანაფის ზეთის ნაცვლად, ასევე შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი ან არაქისის კარაქი.
თირკმლის დაავადებების, კერძოდ კი, კენჭების არსებობის შემთხვევაში:
ა) მიიღეთ ასი გრამი  დაფქული სტაფილოს თესლი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბ) ერთ სუფრის კოვზ დაფქულ სტაფილოს თესლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ 12 საათის განმავლობაში სითბოში და შემდეგ მიიღეთ თბილი სახით ნახევარი ჭიქა – დღეში ხუთ-ექვსჯერ. თირკმელში არსებული კენჭებისა თუ ქვიშის წინააღმდეგ ეფექტურია შემდეგი რეცეპტიც: ერთი ლიმონის წვენს შეურიეთ ნახევრი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ ნახევარი ჭიქა სტაფილოს წვენი  და ამდენივე კიტრის წვენი. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ.

რომელი პროდუქტებით განვტვირთოთ ორგანიზმი ახალი წლის შემდეგ
ახალი წლის შემდეგ, თუ გინდათ, რომ ორგანიზმმა მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ძველი ფორმის დაბრუნება, მიირთვით ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ ვაშლსა და კიტრზე. ვაშლი ან ვაშლის წვენი შეგიძლიათ, დღის განმავლობაში სასურველი ოდენობით მიიღოთ და მის სასარგებლო თვისებებზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეეხება კიტრს, ყველამ ვიცით, რომ ის ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა განსაკუთრებული ეფექტი აქვს, საზეიმო დღესასწაულების დროს. უამრავი ხორცეულის ჭამის შემდეგ, როცა ორგანიზმში მჟავატუტოვანი ბალანსი ირღვევა, მის აღსადგენად კიტრი და ხილი საუკეთესო საშუალებებია.
ასეთ დროს, ნაწლავების გასასუფთავებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა შვრიის ფაფა. მოხარშეთ შვრია, მხოლოდ მნიშვნელოვანია, მიირთვათ ის მარილისა და შაქრის გარეშე. ის დაეხმარება თქვენს კუჭ-ნაწლავს ნორმალურ ფუნქციონირებაში, უხვად მიღებული საკვების მონელებასა და შხამიანი ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში. გარდა ამისა, შვრიის ფაფა ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს თირკმელში არსებულ კენჭებზე – თუ ასეთი პრობლემა გაქვთ. აბალანსებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. თუ ამ დროს გიწევთ ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა: კვერცხი, ყველი, შეგიძლიათ, მათზე უარი არ თქვათ, თუ რასაკვირველია, მათთან ერთად მიიღებთ შვრიის ფაფასაც. გულის ნორმალური ფუნქციონირების, მსხვილი ნაწლავის გაწმენდისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა მოხარშული ხორბლის ფაფა. მას განსაკუთრებული ეფექტი აქვს ნაწლავური აშლილობის დროს.
ახალი წლის მრავალფეროვანი მენიუს – ბევრი შემწვარი, ცხიმიანი, ნიგვზიანი, მჟავე კერძები თუ ზედმეტი ტკბილეულის მიღების შემდეგ, ორგანიზმს ნამდვილად სჭირდება მიხმარება, რომ ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს. ამისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქატოს ფქვილი, რომელიც შეგიძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენოთ. მიიღეთ დღეში არაუმეტეს ორმოცი გრამის ოდენობით. ნებისმიერ კერძს, მოაფრქვიეთ ქატოს ფქვილი ზემოდან და ისე მიირთვით.
სასურველი მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჭარხალი. შეგიძლიათ, ორგანიზმის განტვირთვის პრინციპით, მთელი დღე ჭარხლის სალათებზე გაატაროთ. ის თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით აავსებს და ძალების მოკრებასა და არასასურველი ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება, რაც ნამდვილად მოგგვრით შვებას. ზოგადად, სასურველია, თუ ნახევარ ჭარხალს ან მის წვენს ყოველდღიურად მიიღებთ.
ასეთ დროს კარგია მოხარშული კვერცხის ცილის მიღებაც. განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და მიირთვით დღეში საშუალოდ ექვსი კვერცხის ცილა, რომელსაც საკუთარი სურვილითა და გემოვნებით დაუმატებთ ნებისმიერ ბოსტნეულს, იქნება ეს კიტრი, პომიდორი თუ მწვანილი. არ დაგავიწყდეთ დიდი ოდენობით წყლის მიღება.

скачать dle 11.3