კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #52

სიხარულიშვილი
სიხარულიშვილი ნაკლებად გავრცელებული გვარია. ის უმეტესად გვხვდება თბილისში, თელავსა და რუსთავში.
ზურაბ ჭუმბურიძის მიხედვით, სიხარულა არის მშობლის მიერ დარქმეული საკუთარი სახელი, რომელიც ამ გვარს დაედო ფუძედ.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: „სიხარული – ესე არს ყოვლისა ჭმუნვისაგან თავისუფლება“.
„1693 წელს სიხარულიშვილის საკომლო გიორგი მეფემ უწყალობა ბეჟან საგინაშვილს“.
საქართველოში 71 სიხარულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, თელავში – 5, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.
ახალმოსულიშვილი
ახალმოსულიშვილი თავისი მნიშვნელობით, იგივეა, რაც ახალკაცი. ანალოგიური მნიშვნელობისაა გვარი ახალბედაშვილიც.
ამ გვარის წარმომადგენლების წინაპართა გადმოცემით, მესხეთიდან გადმოსახლებულია ვინმე მაისურაძე. როგორც ახალმოსახლისთვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.
საქართველოში 470 ახალმოსულიშვილი ცხოვრობს: თელავში – 136, გურჯაანში – 116, თბილისში – 50. არიან სხვაგანაც.
სამელია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სამველი.
გვარი სამელია დასახელებულია მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს შედგენილ ოტობაიას საეკლესიო მრევლს შორის. ამავე სოფელში, ოცი წლის შემდეგ მოიხსენიება მარსალია სამელია.
გვარში სა – ართრონი ანუ წინსართი უნდა იყოს, მელა კი გარეული ცხოველია და მას ემატება ია – სუფიქსი.
საქართველოში 102 სამელია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 62, ზუგდიდში – 28, თბილისში –  12.
ხოხობაშვილი
ხოხობაშვილებს მიაჩნიათ, რომ მათი გვარი თბილისის დაარსებასთან და თბილ წყლებში ჩავარდნილ ხოხობთანაა დაკავშირებული.
ხოხობაშვილების სამშობლოა მატანი, ახმეტის რაიონი. გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ხოხობა. ამავე ძირისაა გვარი ხოხობაია.
საქართველოში 651 ხოხობაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 500, თბილისში – 79, თელავში – 18. არიან სხვაგანაც.
ზუკაკიშვილი
გარე კახეთში, კერძოდ კი – პატარძეულში, საგარეჯოს რაიონში, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ზუკაკი, რომელიც შემდგომ გვხვდება ფუძედ, გვარში – ზუკაკიშვილი.
ზუკაკიშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიება.
„ზუკაკიშვილები, ბერთუბანს მცხოვრები აზატი კაცები... ყველა ზუკაკისშვილს, დიდსა თუ ცოტას, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისთვის, თუ მართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლები).
ზუკაკიშვილი გიუნა იყო მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავით ქურხულისთვის მიცემული პირობის წიგნისა, კეთილმოყვარეობის შესახებ, 1681 წელს.
ზუკაკიშვილი ზუბიტა იყო მოწმე კათალიკოს იოვანეს მიერ გარეჯის წმიდა დავითის ეკლესიისთვის მიცემული ზვრის შეწირულობის წიგნისა, 1690 წელს.
საქართველოში 434 ზუკაკიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 220, საგარეჯოში – 140, მცხეთაში – 17. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3