ვოდევილი #52
ანუ „ბაკულას ღორები“?!
არა იმიტომ, რომ ვინმე უსაქმურს მახათები შემოაკლდა, ჩემთვის სრულიად უცნობ მიზეზთა გამო, გასული კვირის მიწურულს ჩვენი ლარის ბედით შეფორიაქებული საზოგადოება (ერთი ისაა, რომ ჩემი კოლეგების დახმარებით) ღორებმა გაახალისეს.
ხოლო, ვიდრე ვხალისობდით, სად ღორი და სად პასპორტიო (მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მთავრობამ ღორების პასპორტიზაციის გადაწყვეტილება მიიღო), აღმოჩნდა, რომ ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესზე იყო ლაპარაკი (რაც გულისხმობს ღორის სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს).
იმას გარდა, რომ ეს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნაა, წესით, აღრიცხვიანობასაც მოაწესრიგებს და პირუტყვის უვნებლობის გარანტიაც იქნება (თანაც, ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებს).
იმის ფონზე, როდესაც მომხმარებელთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში თითქმის უსაზღვროდ დაუცველია, რთული სათქმელია, რა შეიძლება, ყოფილიყო მხიარულების მიზეზი. ვითომ ის, რომ, მაინცდამაინც, დაავადებული ღორის ხორცის მირთმევა გვირჩევნია?! –