კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურქეთიდან – ოსმალეთამდე?! #52

ანუ თაყვანისცემის მოლოდინში

 აქამომდე ძეგლებთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონში ჩვენ ვიყავით უდავო ფავორიტები და, ძირითადად, ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტურ ფრონტზე (სტალინის ძეგლებს ვერჩით) ვიბრძოდით და ისიცაა, რომ მხოლოდ ერთხელ გაგვიკრთა ანტისახელმწიფოებრიობა – კერძოდ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობისას აჭარის დედასაქართველოსთან დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის, მემედ აბაშიძის ძეგლი გადავიტანეთ ბულვარიდან მოშორებულ ადგილას.
მაგრამ, რაკი მჯობნის მჯობნი არ დაილევა ან იქნებ იმიტომაც, რომ მაგალითი გადამდებია, ჩვენს კვალს თურქეთიც მოჰყვა. მეტიც, რაღა მოჰყვა, გადაგვასწრო, ვინაიდან იქ, არც მეტი, არც ნაკლები, ოსმალეთის იმპერიიდან ნაშობი საერო და ცივილიზებული თურქეთის შემქმნელ მამას ერჩიან.
ჰოდა, რაკი ერჩიან, უფრო ზუსტად, მას თურქეთის დღევანდელი ხელისუფალი ერჩის, ქალაქ რიზეს ცენტრალური მოედნიდან აგერ ახლახან, სახელდობრ, 22 დეკემბერს მუსტაფა ქემალ ათათურქის (ათათურქის – ანუ თურქთა მამის) მონუმენტი აიღეს.
მართალია, ძეგლის აღებას ქემალისტთა მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა (სხვათა შორის, ქემალისტები არიან ჯერჯერობით საერო თურქეთის არსებობის საფუძველი), მაგრამ ეს ვერ შეუშლის ხელს გადაწყვეტილებას, რომ იმ ადგილას 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა მემორიალი დაიდგას; ათათურქის ძეგლს კი სხვა ადგილას – რიზეს გუბერნიასთან – გადაიტანენ.
ცხადია, თურქეთის ხელისუფლებას უკეთ მოეხსენება, ვის მამას უწოდებს და ვის – მამინაცვალს ან რომელს მიეთაყვანება. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ქემალიზმის წყალობითაა თურქეთი ცივილიზებული ქვეყანა, არც ისაა გამორიცხული, რომ პირუკუ პროცესიც დაიწყოს და ოსმალეთის იმპერიისგან მიღებული ქემალისტური თურქეთი კვლავ უკვნ, ოსმალური ტრადიციებისკენ მიბრუნდეს. –

скачать dle 11.3