კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცის აზრით... #52



წინდა, ტრუსი, პარსვის შემდგომი კრემი და შხაპის გელი – მამაკაცების აზრით, ამაზე უარესი საჩუქარი ნაძვის ხისქვეშ, მხოლოდ არომატული სანთლები ან ახალი წლის სიმბოლური ფიგურა თუ იქნება. 
საახალწლო საჩუქარი, საყვარელი მამაკაცისთვის, გარკვეულწილად, თქვენი სიყვარულის პატარა გამოხატულებაცაა. ამიტომ, საჩუქრის შერჩევისას ორიენტირებას მხოლოდ ბიუჯეტზე ნუ გააკეთებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ურთიერთობის სიღრმე.
მიდგომა: „შეარჩიე, რაც თავად გაგიხარდებოდა“ არ იმუშავებს! საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ საყვარელი მამაკაცისთვის მაშინვე გასაგები გახდეს ორი რამ:
1) თქვენ ბევრი დრო დახარჯეთ ფიქრში;
2) საჩუქარი უნიკალურია, განკუთვნილია მხოლოდ მისთვის და არ არის ერთ-ერთი დეკორატიული ნივთი, რომელიც უახლოეს სუპერმარკეტში იყიდეთ.
მამაკაცებს განსაკუთრებით აღიზიანებთ უფუნქციო საჩუქრები, რომლებისთვისაც რთულია დანიშნულების პოვნა.
კარგი იქნება  რადიო შხაპისთვის. კომპიუტერით გატაცებულ მამაკაცს ნებისმიერი გაჯეტი მოეწონება, მინიატურული ვენტილატორი, ფანქრების ჩასადები და სხვა დეკორაცია, რომელიც კომპიუტერზე USB პორტით მაგრდება. ასევე, უკაბელო მაუსი, სახალისო მაუსის ხალიჩა, „ფლეშკა“ (რისიც ძალიან ფართო არჩევანია) და სხვა.
თუ ის თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ავტომობილის საჭესთან ატარებს, მაშინ შესანიშნავი საჩუქარი იქნება ვერცხლის გასაღებზე ჩამოსაკიდი („ბრელოკი“), ან ფუნქციური „ბრელოკი“, რომელსაც შეუძლია, გაზომოს წნევა საბურავში ან გაალღოს გაყინული საკეტი. მწეველს შეგიძლიათ, აჩუქოთ ლამაზი მანქანის საფერფლე ან ჰაერის არომატიზატორი, რომელიც სიგარეტის კვამლს ანადგურებს.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი გზა აირჩიოთ და მეუღლეს მორიგი პერანგი, საცვლები, შარფი, სვიტერი, ხალათი, საპარსი ან გელების ნაკრები აჩუქოთ. მაგრამ, უმჯობესია, მცირე ძალისხმევა გამოიჩინოთ და შეეცადოთ, თქვენი მეუღლის ოცნებებში ჩაიხედოთ. შეიძლება, ძალიან ხარისხიანი დინამიკები, მობილურის წყალგაუმტარი შალითა, ან უკაბელო მაუსი და კლავიატურა სურს.
მზრუნველობას გამოიჩენთ, თუ მას სასიამოვნო სიურპრიზის სახით, ორთოპედიულ ბალიშს უყიდით ავტომობილის სავარძლისთვის, ან ჭიქა-თერმოსს, რომელსაც ის მანქანაშიც გამოიყენებს. არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება მანქანის „ჯიპიეს“ ნავიგატორი ან მანქანის ხელის მტვერსასრუტი.
გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს ჩვენგან განსხვავებით, „დინამიკური“ საჩუქრები მოსწონთ.
მთავარია, აჩუქოთ გულით და საჩუქარში თქვენი მზრუნველობა, სიყვარული და ემოციები ჩააქსოვოთ!

