კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვისი სისხლი ტკბილია #52

ანუ ბოცვრობას გადარჩენილები

 იმის მიუხედავად, რომ, რაც კი ამ დედამიწაზე ძლიერი სახელმწიფოა, ყველა გმობს ისლამური სახალიფოს გამოხდომებს; მეტიც, არც სამხედრო ოპერაციებზე იხევენ უკან, ისლამისტი ტერორისტების მიერ დაყენებულ სისხლის ტბებს ბოლო მაინც არ უჩანს.
ვერც გამოუჩნდება, ვინაიდან თითქოს საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი მხარეები (აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, რფ, ირანი…), ძირითადად, კვლავ თავიანთი ინტერესების მიღწევას და ერთმანეთთან ანგარიშის გასწორებას ცდილობენ (და არა ტერორისტების განადგურებას).
ცდილობენ, ვინაიდან მსუყე ლუკმა – ახლო აღმოსავლეთია გადასანაწილებელი და ისიც ცხადია, რომ ძალაუფლების განმტკიცება სხვისი სისხლით უფრო ტკბილია.
მაგალითად, რფ-ის თავდაცვის მინისტრმა არ დამალა, რომ სირიის ოპერაციამ საშუალება მისცათ, შეიარაღების 160 სახეობა გამოეცადათ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისას; იმას გარდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაც გაჩხრიკეს.
თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა, ასევე, გამოსცადა საკუთარი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა, დასავლეთმა კი მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედებს რფ „ნატოს“ გაფართოების შემთხვევაში, ვფიქრობ, თითო სანთელი გვაქვს ასანთები, რომ კვლავ ჩვენ არ ვართ მხარეების საცდელი ბოცვრები. –

скачать dle 11.3