კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„MODERNROOFING მოდერნრუფინგ“ – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ხარისხზე ორიენტირებული კომპანია გადახურვის სფეროში

„MODERNROOFING მოდერნრუფინგ” საქართველოში ¹1 კომპანიაა გადახურვის სფეროში. 18-წლიანი გამოცდილება და კომპანიის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ მისი წარმატების გარანტია. „მოდერნრუფინგი” ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. კომპანიის მიზანია ქართულ სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. კომპანიის არსებობის განმავლობაში „მოდერნრუფინგს” შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მიმდინარე წელს კომპანია „მოდერნრუფინგთან” თანამშრომლობით დაარსდა კომპანია – „სახურავი”, რომელიც არანაკლები წარმატებით ფუნქციონირებს. „მოდერნრუფინგისა” და „სახურავის” საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით, კომპანიის დირექტორი, ბექა ჭულუხაძე გვესაუბრა.
ბექა ჭულუხაძე: კომპანია „მოდერნრუფინგი” ფუნქციონირებს საქართველოში 1998 წლიდან და მისი მთავარი მიმართულებაა ყველა სახის გადახურვა, გამწვანება და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ საქართველოში, ერთ-ერთმა პირველებმა, ტექნოლოგიების სრული დაცვით, შევქმენით მწვანე სახურავი და დღემდე აქტიურად ვეწევით ამ ეკოლოგიურად სუფთა პროექტის პოპულარიზაციას. დღემდე წარმატებით შესრულებული გვაქვს ხუთასამდე ობიექტი, ამასთანავე, მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი – გადახურული. „მოდერნრუფინგს” საქართველოს უახლეს არქიტექტურულ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, რაზეც მეტყველებს კომპანიის მიერ გადახურული მნიშვნელოვანი მსხვილი ობიექტები,  რომელთა შორისაა: დინამოს ეროვნული სტადიონი, მაღაზიათა ქსელი „სმარტი”, იუსტიციის სახლები, საცხოვრებელი კომპლექსები – ლისი ვერანდა, M2, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი”, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რესტორნების ქსელი – „მაკდონალდსი” და მრავალი სხვა.
– რა ფუნქცია აქვს „მოდერნრუფინგის” შვილობილ კომპანია „სახურავს”?
– კომპანია „სახურავის” დაარსების იდეა იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს გააჩნიათ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საკონსულტაციო ცენტრი,  სადაც ყველა დაინტერესებულ პირს (როგორც კერძო პირს, ისე სამშენებლო დარგის სპეციალისტებს) შეუძლიათ, გაიარონ კონსულტაცია და მიიღონ ექსპერტის რჩევები გადახურვის, გამწვანებისა  და ჰიდროსაიზოლაციო საკითხებში. ასევე, სამშენებლო პროექტიდან გამომდინარე, ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ჰიდროსაიზოლაციო მასალების სწორად შერჩევაში (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ). სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმენით საგამოფენო სივრცე (შოუ-რუმი), სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია, დაათვალიეროს, გაეცნოს ტექნიკურ მონაცემებს და შეადაროს ერთმანეთს ყველა ტიპის გადახურვისა და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, როგორც: ბიტუმოვან რულონური, ისე კომპოზიტური მეტალოკრამიტის; ნატურალური თიხის კრამიტის, გასასმელი და შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტები. ამასთანავე, უახლოეს მომავალში, წერეთლის ¹118-ში იგეგმება „სახურავის” გახსნა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ პროფესიონალ გადამხურებს, შეეძლებათ, ერთ ადგილზე შეიძინონ ყველა ის მასალა თუ ხელსაწყო, რაც აუცილებელია გადახურვისა და ჰიროსაიზოლაციო სამუშაოების შესაბამისი სტანდარტების შესასრულებლად.
– რომელ ცნობილ მწარმოებლებთან თანამშრომლობთ?
– განვლილი წლების განმავლობაში, კომპანია „მოდერნრუფინგი” გახდა ისეთი ცნობილი და მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიაში, როგორებიცაა: BAUDER (გერმანია), BRAAS (გერმანია), KEMPER SYSTEM (გერმანია), CARBONTEC (გერმანია), IVELLA (იტალია), GENERAL MEMBRANE (იტალია), NOPHADRAIN (ჰოლანდია), GERARD (ახალი ზელანდია), GEOMASS (აშშ).  ასევე, ადგილობრივ ბაზარზეც წარმატებით ვთანამშრომლობთ მრავალ მომწოდებელთან თუ უცხოელ პარტნიორებთან, როგორიცაა Tegola (იტალია), Technonichol (რუსეთი), IKO (ბელგია), Mesa (თურქეთი), Kronospan (რუმინეთი) და ასე შემდეგ.
– რამდენად ხშირად გიწევთ კერძო სახლების გადახურვაზე მუშაობა?
– რა თქმა უნდა, იმ დიდი ობიექტების პარალელურად, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, კომპანია „მოდერნრუფინგისათვის” ერთ-ერთი პრიორიტეტია კერძო პირების მომსახურება. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გადახურვის მხრივ დღემდე არაერთი რთული პროექტი განგვიხორციელებია. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, ზუგდიდში, კერძო სახლი გადავხურეთ გერმანული, ნატურალური კრამიტით. სახურავი სულ 440 კვადრატული მეტრი იყო, თუმცა ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი –  მრავალქანობიანი გადახურვა, ისეთი ადგილებით, სადაც ქანობის დახრის გრადუსი მინიმალური გახლდათ. საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რომლითაც როგორც ჩვენ, ისე მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა.
– როგორ დაახასიათებთ კომპანიის თანამშრომლებს?
–  კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლები და მათი გამოცდილება. სისტემატურად ხდება ინჟინრებისა და ხელოსნების გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (უმეტესად, გერმანიაში). ასევე, ხშირად ჩამოდიან გერმანელი, იტალიელი, ამერიკელი, ინგლისელი პარტნიორები და ადგილზე ხდება ჩვენი თანამშრომლებისათვის ახალი მასალების შესახებ სიახლეებისა და ტექნიკური დეტალების გაცნობა. 
– როგორია პასუხისმგებლობა შესრულებულ პროექტებზე?
– ჩვენი კომპანია გამოირჩევა  მომხმარებლის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, რისი დასტურიცაა, კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო პერიოდი 10-დან 50 წლამდე. ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი ფუნქციონირების განმავლობაში არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს პრეტენზიით მოემართოს.
მისამართი: თბილისი,
წერეთლის ¹118.
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 235 66 11; 577 11 15 44
ვებ-გვერდი: www. modernroofing.ge; www. roofing.ge

скачать dle 11.3