საჭირო რჩევები

რა ვაჩუქოთ? – წინა სადღესასწაულო დილემის წინაშე ბევრი ჩვენგანი დგება და ხშირად, არჩევნის გაკეთება პრობლემად გვექცევა.  ნახეთ, იქნებ ჩვენი რჩევები გამოგადგეთ.
თუ საყვარელ ადამიანს, ან ოჯახის წევრს აჩუქებთ ისეთ რამეს, რომლითაც თავადაც შეძლებთ, ისარგებლოთ, ეს უსამართლობაა! საჩუქარი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ მისთვის!
ეს ეტიკეტის ელემენტარული წესია. 
კოსმეტიკა, ბიჟუტერია... ასეთი საჩუქარი შეიძლება, მხოლოდ ქალმა აჩუქოს ქალს! ვერცერთი კაცი შეძლებს, ქალს აჩუქოს ისეთი დეკორატიული კოსმეტიკა, რომელსაც ის რეალურად გამოიყენებს. ბიჟუტერია –  აღიქმება, როგორც იაფფასიანი სამკაული. თუ საყვარელ ქალს აჩუქებთ სამკაულს, დაივიწყეთ ფულის ეკონომია!
უკეთესია, სასაჩუქრე ბარათი იყიდოთ და თავად აარჩიოს ის, რაც სურს. ამავე დროს ეს თქვენთვისაც სიურპრიზი იქნება!
საყოფაცხოვრებო საჩუქრები... მამაკაცებო, ქალებს არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ სამზარეულოსთან დაკავშირებული ნივთები – თუნდაც, სასარგებლო საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან კარგი ჭურჭელი. გამონაკლისია შამპანურის ბოკალი ან ფაიფური. ამ შემთხვევაში თქვენ სერიოზულად რისკავთ!
წიგნი – წარწერით... ამ შემთხვევაში, ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ: ჯერ ერთი, წიგნი უნდა იყოს კარგი პოლიგრაფიული ხარისხის, მეორეც – წარწერა არ გააკეთოთ მასზე, თუ ავტორი თავად არ ბრძანდებით. უბრალოდ, საჩუქარს ღია ბარათი დაურთეთ!
არ შეიძლება, შინაური ცხოველის ჩუქება ვინმესთვის, გარდა საკუთარი შვილისა. ვფიქრობთ, ეს ტაბუ ყველასთვის მისაღებია და არ საჭიროებს დამატებით არგუმენტაციას!
„მორიგე საჩუქრები“... ეს ძალიან საინტერესო სეგმენტია.  თქვენ მიერ ნაჩუქარი ნივთი თუ უახლოეს მაღაზიაში იყიდება, ეს ცუდია! საჩუქარი იმითაა ფასეული, რაც მეტ დროს, ფულს, ფანტაზიას, ენერგიას დახარჯავთ, იმის გასახარებლად, ვისთვისაც საჩუქარია განკუთვნილი. ის, რასაც აჩუქებთ, ვიტრინებში თვალში არ უნდა ეჩხირებოდეს.
არ ღირს, აჩუქოთ ისეთი ნივთი, რომელიც მიუთითებს ნაკლზე – მაგალითად, კანის მოვლის საშუალებები. დაივიწყეთ „სილამაზის“ ყველა შესაძლო საშუალება: ეპილატორები, მანიკიურის ნაკრები, შამპუნი და დეზოდორანტი.
ტკბილეული... კანფეტების ნაკრები და ტორტი დაფასოებული სახით – ურიგო საჩუქარი არაა ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ახლობელი ადამიანისთვის! მამაკაცისთვის კანფეტის ჩუქება კატეგორიულად აკრძალულია. სხვა საქმეა ექსკლუზიური საკონდიტრო ნაწარმი, მაგალითად, ტორტი, შოკოლადის სკულპტურა და ასე შემდეგ.
ალკოჰოლური სასმელები... არ ღირს მათი ჩუქება ქალებისთვის. მამაკაცს კი ისეთი სასმელი არ უნდა აჩუქო, რომელიც ელიტარული არ არის და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. ძვირფასი ალკოჰოლური სასმელები შეიძლება, აჩუქოთ კოლეგებს და ხელმძღვანელ პირებს.

რა უნდა გააკეთო
 დღეს

არის ნიუანსები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ხვალ ცხოვრება გაცილებით უკეთესი გქონდეთ.
დაიწყეთ იმით, რომ გაწყვიტეთ ურთიერთობა მასთან, ვინც ცუდად ან არასაკმარისად კარგად გექცევათ.
თავი წარმოიდგინეთ 5, 10 და 20 წლის შემდეგ. ჩამოწერეთ სურვილები და მათი განხორციელების სტრატეგია.
 ნუ გაატარებთ მთელ თავისუფალ დროს ინტერნეტში. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წაიკითხეთ ქაღალდის წიგნები, გააკეთეთ ხელნაკეთი ნივთები. ანუ გაიჩინეთ საინტერესო და სასიამოვნო ჰობი.
  ჩამოწერეთ ხარჯი. ეს დაგიცავთ, არ დახარჯოთ ფული არასასურველ ნივთებზე. თვის დასაწყისში ჩამოწერეთ საყიდელი ნივთებისა და ხარჯის სია.
დააფასეთ თითოეული დღე. ის, რაც მართლა საჩუქარია. წვრილმანებზე დახარჯული დრო დასანანია და გახსოვდეთ,  კამათი სისულეებზე, წვრილმანია.
ასევე, წვრილმანია საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომლებიც ადრე თუ გვიან, მოგვარდება.
იცით, რას უნდა გაუფრთხილდეთ და რა არის ჭეშმარიტად ღირებული? თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების  ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

скачать dle 11.3